ხან ალ-უმდანი (ებრ. ח'אן אל עומדאן, არაბ. خان العمدان), აგრეთვე ცნობილი როგორც ხან-ი-ავამიდი — უდიდესი და საუკეთესოდ შემონახული ქარვასლაა ისრაელში. მდებარეობს ქალაქ აკოში, და ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, რომელიც აჰმედ ჯეზარ ფაშას მმართველობის პერიოდში ააგეს.