ჯო ბაიდენის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია

Joe Biden for President 2008
კანდიდატი ჯო ბაიდენი
შეერთებული შტატების სენატორი დელავერიდან
(1973–2009)
განცხადება გაკეთდა 7 იანვარი, 2007
შტაბ-ბინა ვილმინგტონი, დელავერი
მთავარი პიროვნებები ლუის ნავარო (მენეჯერი)[1]
მარკ პაუსტენბახი (პრესმდივანი)[2]
ვალერი ბაიდენ ოუენსი (ეროვნული თავმჯდომარე)[2]
ტედ კაუფმანი (მთავარი მრჩეველი)[3]
www.joebiden.com
(არქივში)

ჯო ბაიდენის 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია (ინგლ. Joe Biden for President 2008) - წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ჯო ბაიდენი აწარმოებდა 2008 წლის აშშ საპრეზიდენტო არჩევნების წინ დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად.

დელავერის შტატიდანშეერთებული შტატების სენატორის, ჯო ბაიდენის, 2008 წლის საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო 2007 წლის 7 იანვარს როდესაც მან თავი გამოაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის კანდიდატად Meet the Press– ის გამოცემაში. ოფიციალურად კამპანია 2007 წლის 31 იანვარს, ფედერალურ საარჩევნო კომისიაში საბუთების შეტანის შემდეგ დაიწყო. არჩევის შემთხვევაში, ბაიდენი იქნებოდა პირველი კათოლიკე სენატორი, რომელიც გახდებოდა პრეზიდენტი, ჯონ კენედის შემდეგ და ერთადერთი პრეზიდენტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა (ბილ კლინტონის შემდეგ)

კამპანიის დროს ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც ერაყის ომი დასრულდებოდა ერაყის ფედერალიზაციის გეგმის მეშვეობით. ბაიდენი თამაშობდა მნიშვნელოვან როლს სენატში როგორც საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმი. რამდენიმე აღსანიშნავი წარდგინების მიუხედავად, ბაიდენმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა საზოგადოებრივ გამოკითხვებში და კამპანიის მსვლელობისას მის მიმართ სადავო მოსაზრებებიც გამოითქვა. საბოლოოდ მან შეწყვიტა ნომინაციისთვის ბრძოლა 2008 წლის 3 იანვარს, მეხუთე ადგილზე გასვლის შემდეგ და აიოვას კოლუმში ხმების 1% -ზე ნაკლების მიღების შემდეგ. [4]

მისი კამპანიის დასრულებიდან შვიდი თვის შემდეგ, ბაიდენი შეირჩა დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტობის მეწყვილედ. პოლიტიკურმა წყვილმა არჩევნებში გაიმარჯვა, ფიცი კი 2009 წლის 20 იანვარს დაიდო. 2020 წლის არჩევნებზე ბაიდენი გახდა დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატი და არჩეულ პრეზიდენტად 2020 წლის 7 ნოემბერს გამოცხადდა. [5]

კამპანიის განვითარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფუძველი კამპანიის წარმართვისთვის

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიდენს პრეზიდენტობის კანდიდატად ვხვდებით 1988 წელს, თუმცა აღნიშნული კამპანია მხოლოდ სამ-ნახევარი თვე გაგრძელდა.[6][7] იგი იძულებული გახდა უკან დაეხია დაპირისპირების გამო, რომელიც წარმოიშვა მის მიერ პლაგიატიზმის გამოყენების გამო: კერძოდ სხვა პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა და აკადემიური ჩანაწერები ყალბად გამოიყენა.

პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი (D-DE)

ბაიდენმა 2004 წლის 8 დეკემბერს დონ იმუსის რადიო შოუში პირველად ახსენა საკუთარი განზრახვები პრეზიდენტად გახდომის შესახებ 2008 წლისთვის. [8] 2006 წლის 23 იანვრის გამოცემა The News Journal-ში, დელავერის ყველაზე მასშტაბურ და ყოველდღიურ გაზეთში, ჟურნალისტ-კომენტატორმა, ჰარი ფ.თემალმა, ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ ბაიდენს "დემოკრატიული პარტიის გონივრული ცენტრი უკავია". თემალმა დაასკვნა, რომ სწორედ ეს პოზიცია სურს ბაიდენს და დიდი ალბათობით კამპანიის დროს "ის აპირებს, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს საშუალო ამერიკელის უსაფრთხოებას არა მხოლოდ ტერორისტული საფრთხისგან თავდასაცავად, არამედ მის ჯანდაცვას, დანაშაულის აღმოფრხვის თვალსაზრისსაც, მსოფლიოს არასტაბილურ რეგიონებში „. [9]

2007 წლის პირველი კვარტალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიდენმა პრეზიდენტობის კანდიდატურა 2007 წლის 31 იანვარს გამოაცხადა და იგი კენჭისყრაზე უკვე რამდენიმე თვით ადრე საუბრობდა. [10] ვარაუდობდნენ, რომ ბაიდენს შესთავაზებდნენ და მიიღებდნენ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე, რადგანაც იგი ფლობდა საგარეო პოლიტიკური გამოცდილებისა და რწმუნებათა სიგელებს. [11] ბაიდენმა ცნება გადაჭრით უარყო და თქვა: „არანაირი ადმინისტრაციის ქვეშ არ მივიღებ სახელმწიფო მდივნის თანამდებობას„. და შემდგომ დაამატა, რომ მხოლოდ პრეზიდენტობაზე იყო ორიენტირებული. საარჩევნო კამპანიის დროს ბაიდენმა მომდევნო კომენტარი გააკეთა: „მე ვიცი, რომ ბევრი ჩემი ოპონენტი ამბობს, რომ არაჩვეულებრივი სახელმწიფო მდივანი ვიქნები. სერიოზულად, თითოეული მათგანი ასე ამბობს. მაგრამ უსმენთ დებატებს? "ჯო მართალია, ჯო მართალია, ჯო მართალია." [12] ის კანდიდატები, რომლებიც ამგვარ კომენტარს აკეთებდნენ: "ჯო მართალია", დემოკრატიული დებატების დროს, გადაიქცნენ ბაიდენის კამპანიის თემისა და რეკლამის შემადგენელ ნაწილად. [13]

