წყნაროკეანური ალკუნი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() ტყის ალციონა (Todiramphus macleayii) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Todiramphus (Lesson, 1827) | |||||||||||||
|
წყნაროკეანური ალკუნი (ლათ. Todiramphus) — ფრინველთა გვარი ალკუნისებრთა ოჯახისა. ადრე ამ გვარის წარმომადგენლები გაერთიანებული იყვნენ ალციონის გვარში (ლათ. Halcyon). მოიცავს 30 (ან 21) სახეობას. საშუალო ზომის ფრინველებია. შეფერილილნი არიან ლურჯ და ლურჯ-მწვანედ. ბევრი სახეობა წყლისგან მოშორებით ცხოვრობს და ხმელეთის ცხოველებით იკვებება, მაგ.: მწერებითა და ხვლიკისნაირებით. ბუდეს იკეთებენ ორმოებში, უფრო ხშირად კი — ხეებზე.