ჯეისონ ანდერსონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1968/1969 |
ეროვნება | ამერიკელი |
პროფესია | ვიდეო თამაშების ინდუსტრია |
საქმიანობა |
|
დამსაქმებელი | Turtle Rock Studios |
ცნობილი ნაშრომები |
ჯეისონ ანდერსონი (ინგლ:Jason Anderson) — ვიდეო თამაშების დეველოპერი. თავდაპირველად მუშაობა დაიწყო Interplay-ში. ჯეისონი მოგვიანებით დაქირავებული იქნა ტექნიკურ შემსრულებლად „Fallout“-ისთვის. იგი დაკავებული იყო თამაშის დიზაინით, ინტერფეისისა და ქვესტების დამუშავებით. ასევე მონაწილეობდა „Fallout 2“-ის შექმნაში. თუმცა თამაშის გამოსვლის შემდეგ, ანდერსონმა დატოვა კომპანია მის ორ თანაშრომელთან, ტიმკ კაენთან და ლეონარდ ბოიარსკისთან ერთად, რის შემდეგაც მათ დააარსეს საკუთარი კომპანია Troika Games. Troika Games დახურვის შემდეგ, 2005 წელს ჯეისონმა მცირე ხნით დატოვა თამაშების ინდუსტრია.[1]
2007 წელს ჯეისონი დაქირავებული იქნა Interplay-ის მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე, მასიური მრავალმოთამაშიანი ონლაინ თამაშის შესაქმნელად.[2]
2009 წლის მარტში ანდერსონი შეუერთდა კომპანია inXile Entertainment-ს სამხატვრო ხელმძღვანელად.[3] თუმცა 2011 წელს დატოვა inXile Entertainment და გადავიდა Turtle Rock Studios-ში.
სათაური | წელი | როლი |
---|---|---|
„USCF Chess“ | 1993 | მხატვარი |
„Stonekeep“ | 1995 | მხატვარი/დიზაინერი |
„Fallout“ | 1997 | მხატვარი |
„Fallout 2“ | 1998 | მხატვარი |
„Arcanum: Of Steamworks and Magick Obscura“ | 2001 | დიზაინერი |
„Vampire: The Masquerade – Bloodlines“ | 2004 | რეჟისორი |
„Project V13“ | 2007 | რეჟისორი |
„Wasteland 2“ | 2014 | სიუჟეტის ავტორი |
„Evolve“ | 2015 | უცნობია |