2007 წლის 31 იანვარს ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისას დაუპირისპირდა ჰილარი კლინტონის ერაყის ომის გეგმას. დილა მშვიდობისა ამერიკაზე მიცემულ ინტერვიუში ბაიდენმა კლინტონის გეგმას „კატასტროფა„ და „კონტრპროდუქტიული„ (საწინააღმდეგო შედეგის მომცემი) უწოდა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი გეგმა იყო პრობლემის "პოლიტიკური გადაჭრა", განსხვავებით კლინტონის გეგმისგან, რომელიც მისი თქმით საკითხის "სამხედრო გადაჭრა" იყო. თუმცა ბაიდენმა შეაქო ჰილარი კლინტონი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, და უწოდა მას "სრულად კვალიფიციური". [14] მან გააკრიტიკა ილინოისის სენატორის, ბარაკ ობამას შექების მცდელობა. მან მოიხსენია როგორც "პირველი ზომიერი აფრო-ამერიკელი, რომელიც არის ნათელი, სუფთა და ლამაზი გარეგნობის ბიჭი". [15] ბაიდენი გააკრიტიკეს პოპულარულ პრესაში ობამასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის გამო [16] და მიუხედავად იმისა, რომ მან ბოდიში მოიხადა, მისი კამპანია დაზიანდა აღნიშნული კრიტიკით. [17]

რამდენიმე კვირის შემდეგ ბაიდენი გამოჩნდა 18 თებერვალს გადაცემა Face the Nation- ის ეპიზოდში და გააკრიტიკა ბუშის ადმინისტრაციის ახალი ტალღა პოლიტიკის შესახებ ერაყში. ბაიდენმა ისაუბრა საკანონმდებლო აქტის შესახებ, რომელიც მან სენატის წინაშე წარადგინა, რათა შეჩერებულიყო ძალაუფლების პოლიტიკა მოქმედებიდან, რაც პრეზიდენტს ჩამოართმევდა უფლებამოსილებას. კენჭისყრაზე ბაიდენმა თქვა: [18]



[პრეზიდენტმა ბუშმა უნდა] გახადოს ნათელი, რომ მიზანი, რომელიც მის სამხედროებს აქვთ, რეალურად არის ის, რომ ხელი შეუშალონ ალ-ქაედას, ტერიტორიების მოპოვებისკენ, ერაყის ძალების გადამზადებისკენ. მიზანი არ უნდა მიდიოდეს სამოქალაქო ომის შუაგულამდე.

2007 წლის მარტში კამპანიის დროს ბაიდენმა თქვა, რომ სტრატეგიულად დიდ ყურადღებას გაამახვილებს სამხრეთ კაროლინის პირველად შტატზე. ბაიდენმა ერთ-ერთი გარეუბნის საზოგადოებრივ თავშეყრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერაყის ომი კვლავ იქნებოდა თავისი კამპანიის განსახილველ საკითხებს შორის. ბაიდენმა განაცხადა, რომ ის დაელაპარაკებოდა დამოუკიდებელ ამომრჩეველებს, რათა დაერწმუნებინა ისინი, მისთვის ნომინაციის მინიჭებაში. თუ "დემოკრატიულ კანდიდატს დამოუკიდებლობის მოზიდვა არ შეუძლია, დემოკრატები ვერ გაიმარჯვებენ". მოგვიანებით ბაიდენმა შეწყვეტდა შეჯიბრი სამხრეთ კაროლინას ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრების ჩატარებამდე. [19]

2007 წლის მეორე კვარტალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის აპრილში ბაიდენმა გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ მაკკეინი და უწოდა "ფუნდამენტურად არასწორი" ერაყში გაძლიერებული პოლიტიკის მხარდაჭერის გამო. ბაიდენმა გადაჭრით ჩამოაყალიბა მოსაზრება და გაუგზავნა Sacramento Bee- ს , სადაც იგი ჯონ მაკკეინის მხარდაჭერას „წარუმატებელ პოლიტიკას„ უწოდებდა. მან დაადასტურა, რომ ერაყში ძალადობა შემცირდა, მაგრამ დაღმავალი ტენდენციის მიხედვით "მილიცია ... უბრალოდ სიტუაციის დაძაბვას ელოდა". ბაიდენი ამტკიცებს, რომ არანაირი პოლიტიკური ცვლილება არ მომხდარა, რადგან „[ერაყელი] ხალხის მხრიდან მთავრობის ნდობა არ გამოხატულა„. მოგვიანებით მან აღწერა თავისი გეგმა, რომელიც ფედერალიზმის სისტემის შექმნას ითვალისწინებდა.

