ჯანდაცვა საუდის არაბეთში

სულეიმან ალ ჰაბიბ ოლაიას სამედიცინო კომპლექსი

ჯანდაცვა საუდის არაბეთში  —ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სისტემა, სადაც მთავრობა უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო მომსახურებას მთელი რიგი სამთავრობო უწყებების მეშვეობით. ასევე იზრდება კერძო სექტორის როლი და მონაწილეობა სამედიცინო მომსახურების მიწოდებაში. საუდის არაბეთი მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით  მოწინავე 26 ქვეყანას შორისაა.

ჯანდაცვის სამინისტრო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სულეიმან ალ ჰაბიბის საავადმყოფო კასიმში
საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტროს ლოგო
საავადმყოფო საუდის არაბეთში
სტომატოლოგიური საავადმყოფო

ჯანდაცვის სამინისტრო არის მთავარი სამთავრობო უწყება, რომელსაც ევალება სამეფოს მოსახლეობის პროფილაქტიკური, სამკურნალო და რეაბილიტაციული სამედიცინო დახმარება. სამინისტრო უზრუნველყოფს პირველად სამედიცინო მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანმრთელობის ცენტრების ქსელის საშუალებით (1,925 ცენტრის ჩათვლით). იგი ასევე იღებს რეფერალურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას საზოგადოების ყველა წევრისათვის, ჯანდაცვის ცენტრებში ზოგადი პროფილის ექიმის დონიდან  დამთავრებული მაღალტექნოლოგიური სპეციალიზირებილი მომსახურების სერვისებით, ზოგადი საავადმყოფოებისა და სპეციალური საავადმყოფოების ფართო ბაზის საშუალებით (220 საავადმყოფო). სამინისტრო არის წამყვანი სამთავრობო უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ჯანმრთელობის სექტორის მართვაზე, დაგეგმვაზე, დაფინანსებასა და რეგულირებაზე. იგი ასევე მეთვალყურეობას უწევს და აკონტროლებს კერძო სექტორის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ასევე არსებობს სამი სხვა მინი-NHS, რომლებიც აფინანსებენ და უზრუნველყოფენ პირველად, მეორეულ და გადაუდებელ დახმარებას უსაფრთხოებისა და სამხედრო ძალებში რეგისტრირებული პერსონალისათვის: თავდაცვისა და ავიაციის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და საუდის არაბეთის ეროვნული გვარდია. ამ სააგენტოების გარდა, არსებობს რამდენიმე ავტონომიური სამთავრობო სააგენტო, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სამეფოში სამედიცინო მომსახურების გაწევასა და დაფინანსებაზე. განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს სტუდენტების გადაუდებელ პირველადი სამედიცინო მომსახურებას. შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მართავს ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და ბავშვთა სახლებს. ეს დაწესებულებები სტუმრებს გარკვეულ სამედიცინო დახმარებას უწევენ. სოციალური დაზღვევის გენერალური ორგანიზაცია და ახალგაზრდობის საქმეთა გენერალური დირექტორატი სამედიცინო მომსახურებას უწევენ მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს სპორტული ობიექტების მართვასთან დაკავშირებით. ჯუბაილისა და იანბუს სამეფო კომისია უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების მუშაობას ორი ინდუსტრიული ქალაქის (ჯუბაილისა და იანბუს) თანამშრომლებისა და მაცხოვრებლებისთვის. საუდის არაბეთის ავიახაზებთან- Saudi Arabian Airlines ფუნქციონირებს საკუთარი სამედიცინო დაწესებულებები, რათა უზრუნველყონ ჯანმრთელობის დაცვის სერვისი თანამშრომლებისათვის. სამეფოს უნივერსიტეტები თავიანთი სამედიცინო კოლეჯების ან საავადმყოფოების საშუალებით ახორციელებენ სპეციალურ სამედიცინო მომსახურებებსა და სამედიცინო განათლებისა და სასწავლო პროგრამებს და ატარებენ ჯანმრთელობის კვლევას სხვა კვლევით ცენტრებთან თანამშრომლობით. [1]

