ხევი — მშრალი ან დროებითი ნაკადიანი ღრმა ხეობა. დამახასიათებელია არიდული მხარეებისათვის (გვხვდება ტყესტეპის ზონაშიც). გამომუშავებულია ნიაღვრების ეროზიული მოქმედების შედეგად. სიღრმე და სიგანე რამდენიმე ათეული ან ასეული მ, სიგანე — რამდენიმე ათეული კმ. ხევს უწოდებენ წყლის დროებით ნაკადსაც, რომელიც მოდის ეპიზოდურად, მცირე დროის განმავლობაში, დიდი თავსხმის დროს.