ბაიდენმა გამოიყენა ერაყის ომის სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობა საკუთარი კამპანიის ქვაკუთხედად

არჩევნების დებატების დაწყებისთანავე, ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო პირველივე არჩევნების საპრეზიდენტო დებატებში 2007 წლის 26 აპრილს, სამხრეთ კაროლინაში. ის მეორე იყო, ვინც უპასუხა სენატორ ჰილარი კლინტონისადმი დასმულ კითხვას - იყო თუ არა სენატორის, ჰარი რიდის შეფასება რეალური, ერაყის ომის "წაგებულად" ჩათვლაზე. ბაიდენმა პასუხად აღნიშნა, რომ ომი არ არის "სატელევიზიო შოუ" ან "საფეხბურთო მატჩი", რომლის წაგებაც ასე უბრალოდ შეიძლება. მან კამათი განაგრძნო რეალური კითხვით, რომელიც უნდა დასმულიყო შემდეგნაირად: '' შევძლებთ ჩვენ ერაყი დავტოვოთ ... და შევძლებთ ქაოსის გარდა სხვა რამის დატოვებასაც?" იგი ამ შეკითხვას დეტალურად ჩაუღრმავდა და მის საფუძველზე გაამჟღავნა საკუთარი შეხედულებაც, ერაყის სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობის შესახებ და განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეცვალოს „ამ პოლიტიკური ჩართულობის ფუნდამენტური წინაპირობა კერძოდ .. ერაყის დეცენტრალიზაცია. .. რომ ამით თითოეულ რეგიონს საშუალება ეძლევა თვითონ განსაზღვროს საკუთარი ბედი. . . " [20]

სამხრეთ კაროლინას დებატების შემდეგ, ბაიდენმა კამპანია ჩაატარა კალიფორნიაში და დაიწყო 2007 წლის მაისი სან – ფრანცისკოში გამართული ღონისძიებებით. მოგვიანებით, [21] პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დავალებით სუდანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების დაწესებითა და მთავრობაზე ზეწოლით, დარფურში გენოციდის შეწყვეტა მოითხოვეს. ბაიდენმა მომენტალურად გადაიტანა ყურადღება ერაყიდან დარფურის კრიზისზე. მან გამოაქვეყნა განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება, რომ ბუშმა მართებულად გამოიყენა სანქციები. მეორე მხრივ, ბაიდენი ამტკიცებდა, რომ ეს საკმარისი არ იყო, არამედ ასევე რეგიონისთვის ფრენის აკრძალვის ზონის შექმნა და შეერთებული შტატების ძალების შესაძლო დავალდებულებაც იყო უპრიანი. [22]

3 ივნისს, ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო მეორე დემოკრატიულ დებატებში, რომელიც გაიმართა CNN– ის ეთერში და გაიმართა ნიუ – ჰემფშირის პირველად შტატში. ბაიდენმა განიხილა ერაყის ომი, მისი ბოლოდროინდელი პოლიტიკური ხმა, ჯარების დაფინანსების გაგრძელებასთან დაკავშირებით და მიმოიხილა არალეგალური იმიგრაციაც. საემიგრაციო საკითხზე ბაიდენმა განაცხადა, რომ ზედმეტად დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული 14 მილიონი უკანონო იმიგრანტის სამშობლოში დაბრუნება. მან აღნიშნა, რომ ვინც უკანონო საქციელს ჩადის, უკან უნდა გაგზავნონ, დანარჩენებს კი მოქალაქეობის შანსი უნდა მიეცეთ. მისმა სიტყვებმა: „ხალხნო, მეთაურად ყოფნა ზოგჯერ პრაქტიკულობასაც მოითხოვს„ მაყურებელთა სიცილი გამოიწვია. მოგვიანებით, ბაიდენმა მიმართა ოპოზიციას სამხედრო ძალების პოლიტიკის " ნუ იკითხავ, ნუ იტყვი "ს გამოყენებით და შეეხო დარფურში არსებულ ვითარებას. [23]

ივნისის ბოლოს, ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო სხვა დებატში, ამჯერად PBS- ის ეთერში, ვაშინგტონში, ჰოვარდის უნივერსიტეტში. დებატების მსვლელობისას კანდიდატებმა განიხილეს აფრო-ამერიკელებისთვის საკვანძო საკითხები, მათ შორის განათლება, სამოქალაქო უფლებები და რეპროდუქციული უსაფრთხოება. ბაიდენმა აღნიშნა, რომ შიდსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად საჯარო მომსახურე პერსონალი უნდა დაუკავშირდეს "შავკანიან მამაკაცებს... [აუხსნას, რომ] არ არის პრეზერვატივის გამოყენება არამამაკაცური, ქალებს გააგებინონ, რომ მათ შეუძლიათ უარი თქვან ნებისმიერ შემთხვევაში, ხალხის შეგნება იმ დონეზე უნდა მივიდეს, რომ მნიშვნელოვნად ჩათვალონ ტესტირება შიდსზე. ტესტირება გავიკეთე შიდსზე. მე ვიცი, რომ ბარაკმაც [ობამამ] ასევე გაიარა ტესტირება შიდსზე. " [24]