მთავრობა ასევე აფინანსებს და უზრუნველყოფს რეფერალურ ჯანდაცვას თავის დიდ ეროვნულ სპეციალიზებულ საავადმყოფოებში მეფე ფეისალის სახელობის კვლევით ცენტრში და მეფე ხალიდის სახელობის სპეციალურ ოფთალმოლოგიურ საავადმყოფოში. მეფე ფეისალის სახელობის სპეციალიზებული საავადმყოფო და სამეცნიერო ცენტრი იყენებს უახლეს ტექნოლოგიას და მოქმედებს, როგორც რეფერალური საავადმყოფო, იმ შემთხვევებში, როდესაც მოწინავე და სპეციალიზებული მკურნალობის საჭიროება დგება და ატარებს კვლევებს  სამეფოში ზოგადად ჯანმრთელობასთან  დაკავშირებულ საკითხებზე.  მეფე ხალიდის სახელობის  ოფთალმოლოგიური საავადმყოფო  ითვლება მთავარ სამედიცინო დაწესებულებად, რომელიც პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის სპეციალიზებულ მომსახურებას ოფთალმოლოგიის, თვალის ქირურგიისა და მედიცინის სფეროებში, აგრეთვე რეგიონალურ კვლევით ცენტრს ოფთალმოლოგიის მიმართულებით. საავადმყოფოს ასევე აქვს რქოვანის ბანკი.

ლონდონში მდებარეობს საუდის არაბეთის სამინისტროსთან არსებული საუდის არაბეთის ჯანდაცვის ოფისი.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯანმრთელობის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იყო:

ელექტრონული სამედიცინო ბარათები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს საუდის არაბეთის ეროვნული გვარდიის ჯანმრთელობის სამსახურს მიენიჭა არაბული ჯანმრთელობის პრემია „საუკეთესო ელექტრონული სამედიცინო ბარათებისათვის“.[2]

კერძო სექტორი უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურებას თავისი სამედიცინო დაწესებულებების საშუალებით, საავადმყოფოების, ამბულატორიების, ლაბორატორიების, აფთიაქებისა და ფიზიოთერაპიის ცენტრების ჩათვლით.

სამედიცინო დაზღვევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს კოოპერატიული ჯანმრთელობის დაზღვევის კანონის თანახმად ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო გახდა ქვეყანაში დასაქმებული  ყველა არა-საუდელი პირისათვის . 2008 წელს ეს კანონი გავრცელდა საუდის არაბეთის მოქალაქეებზე, რომლებიც კერძო სექტორში მუშაობენ. ამ სავალდებულო დაფარვის უზრუნველყოფა მოიცავს ჯარიმებს კომპანიებისთვის, რომლებიც არ აკმაყოფილებენ წესებს და უარს ამბობენ სამუშაო ნებართვის განახლებაზე დაზღვევის გარეშე. [3][4]

1995-დან 2000 წლამდე მთელი მოსახლეობის 36.9% ჭარბწონიანი იყო. მაჩვენებლები მაღალი იყო 5-17 წლის ბავშვებში. ბიჭებში ეს მაჩვენებელი შეადგენდა  16,7%-ს და გოგონებში- 19,4%-ს. 2006 წლისთვის ჭარბწონიანი   მამაკაცების რაოდენობა იყო 52%, ქალებში 66%, მოზარდებში 18% და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში 15%.

2008 წელს სიკვდილიანობის 17,99% იყო გამოწვეული გულსისხლძარღვთა დაავადებებით . ამ წლის განმავლობაში, 424,968 დიაბეტით დაავადებულთა კლინიკაში მიმართვიანობის 95%  საუდის არაბეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. დიაბეტით დაავადებულთა 55% ქალი იყო, 44% მამაკაცი. [5]

საუდის არაბეთში ბავშვთა ჭარბი წონის გავრცელების შესახებ ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 23.1% იყო ჭარბი წონის მქონე, 9.3% მსუქანი და 2% ზედმერად  ჭარბწონიანი (2%) (El-Mouzan et al., 2010).[6]

მოსახლეობაში ჭარბი წონისა და სიმსუქნის მაღალი მაჩვენებლების ერთ-ერთი მიზეზია ქალაქის მაცხოვრებლების არაჯანსაღი ცხოვრების წესი, უმოძრაობა და  ჰიპერკალორიული საკვების მიღება.  უმოძრაო ქალაქის მოსახლეობის ნაკლებად მომთხოვნი ცხოვრების წესი დაკავშირებულია განათლების მაღალ დონესთან და შემოსავლებთან. გარდა ამისა, კულტურული და რელიგიური შეხედულების გამო, ქალები ჭარბწონიანობის რისკის ქვეშ არიან, ვინაიდან  როგორც დიასახლისებს, შინ დარჩენა მოეთხოვებათ. ქალებს ეკრძალებათ ეწვიონ სასტუმროს სპორტდარბაზებსა და საცურაო აუზებს, ივარჯიშონ სახალხოდ.[7]

