ჯენის ატკინსონი | |
---|---|
ჯენის ატკინსონი 2015 წელს | |
დაბადების თარიღი |
1962 წლის 31 აგვისტო (61 წლის) ლონდონი, ინგლისი |
პარტია |
დამოუკიდებელი პარტია (2015 წლიდან); ევროპული წინააღმდეგობის ეროვნული საბჭო, გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტია (2011–2015 წლები), კონსერვატიული პარტია (დაახ. 1980–2011 წლები) (აქტიური 2005–2011 წლები) |
მეუღლე(ები) | სტივი სმოლი (განქ.), საიმონი |
შვილ(ებ)ი | 2 |
საიტი |
janiceatkinson.co.uk European Parliament biography |
ჯენის ენ ატკინსონი (დაბადებული 1962 წლის 31 აგვისტოს) არის ყოფილი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის რეგიონის წარმომადგენელი იყო ევროპარლამენტში. თავდაპირველად, იგი გაწევრიანებული იყო გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ პარტიაში, ხოლო მოგვიანებით, დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა: იგი პარლამენტის წევრად აირჩიეს 2014 წელს, როცა ნაიჯელ ფარაჯის შემდეგ მეორე ადგილზე გავიდა. 2015 წლის მარტში ატკინსონი გარიცხეს გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიიდან, რადგან "პარტიას საეჭვო რეპუტაცია მოუტანა" მას შემდეგ, რაც შტაბის უფროსი თაღლითურად ეცადა საკუთარი ხარჯების გაზრდას.[1][2]
ჯენის ატკინსონი არის კონსერვატიული პარტიის ყოფილი წევრი და მარკეტინგულ კომპანიას მართავდა ორი ათწლეულის განმავლობაში, სანამ ევროპარლამენტის წევრი გახდებოდა. ჯენის სმოლის სახელით, იგი კონსერვატორების პრესის ოფიცერი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთში 2005 წლის საყოველთაო არჩევნების განმავლობაში, ხოლო ბეტლი და სფენის კონსერვატორობის კანდიდატი - 2010 წლის საყოველთაო არჩევნებზე, სადაც ლეიბორისტი თანამდებობის პირის, მაიკ ვუდის შემდეგ, 4 406 ხმით მეორე ადგილზე გავიდა.[3] ასევე, იგი კონსერვატორების ელექტორალური რეფორმის დირექტორიც იყო.[4]
ჯენის ატკინსონი შეუერთდა გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ პარტიას 2011 წელს და აღნიშნა, რომ დეივიდ კემერონის მიერ დაანონსებული რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობაზე, ჩავარდა.[5] ჯენის ატკინსონ-სმოლის სახელით, მან დაწერა სტატია გაზეთისთვის "დეილი მეილი".
იგი აირჩიეს გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიის ფოლკესტონისა და ჰინთის ოლქის კანდიდატად 2015 წლის საყოველთაო არჩევნებში. თუმცა, მოგვიანებით, ატკინსონი გარიცხეს პარტიიდან, რის შემდეგაც მან უარი თქვა საკუთარ კანდიდატურაზე "სერიოზული ფინანსური დარღვევების" გამო.
2015 წლის 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ატკინსონი შეუერთდა ევროპარლამენტის ახლადდაარსებულ ულტრამემარჯვენე ჯგუფს, სახელწოდებით "ერებისა და თავისუფლების ევროპა".[6]
ჯენის ატკინსონი "ამერიკის საკანონმდებლო გაცვლით საბჭოსთან" ასოცირებული პიროვნებაა.[7]
ატკინსონი მხარს უჭერდა ბრექსიტს. აგრეთვე, შინაგან საქმეთა მინისტრის, საჯიდ ჯავიდისგან მოითხოვა, რომ სამეფო დროშის გამოფენა პორტებსა და აეროპორტებში სავალდებულო გამხდარიყო; ჯავიდმა უარი განაცხადა მოთხოვნის აღსრულებაზე.