2007 წლის მესამე კვარტალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდეგ თვეში ბაიდენმა ორ დებატში მიიღო მონაწილეობა: 12 ივლისს დეტროიტში, მიჩიგანის შტატში, ხოლო უფრო მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა 23 ივლისს YouTube დებატები ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში, CNN– ზე. ამ უკანასკნელის მსვლელობისას, კითხვაზე, რომელ რესპუბლიკელს აირჩევდა მეზობელ საარჩევნო სიაში რომ ყოფილიყო, ბაიდენმა უპასუხა: "მე ავირჩევდი ჩაკ ჰეიგელს, ხოლო დიკ ლუგარის ვთხოვდი, რომ ყოფილიყო სახელმწიფო მდივანი". ბაიდენმა განაცხადა, რომ იგი „გააუქმებს'' აშშ-ს კონგრესის აქტს: ''არცერთი ბავშვი დარჩა აქტის მიღმა.'' მან დებატებში მონაწილეობა დაასრულა განცხადებით, რომელიც ეხებოდა მის მარცხნივ მყოფი კანდიდატს, დენის კუცინიჩს. ბაიდენმა უპასუხა: „მე არ მომწონს მასში ერთი წყეული რამ ... უბრალოდ ვხუმრობ. მას კარგი ცოლი ჰყავს. „ [25]

ბაიდენის მონაწილეობა კამპანიაში, კრეესტონი, აიოვას სახლი, 2007 წლის ივლისი

მომდევნო თვეში ბაიდენმა ვერ შეძლო მონაწილეობა ორ დებატში, 4 აგვისტოს DailyKos სპონსორობით და 9 აგვისტოს ლგბტ დებატებში, რომელიც რეკლამირებული იყო გეი ქსელის Logo -ს მიერ. თუმცა, ბაიდენი ჩაერთო 7 აგვისტოს AFL-CIO დებატებში და 19 აგვისტოს აიოვას დებატებში, რომელიც შედგა ABC- ზე. 20 აგვისტოს პოლიტიკოსმა გაავრცელა თავისი პირველი კამპანიის რეკლამა აიოვას პირველი კოკაუსის შტატში. 30 წამიან რეკლამაში კომენტატორი ამბობს, რომ ბაიდენს აქვს გეგმა, რომ დასრულდება ერაყის ომი და რომ "ჩვენ (ამერიკამ) უნდა დავასრულოთ ეს ომი ისე, რომ არ დაგვჭირდეს მათი (ჯარისკაცების) შვილიშვილების უკან დაბრუნება.'' რეკლამაში ასევე გამოცხადებულია, რომ „ჯო ბაიდენი ერთადერთი კანდიდატია, რომელიც გეგმავს ერაყიდან გამოსვლას და ჩვენც ამ კონფლიქტს თავიდან აგვარიდებს.„

სექტემბრის დაწყებისთანავე, აიოვაში საარჩევნო ბილიკზე გასვლისას, ბაიდენი Associated Press- ს ენდო, მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ იქნებოდა "პირველი, მეორე ან განურჩეველი მესამე", სხვა შემთხვევაში იგი დატოვებდა კამპანიაში კვალს და ვაშინგტონში დაბრუნდებოდა. [26] როგორც ჩანს, მისი ადრეული განცხადებები მომავლის ანარეკლი იყო: იგი საბოლოოდ ტოვებდა ასპარეზობას, მას შემდეგ, რაც გავიდა აიოვას ჯგუფის მესამე ადგილზე ქვემოთ. შედეგებმა ასევე უარყო ისიც, რაც 2007 წლის სექტემბერში ბაიდენმა განაცხადა თავისი კამპანიის შესახებ, რომ "გარკვეულწილად მხარდაჭერას იძენდა [აიოვაში]". აიოვას უნივერსიტეტისა და დრეიკის უნივერსიტეტის პროფესორებმა, დენის გოლდფორდმა და ბრიუს გრონბეკმა 2007 წლის სექტემბრის შეფასებებში მეტი სიცხადე შეიტანეს. გრონბეკმა თქვა, რომ ბაიდენის როლი არ იზრდებოდა პოლიტიკურ შეჯიბრში, ხოლო გოლდფორდმა დაამატა, რომ "[ბაიდენი] საუბრობდა სენატორივით და არა როგორც მომავალი პრეზიდენტი „. დემოკრატი სტრატეგოსი რონ პარკერი სექტემბერში ამტკიცებდა, რომ ბაიდენს ჯერ კიდევ ჰქონდა შანსი, მაგრამ უბრალოდ მოუწია თავისი საქმის მიყიდვა ამერიკელ ხალხზე.

ბაიდენი კითხვებს უსვამს გენერალ დევიდ პეტრეუსს

9 სექტემბერს, ორი დღით ადრე, სანამ ერაყის მეთაური და გენერალი დევიდ პეტრეუსი სენატს სიტყვით მიმართავდა, ბაიდენმა განაცხადა, რომ მას ნამდვილად სცემდა პატივს, თუმცა ფიქრობდა, რომ ის შეცდა [ერაყის ომის შესახებ]. ბაიდენმა გააკრიტიკა პრეზიდენტი და განაცხადა, რომ " მას (პრეზიდენტს) არ აქვს გეგმა - როგორ მოიგოს და / ან როგორ დატოვოს ეს უკანასკნელი". [27] გენერლის მიერ 11 სექტემბრის ჩვენების დროს, ბაიდენმა თქვა, რომ დასმული საკითხი უნდა იყოს მიმართული პროგრესის დასადგენად: "დღეს უფრო ახლოს ვართ ერაყში გრძელვადიან პოლიტიკურ მოგვარებასთან ახლოს ეროვნულ დონეზე, თუ მაშინ, როდესაც რვა თვის წინ ეს ტალღა დაიწყო?" მან თვითონვე უპასუხა საკუთარ კითხვას სიტყვებით: "ვფიქრობ, უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი გამოცდილებისა და დაკვირვების მეშვეობით ქვეყნის შიგნით, [კითხვაზე] პასუხი უარყოფითია". ჩვენების დასრულების შემდეგ, ბაიდენი და სხვა დემოკრატები გააკრიტიკეს. შემდეგ კვირაში ბაიდენი ამ მოსაზრებას უფრო მეტად ავრცობდა კამპანიის დროს. [28]