2010 წლის ივნისში, მინისტრთა საბჭომ მოუწოდა სამოქალაქო ავიაციის გენერალურ ადმინისტრაციას (GACA), შეეზღუდა მოწევა სამეფოს ყველა აეროპორტსა და მათ დაწესებულებებში, შემოღებულ იქნა მკაცრი რეგულაციები. მან ასევე ურჩია GACA- ს, დაეკისრა 200 საუდის რიალი (53 დოლარი) ჯარიმა იმ პირებისათვის, ვინც არღვევს ახალ წესებს.

2012 წლის 30 ივლისს შინაგან საქმეთა მინისტრმა პრინცმა აჰმედ ბინ აბდულაზიზმა დააწესა სამეფო აკრძალვა მოწევაზე ყველა სამთავრობო დაწესებულებაში (სამინისტროებში, შენობებში, დაწესებულებებში, ოფისებში და ა.შ.) და დახურულ საზოგადოებრივ ადგილებში. ასევე იკრძალება ჩილიმის მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში და თამბაქოს გაყიდვა 18 წლამდე ასაკის პირებზე. 2012 წლის 1 დეკემბერს, საუდის არაბეთის ტურიზმისა და სიძველეების კომისიამ (SCTA) შემოიღო მოწევის აკრძალვა ტურისტულ ადგილებში. [8][9]

2019 წელს საუდის არაბეთმა მიიღო ჯილდო მოწევის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოწევის პრევენციისთვის 72-ე მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე . 2019 წელს მიღებულ იქნა კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვისათვის რესტორნებსა და კაფეებში წლიური თანხა 26,675 აშშ დოლარი ხდება. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთმა შემოიღო 100% გადასახადი ელექტრონულ სიგარეტზე. [10]

საუდის არაბეთმა ცოტა ხნის წინ განაცხადა 2019 წლის თებერვალში, რომ აპირებს სერიოზული ზომების მიღებას კიბოს პრევენციისთვის. ამ კონტექსტში, საუდის არაბეთი ცდილობს გახდეს მსოფლიო ლიდერი ამ სფეროში, მით უმეტეს, რომ კიბო გახდა პირველი მკვლელი შუა აღმოსავლეთში. როგორც ასეთი, საუდის არაბეთის ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს წამოიწყოს რამდენიმე ინიციატივა, რომლებიც მოიცავს გაფართოებული სკრინინგის პროგრამის განხორციელებას, პალიატიური მზრუნველობის გაუმჯობესებას და ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებას.[11]

  1. Health Indicators, 2006. Ministry of Health, Department of Statistics,
  2. "Saudi Arabia Health Care System Receives Coveted "Excellence in Electronic Health Records" Award with QuadraMed's EHR solution". QuadraMed. Reston, Virginia: QuadraMed Corporation. 30 March 2010. Archived from the original on 20 May 2011.
  3. "Development of the Healthcare Sector in Saudi Arabia"[მკვდარი ბმული]. Lexology. 10 January 2019. Retrieved 17 February 2019.
  4. "Archived copy". Archived from the original on 2011-09-11. Retrieved 2016-12-06.
  5. Saudi Arabia: Health Statistical Year Book. 2008.
  6. Al-Nuaim, Abdulrahman A (1997). Overweight and Obesity in Saudi Arabia Adult Population: Role of Socio-Demographic Variables.
  7. Associated Press. "Fitness Sinful for Women in Saudi Arabia?".
  8. "Saudi Arabia's Cabinet approves new tobacco license regulation". Arab News. 2019-05-26. Retrieved 2019-05-31.
  9. "Saudi Arabia stresses ban on public smoking"[მკვდარი ბმული]. gulfnews.com. 1 August 2012. Retrieved 11 March 2013.
  10. "Saudi Arabia Bans Smoking In Most Public Places". Huffington Post. 30 July 2012. Retrieved 11 March 2013.
  11. "Saudi Arabia steps up the fight against cancer". Arab News. 2019-03-13. Retrieved 2019-03-13.