ჯენის ატკინსონმა აღარ მიიღო მონაწილეობა 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში.
ჯენის ატკინსონის პოლიტიკური შინაარსის ნაშრომები მოიცავს წიგნებს, როგორებიცაა: Migrant Crime Wave: The EU Cover Up Revealed,[8] Beyond Brussels: Brexit and The New European Patriotism and What Women Want versus The gender, transgender and cultural wars of the West.
2017 წლის მაისში, მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდგომ პერიოდებში, ატკინსონმა მოითხოვა სიკვდილით დასჯის შემოღება იმ პირებისთვის, რომლებიც მსჯავრდებული იყვნენ ტერორისტული დანაშაულებისთვის.[9]
ჯენის ატკინსონი სამიდან ერთ-ერთი ევროპარლამენტარი იყო, რომელმაც 2018 წლის 1 მარტს ხმა მისცა იმ წინადადების წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობდა ეროვნულ პარლამენტებს, აეკრძალათ "გეი პიროვნებად ცვლილების თერაპიები".[10]
შინაგან საქმეთა მინისტრს, საჯიდ ჯავიდს, სამეფო დროშებით მოძრაობა და ფრენა პორტებსა და აეროპორტებში, ჯენის ატკინსონმა მოსთხოვა.[11]
2014 წლის კაპმანიის მიმდინარეობის დროს ცნობილი გახდა, რომ ჯენის ატკინსონის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მისი ალმა-მატერის (ინგლ. Blackheath Bluecoat School) სტატუსი პირველ ადგილად ითვლებოდა სახელმწიფოს შერჩევით განათლებაში, არ აღმოჩნდა სწორი, რადგან სკოლა არ არის და არც არასდროს ყოფილა გრამატიკაზე ორიენტირებული.[12]
ასევე, ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელ პარტიაში გაწევრიანებამდე, ჯენის ატკინსონს უარი ეთქვა 2011 წლის ხმების ალტერნატიულ კამპანიაში მონაწილეობაზე. ამის მიზეზი გადაუწყვეტელი კონსერვატორების შეხვედრა გახდა, სადაც ატკინსონმა "მხარდაჭერა გამოხატა ბრიტანეთის ეროვნული პარტიის პლატფორმის ელემენტების მიმართ" [13] რამდენიმე დღის შემდეგ, ატკინსონმა შეურაცხყოფა მიაყენა რასიზმის წინააღმდეგ გამოსულ დემონსტრანტებს. ხსენებული ინციდენტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ატკინსონმა პოლიციას მოსთხოვა პარტიის მიმართ "მოძალადე" პროტესტანტების დაკავება. ფოტო, რომელმაც აღნიშნული მომენტი დააფიქსირა, ვირუსულად გავრცელდა სოციალურ მედიაში.[14] ატკინსონი, რომელმაც კენტის ქალაქები "აკრძალულ სივრცეებად" გამოაცხადა, საკუთარ პოზიციას დაჟინებით იცავდა, რადგან ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდობაში მონაწილეობა ჰქოდა მიღებული ანტინაცისტური ლიგის ერთ-ერთ მსვლელობაში.[15]