26 სექტემბერს MSNBC– ს დებატებზე, ბაიდენმა განმარტა, თუ როგორ მისცემდა საშუალებას სოციალური დაცვის სამსახურს მოღვაწეობა გაეგრძელებინა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ 1980-იან წლებში მას ჰქონდა შეხვედრა კონგრესის გამოჩენილ წევრებთან და გამოსავალი, რომლამდეც საბოლოოდ მივიდნენ, იყო კანონის დონის ამაღლება, და სწორედ აღნიშნული გადაწყვეტილება მოერგებოდა ამ სიტუაციას, ორი პარტიის ერთიანობის საფუძველზე: " ეს იყო ჯო ბაიდენი, პატ მონიჰანი, ბობ დოლი ... [და] ჯორჯ მიტჩელი, როდესაც ჩვენ გავაფორმეთ ეს შეთანხმება [სოციალური უსაფრთხოების რეფორმისთვის]. არასდროს დამავიწყდება ბობ დოული, რომელიც პატ მოინჰანის მიუბრუნდა და უთხრა: „ყველანი ერთდროულად უნდა გადავხტეთ ამ ნავში. მთავარი დანასკვი აქ არის ის, რომ გადაწყვიტელება ვერ შესრულდება მხოლოდ ეკონომიკის გაზრდით. ასე რომ, ქუდს ავწევდი „. დებატებში მოგვიანებით ბაიდენი იყო სამი მონაწილიდან ერთ-ერთი( დოდსა და რიჩარდსონთან ერთად ), რომელმაც განაცხადა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში მოწევას აკრძალავდა. [29]

2007 წლის მეოთხე კვარტალი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიდენმა 23 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჯანდაცვის გეგმა. იგი ითვალისწინებდა ბავშვთა და მოზარდთა გაფართოებულ დაფინანსებას, მაგრამ ამცირებდა მანდატებს საყოველთაო დაზღვევაზე. ეს მიზნად ისახავდა მკურნალობის უკეთ წარმართვასა და მის მოდერნიზაციას. ბაიდენმა თქვა, რომ გეგმის ღირებულება 80 მილიარდი დოლარიდან 110 მილიარდ დოლარამდე შეადგენდა წელიწადში. მისივე თქმით, აღნიშნული გეგმის დაფინანსება შესაძლებელი იქნება 1% -იანი გადასახადის როლბექის შემცირებით, კაპიტალის მოგებითა და ჰეჯ-ფონდის მენეჯერებისა და კერძო კაპიტალის პარტნიორებისთვის გადასახადის ხარვეზების აღმოფხვრით. ამ გეგმით ასევე გაიზარდა SCHIP პროგრამა იმისათვის, რომ ბავშვები სიღარიბის დონიდან 300% –ზე მაღლა ჩაეთვალა. [30]

2007 წლის 30 ოქტომბერს ფილადელფიაში და 15 ნოემბერს ლას – ვეგასში გამართულ დებატებზე, ბაიდენი აღმოჩნდა პირველ რიგში მჯდომი ის პოლიტიკოსი, რომელმაც მაყურებლის სიცილი გამოიწვია. პირველად მაშინ, როცა ფილადელფიის დებატებზე რუდი ჯულიანზე საუბრისას, ბაიდენმა თქვა: „ის მხოლოდ სამ რამეს ახსენებს წინადადებაში: არსებითი სახელი, ზმნა და 9/11 „. [31] ლას – ვეგასის დებატებზე, ბაიდენი თითქოს თავს დაესხა ყველა თავის ოპონენტს განცხადებით: ვაფასებ, რომ დამისვით შეკითხვა და ბოდიში, რომ ვუპასუხე. მე ვიცი, რომ თქვენ არ უნდა უპასუხოთ შეკითხვებს, იმის გათვალისწინებით რაც მე მაქვს მოსმენილი. „ [32]

აიოვას კოკუსას დებატამდე, ბაიდენმა მონაწილეობა მიიღო 13 დეკემბრის ფორუმში, რომელიც დასპონსორებული იყო The Des Moines Register -ის მიერ. ბაიდენის სიტყვით გამოსვლის ყველაზე თვალშისაცემი ნაწილი იყო მომენტი, როდესაც სთხოვეს პასუხი გაეცა ბრალდებებზე იმის შესახებ, რომ იგი „უხერხულად'' გრძნობდა თავს რასობრივ თემაზე საუბრის დროს. მას შემდეგ, რაც ბაიდენმა გააკეთა რამდენიმე შენიშვნა ბარაკ ობამას მიმართულებით: ზედსართავი სახელებით „სუფთა„ და „ლამაზი„. ბაიდენმა უპასუხა კითხვას აღნიშვნით, რომ ვინც კი იცნობდა მას, იცოდა მისი სამოქალაქო უფლებებისა და რასობრივი ურთიერთობების ერთგულება. ბარაკ ობამა მის დასაცავად გამოვიდა და თქვა: „ჯო პრობლემების მარჯვენა მხარეა და ყოველდღე იბრძვის უკეთესი ამერიკისთვის„. [33]

