ხორვატული ხელოვნება — წარმოადგენს სახვით ხელოვნებას ხორვატიაში, შუა საუკუნეებიდან დღემდე. ადრეულ შუა საუკუნეებში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ხორვატია ხელოვნების და არქიტექტურის მნიშვნელოვან ცენტრს წარმოადგენდა. ბევრი ხორვატი ხელოვანი მოღვაწეობდა შუა საუკუნეებში, ხოლო რენესანსის პერიოდში ხორვატული კულტურა განიცდიდა მნიშვნელოვან აღმასვლას.
თანამედროვე ხელოვნების ისტორია ხორვატიაში იწყება პარიზიდან პოსტიმპრესიონისტური იდეების შემოსვლით.[1] 1920-იანებში ავანგარდულმა ჯგუფებმა ხელოვნებაში ეროვნული თემატიკა შეიტანეს,[2] ხოლო 30-იანებში უფრო მარტივი კლასიკური ფორმები დაბრუნდა.[3]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იუგოსლავიის ფარგლებში სოციალურმა რეალიზმმა ვერ მოიკიდა ფეხი, სამაგიეროდ აქტუალური იყო გეომეტრიული აბსტრაქცია.[3] 70-იანებში განვითარდა ფიგურატიული ხელოვნება,[4] ხოლო 80-იანებში ისევ დაბრუნდა ტრადიციული ხატვის ფორმები დასახეები.[4]