2014 წლის აგვისტოში BBC-ის ახალი ამბების ჯგუფმა ატკინსონთან ჩაწერა ინტერვიუ, სადაც იგი შეურაცხყოფას აყენებდა პარტიის მხარდამჭერ ტაილანდური წარმოშობის ცოლ-ქმარს ("ტინგ-ტონგი საიდანღაც" - ტერმინი, რომელიც ტაილანდში გამოიყენება მენტრალური ჯანმრთელობის მქონე ხალხის აღსანიშნავად).[16] შესაბამისად, ატკინსონმა ბოდიში მოიხადა. ცოლ-ქმარი დაიმუქრა, რომ უარს იტყოდა პარტიის წევრობაზე, თუმცა მოსაზრება შეიცვალა მას შემდეგ, რაც ნაიჯელ ფარაჯმა პირადად მოიხადა ბოდიში.[17] ტაილანდური წარმოშობის ცოლ-ქმართან სახლში აღებული ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ატკინსონს არ მოუხდია ბოდიში და, პირიქით, მტრულად იყო მათ მიმართ განწყობილი. ფარაჯმა თქვა, რომ "პარტიის წევრების 99%-ს არ მოეწონა მსგავსი საქციელი და ვერ გაიზიარებდა ატკინსონის შეხედულებებს".[18] ატკინსონმა ბოდიში მოიხადა და მცირე ხანში, ინტერვიუში განაცხადა, რომ არასდროს ამოძრავებდა ბოროტი განზრახვა, ხოლო მისი კომენტარი კონტექსიდან იყო ამოვარდნილი.[19]
2014 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ატკინსონს, რომლის ყოველწლიური საპარლამენტო ხელფასი დაახლოებით £79 000 იყო, ბავშვის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადასახდელი ჰქონდა £2 000-ზე მეტი ოდენობის თანხა.[20] მისი ყოფილი ქმარი ამტკიცებდა, რომ ამან "მძიმე კვალი დატოვა საერთო შვილსა და ოჯახზე". ატკინსონი თავად მოექცა კრიტიკის ქარცეცხლში, რადგანაც წინა პერიოდებში გააკრიტიკა "უმწეო ოჯახები", რომლებსაც ჰყავდათ უფრო მეტი შვილი, ვიდრე შეეძლოთ მათი გამოკვება.[21]
2015 წლის 19 მარტს ატკინსონს შეუწყდა პარტიის წევრის სტატუსი, რაც მოჰყვა "თითქოს სერიოზულ ფინანსურ დარღვევას". ჟურნალმა The Sun გამოაქვეყნა საიდუმლო ჩანაწერი, რომელშიც ატკინსონის გუნდის უფროსი, კრისტინ ჰიუიტი საუბრობს გუნდის წევრთან ერთად ქალაქ მარგეითის რესტორანში. სადილის დროს, იგი ითხოვს ყალბ ინვოისს, რომელიც დაახლოებით 3-ჯერ აჭარბებს მომსახურების თანხას (£950). ჩანაწერში ისმის, თუ რას ამბობს ჰიუიტი: "ჩვენ ცოტათი ვაჭარბებთ გადასახადს, რადგან ესაა გზა, რითაც ვანაზღაურებთ დანაკლისს."[22] მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება.[23]
23 მარტს ჯენის ატკინსონი გარიცხეს, რადგან "პარტიას საეჭვო რეპუტაცია მოუტანა".[24] ატკინსონის მიმართ არ განხორციელებულა არავითარი სამართლებრივი ღონისძიება,[25] მაგრამ ჰიუიტი დამნაშავედ სცნეს თაღლითობაში და მიუსაჯეს პირობითი სასჯელი.[26][27] კენტის პოლიციამ ატკინსონს მოუხსნა ყველა ბრალდება და არავითარი დამატებითი ღონისძიება მის მიმართ არ განხორციელებულა.
თავდაპირველად, ჯენის ატკინსონი დაქორწინებული იყო სტივი სმოლზე. მათ ჰყავთ ორი საერთო ვაჟი. სმოლმა, რომელსაც ბავშვების მეურვეობის უფლება მიანიჭეს განქორწინების შემდეგ, ატკინსონი გააკრიტიკა ალიმენტის გადაუხდელობის გამო 2014 წელს. აგრეთვე, სმოლმა მიმართა ბავშვთა მხარდაჭერის სააგენტოს, რათა ატკინსონი იძულებული გამხდარიყო გადაეხადა ალიმენტი.[28]
ჯენის ატკინსონის ამჟამინდელი მეუღლე არის ბანკირი საიმონი. 2019 წლის მარტში, ჯენის ატკინსონმა საზოგადოებას გაუმხილა, რომ მას დაუდგინდა ნუშისებრი ჯირკვლის სიმსივნე.