დებატებს მოჰყვა პაკისტანის ყოფილი პრემიერ მინისტრის ბენაზირ ბუტოს მკვლელობა და ბაიდენმა, შესაბამისად თავისი კამპანიის ყურადღება მიაპყრო პაკისტანის ურთიერთობის საკითხს. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა იყო "ყველაზე საშიში პლანეტაზე" და ეს მტკიცება მან აღნიშნულ შემთხვევებზე გააკეთა. კანდიდატ ბაიდენს, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი საგარეო პოლიტიკური გამოცდილება, ამ ღონისძიებით შესაძლებლობა მიეცა, ჩაეტარებინა გამოკითხვები ერთი კვირიანი ვადით. ბაიდენმა დაასრულა წლის კამპანია იმ აზრით, რომ შეეძლო მდგომარეობის გაუმჯობესება პაკისტანში განვითარებული მოვლენების შესახებ და განსაკუთრებით კი იმ გადაწყვეტილებით, რომელიც ეხებოდა ქვეყნის ბირთვულ იარაღს. [34]

2008 წლის 3 იანვარს აიოვას კოკუსში მეხუთე ადგილზე გასვლის შემდეგ, ხმათა მხოლოდ ერთი პროცენტის მიღების გამო, ბაიდენმა დაასრულა საპრეზიდენტო კანდიდატურა. მისი ოჯახის წევრები და მეგობრები ამ ფაქტს ცრემლებით შეხვდნენ, თუმცა ბაიდენმა განაცხადა: „მე არ წავალ. დავბრუნდები სენატში, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და განვაგრძობ ჩემ მიერ წამოწყებულ საქმეებს. " [35]

ფედერალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, [36] ბაიდენმა 2007 წლის მეორე კვარტალში 2 343 639 დოლარი მოაგროვა. ყველაზე დიდი დახმარება ნიუ-იორკის შტატიდან მიიღო, ამ უკანასკნელმა შეადგინა 571 800 დოლარს. [37] ბაიდენმა თითქმის 2 მილიონი დოლარი გამოიმუშავა 2007 წლის მესამე კვარტალში. ბაიდენს დაუთქვეს თანხები, რომლებიც შესატყვისი უნდა ყოფილიყო მისი კვალიფიკაციისთვის პირველადი კამპანიაში, [38] მაგრამ ამერიკელ პოლიტიკოსს არ გადაუწყვიტავს მიიღებდა თუ არა მათ. საპასუხო პოლიტიკის ცენტრის მონაცემებით, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიისთვის 8 215 739 აშშ დოლარი გამოიმუშავა. ინდივიდუალურმა კონტრიბუტორებმა გაიღეს 6,087,885 აშშ დოლარი ბაიდენის კამპანიისთვის, PAC- ებმა - 101,475 აშშ დოლარი, ხოლო 2,026,379 აშშ დოლარი გამოვიდა მთლიანად სენატის ხელახალი არჩევის ფონდიდან. [39] PAC– ის შენატანების 66% მოდის ბიზნეს ჯგუფებიდან, 19% შრომითი ჯგუფებიდან, ხოლო ბოლო 16% იდეოლოგიური ორგანიზაციებიდან. საბოლოოდ, ბაიდენს ხელთ ჰქონდა არსებული 1,886,340 აშშ დოლარი, ხოლო ხარჯებიდან კი დარჩა 128 210 დოლარი. [40]

საზოგადოების აღქმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიდენის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, ის იყო, რომ ამომრჩეველი არ იცნობდა მას და მის კანდიდატურას. Gallup- ის მიერ ჩატარებული 2-5 აპრილის გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების 38% -ს არასოდეს სმენოდა ჯო ბაიდენის შესახებ, ხოლო 17% -ს არ გააჩნდა ჩამოყალიბებული მოსაზრება მის შესახებ. ამის საპირისპიროდ, საზოგადოების 0% -ს არასდროს სმენოდა ჰილარი კლინტონის შესახებ და მხოლოდ 3% -ს არ ჰქონდა მოსაზრება Gallup- ის 1-3 ივნისის გამოკითხვის მიხედვით. [41] კლემსონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა სექტემბრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების 36% -ს არასოდეს სმენოდა ჯო ბაიდენის შესახებ და მხოლოდ 44% -ს ჰქონდა მის შესახებ წარმოდგენა. მიუხედავად ამისა, ეს ჩაითვალა ყველაზე მაღალ ინფორმირებულობის დონედ დემოკრატიულ სფეროში ლიდერების ჩაუთვლელად (კლინტონი, ბარაკ ობამა და ჯონ ედვარდსი ) და არადეკლარირებული, მაგრამ ძალიან წარმატებული ალ გორის ჩაუთვლელად. [42] 18 სექტემბერს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 56% -მა არ იცოდა ბაიდენის შესახებ იმ დონეზე, რომ მის შესახებ გარკვეული აზრი გამოეთქვა. [43]

ბაიდენი ბოლო ადგილას რჩებოდა გამოკითხვებში. 19-24 სექტემბერში ჩატარებული რასმუსენის გამოკითხვის მიხედვით, იგი მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა დემოკრატ ოპონენტებს შორის 4% –ით, ჩამორჩა კლინტონს, ობამასა და ედვარდსს. [44] ამერიკის კვლევის ჯგუფში ბაიდენი 2007 წლის ოქტომბრისთვის 5% -ით ჩამორჩა კლინტონს. [45] რესპუბლიკური კანდიდატების პირისპირ, ბაიდენი 2007 წლის 10 იანვარს სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკან ჩამოიტოვა დაახლოებით 38% -დან 46% -მდე. [46] 17 ივლისს ბაიდენი ნიუ – იორკის ყოფილ მერს, რუდი ჯულიანს, 37% –ით 46% –ით ჩამორჩა. ჯო ბაიდენი ყველაზე ახლოს მივიდა GOP კანდიდატთან პირისპირ შეხვედრაში ყოფილი სენატორის ფრედ ტომპსონის წინააღმდეგ- 2007 წლის 17 ივლისს 38% -დან 40% -მდე ჩამორჩა. [47]

გამოცდილება ცვლილებების წინააღმდეგ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეს [არჩევნები] არ ეხება გამოცდილებას. არ ეხება ცვლილებას. არამედ მოქმედებას.

