ჯავად ხანის აკლდამა | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
ადგილმდებარეობა | განჯა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
დეტალები
|
ჯავად ხანის აკლდამა (აზერ. Cavad xan türbəsi) — აკლდამა აზერბაიჯანში. განლაგებულია განჯაში, შაჰ აბასის მოედანზე, შაჰ აბასის მეჩეთის მახლობლად.
1962 წელს სსრკ-ს არსებობის ხანაში განადგურებულ იქნა მოედნის რეკონსტრუქციის დროს. გათხრების დროს ექსკავატორი რაღაცას გამოედო. გათხრის შედეგად აღმოჩნდა აკლდამა და ფილა, რომელიც დამზადებული იყო მარმარილოსგან. მასზე იკითხებოდა სპარსულ ენაზე გაკეთებული წარწერა.
წარწერის მიხედვით ეს აკლდამა მიეკუთვნებოდა ჯავად ხანს. აკლდამა აღადგინეს უამრავი პროტესტისა და დაბრკოლებების მიუხედავად.
2005 წელს, ჰეიდარ ალიევის ფონდის მხარდაჭერით, აშენდა ახალი აკლდამა, რითიც ჯავად ხანის სახელი უკვდავყეს. აშენებულია ოთხკუთხა ფორმის მავზოლეუმი. იგი აშენებულია გამომწვარი აგურით და გადახურულია გუმბათით არანის სკოლის არქიტექტურული სტილის დაცვით. ჯავად ხანის საფლავი განლაგებულია მავზოლეუმის შუა ნაწილში.
მთავარი ქვა კი ინახება ეთნოგრაფიის ისტორიულ მუზეუმში როგორც ძვირფასი ექსპონატი.[1]