ბაიდენმა ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ მან 34 წელი გაატარა სენატში და აქტიურად მონაწილეობდა კონგრესის ბევრ კომიტეტში, მათ შორის იყო აშშ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ ყოფნა და ასევე იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის ფლობა. მან წინასაარჩევნო კამპანიის დროს სახელი გაითქვა საგარეო პოლიტიკის მრავალწლიანი გამოცდილებით, განსაკუთრებით ბოსნიის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომლის დასრულებისთვის მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი როლი თვითონვე ითამაშა. ბაიდენმა თავის კამპანიაში ადრე განაცხადა, რომ „[მას] ნამდვილად სჯერა, რომ ამერიკული საზოგადოება ელოდება ლიდერების მოსვლას, რომლებსაც აქვთ გამოცდილება იმის შესახებ, თუ რას გააკეთებენ ისინი ამერიკის ხელახალი ლიდერობისთვის მსოფლიოში„. [48] ზოგჯერ კამპანიის წარმართვისას, სჯეროდა, რომ საკუთარი გამოცდილება დემოკრატიული ნომინაციის მოპოვებაში დაეხმარებოდა, მაგრამ როდესაც ბარაკ ობამას განსხვავებული აქცენტები დაინახა, ბაიდენმა ყურადღება გადაიტანა პოლიტიკური გამოცდილებიდან მოქმედების უნარზე. [49] მან 2007 წლის ნოემბრის დებატების დროს განაცხადა, რომ „ეს [არჩევნები] არ ეხება გამოცდილებას. ეს არ არის ცვლილებები. ეს ეხება მოქმედებას. ვინ შეძლებს ჩვენს შორის, პირველ დღეს, ჩაერთოს და დაასრულოს ომი? „ [50]

ბაიდენისთვის თავიდანვე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ერაყის კონფლიქტი . 2006 წლის ნოემბერში, ბაიდენმა და ლესლი გელბმა, საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ემერიტუსმა, გამოაქვეყნეს ყოვლისმომცველი სტრატეგია ერაყში სექტანტური ძალადობის დასრულების შესახებ. ნაცვლად იმისა, რომ გაეგრძელებინათ ამჟამინდელი მიდგომა ან უკან დაეხიათ, გეგმა მოითხოვა "მესამე გზას", რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: ერაყის ფედერალიზაციაში, ქურთებისთვის, შიიტებისა და სუნიტებისთვის "სუნთქვის ოთახის" მიცემაში თავიანთ რეგიონებში. საზოგადოების მიერ კონფლიქტის მოგვარების გზის მოწონებასთან ერთად, ბაიდენი თვლიდა, რომ ეს გეგმა მის საარჩევნო კამპანიას მეტად წაწევდა წინ. [51] გეგმის ძირითადი პუნქტები მოიცავდა:

  1. ერაყის მთავარ ჯგუფებს თავიანთ რეგიონებში აძლევენ ავტონომიის გარკვეულ ზომას. ცენტრალურ მთავრობას დაეკისრება ისეთი პასუხისმგებლობები, როგორებიცაა საზღვრების დაცვა და ნავთობის შემოსავლების განაწილება.
  2. სუნიტების გარანტია - რომლებსაც არ აქვთ ნავთობის წვდომაზე უფლებები - ნავთობის შემოსავლის პროპორციული წილი და რეინტეგრაცია მათთვის, ვინც არ იბრძოდა კოალიციური ძალების წინააღმდეგ.
  3. გაიზრდება და არ შეწყდება სარეკონსტრუქციო დახმარება, რომელიც იქნება დაფინანსებული სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების მიერ და ისინი უზრუნველყოფენ სამუშაო ადგილების პროგრამის შექმნასა და უმცირესობათა უფლებების დაცვას.
  4. დიპლომატიური შეტევის დაწყება, ერაყში მსხვილი სახელმწიფოების და მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერის მიღება, პოლიტიკური უსაფრთხოება, ასევე სამეთვალყურეო საკონტაქტო ჯგუფის შექმნა რეგიონალური პასუხისმგებლობების გასაძლიერებლად.
  5. 2007 წელს აშშ – ს ძალების ეტაპობრივი გადანაწილების დაწყება და მათი უმეტესობის 2008 წლისთვის გაყვანა, მცირე დანაყოფის დატოვება უსაფრთხოების და საპოლიციო მოქმედებების შესასრულებლად. ბაიდენ-ბრაუნბექის რეზოლუციად გამოცხადებულმა გეგმამ მიიღო სენატის მხარდაჭერა 75–23, 2007 წლის 25 სექტემბერს, მათ შორის 26 ხმა იყო რესპუბლიკელებისგან.

სადავო კომენტარები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპაექრო და ურთიერთგამომრიცხავმა კომენტარებმა უარყოფითად იმოქმედა ჯო ბაიდენის კამპანიაზე. ვაშინგტონის პოსტის მიმომხილველმა რიჩარდ კოენმა თქვა, რომ ბაიდენის კანდიდატურა შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს ბაიდენის "პირის მანიაკალურად აკვიატებული მოძრაობის გამო ".

ინდოელ-ამერიკელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წლის ივლისში , ნიუ ჰემფშირში, მანჩესტერში ინდოელ-ამერიკელთა ჯგუფთან საუბრისას, ბაიდენმა თქვა ინდოეთ-ამერიკულ საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ: „მე დიდი ურთიერთობა მქონდა. დელავერში მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა ინდოელ ამერიკელებს ეკუთვნით - ინდოეთიდან გადაადგილება. თქვენ არ შეგიძლიათ წასვლა 7-11 ან Dunkin 'Donuts, თუ მცირე ინდური აქცენტი არ გაქვთ. არ ვხუმრობ." მისი კომენტარი დაიჭირეს C-SPAN– ზე . ბაიდენის სპიკერმა მარგარეტ აიტკენმა დამატებითი განმარტების კითხვაზე განაცხადა, რომ „სენატორი [ბაიდენი] აღტაცებულია, მხარს უჭერს და პატივს სცემს ინდოეთ-ამერიკულ საზოგადოებას. . . სენატორი ბაიდენის აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ დელავერში ათწლეულების განმავლობაში აქტიური ინდოელ-ამერიკული საზოგადოება არსებობდა. იგი ძირითადად შედგება ინჟინრების, მეცნიერებისა და ექიმებისგან, მაგრამ სულ ახლახან, საშუალო კლასის ოჯახები დელავერში გადადიან და საოჯახო მცირე ბიზნესის ყიდვას ყიდულობენ. . . " [52] ინდოელ-ამერიკელმა აქტივისტმა, რომელიც ბაიდენის კომენტარს თვალს ადევნებდა, მოგვიანებით ამ გაშუქებას მედიაში უწოდა „სრულიად უსამართლო„ და აღნიშნა, რომ იგი „100 პროცენტით ჩამორჩა (ბაიდენი), რადგან მას არ გაეგებოდა„. [53]

2007 წლის 31 იანვარს, ბაიდენმა პირველი ნაბიჯები გადადგა საპრეზიდენტო კამპანიისკენ, მაგრამ სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით მისმა კომენტარებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა აღნიშნული. [54] ბაიდენი განსაკუთრებით გააკრიტიკა პოპულარულ პრესაში ერთ-ერთმა სენატორმა ბაიდენის მიერ ბარაკ ობამას შეფასების გამო; [15] [16] ბაიდენის სიტყვებზე დაყრდნობით, New York Observer- ის მიხედვით წერია: „ვგულისხმობ, რომ თქვენ შეხება გაქვთ პირველ აფრო-ამერიკელ პრეზიდენტთან, რომელიც არის გამოხატული, ნათელი, და ლამაზი გარეგნობის ბიჭი. . . ვგულისხმობ, ეს მოთხრობების წიგნია, კაცო. „ [55] ინტერვიუს აუდიო, რომელიც გამოქვეყნდა Observer- ის ვებსაიტზე, მოიცავს მნიშვნელოვან პაუზას "აფრო-ამერიკელის" შემდეგ, რაც რადიკალურად ცვლის განცხადების არსს. [56]  ბაიდენი ცდილობდა დაპირისპირების გარკვევას იმავე დღეს ბოდიშის მოხდით ობამასთვის და იმავე საღამოს კიდევ ერთხელ გამოხატავდა სინანულს Daily Show- ზე : „აჰა, ამ საკითხის სხვა ნაწილმა შემიქმნა პრობლემა, გამოიყენე სიტყვა ''სუფთა''. სუფთა უნდა მეთქვა „. მედიის ზოგიერთმა დამკვირვებელმა ბაიდენის განცხადებას შეაფასა, როგორც "საწყისის კატასტროფა". ჯონათან დარმანმა MSNBC– ს კომენტარი გააკეთა: „თუ გაფი გაანადგურებს ბაიდენის შანსებს, ცოტათი გაოცდება რომელიმე მხარე. სენატორის ყველაზე დიდი მტერი ყოველთვის იყო საკუთარი პირი. . . მას უბრალოდ არ შეუძლია გააკონტროლოს ის, რაც გამოდის მისი პირიდან. „ [57]

ამ შენიშვნამ ბევრად შეაფერხა ბაიდენის კამპანიის დაწყება და სერიოზულად დააზიანა მისი თანხების შეგროვების შესაძლებლობაც. [17] ამის მიუხედავად, ობამა და ბაიდენი მოგვიანებით ტრაბახობდნენ, რომ ყველას ჰქონდა "უახლოესი ურთიერთობა" ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის როლების დასაკავებლად. [58]

პოლიტიკური პოზიციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაიდენი ითვლებოდა ზომიერ ლიბერალად, 2006 წელს მან 77.5 პროცენტიანი ლიბერალური ხმის მიცემის რეკორდი და 76.8 პროცენტი მიიღო. [59] ის ემხრობოდა დაბალანსებული ბიუჯეტის გადახედვას და ბუშის გადასახადების შემცირებას. პოლიტიკოსმა მხარი დაუჭირა პატრიოტის აქტს და ავღანეთის ომს, ასევე ხმა მისცა ერაყში სამხედრო ძალების ავტორიზაციის საკითხს. იგი მიიჩნევდა, რომ ერაყში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია ფედერალიზაციის გზით. ბაიდენმა თქვა, რომ გვერდში დაუდგება ამერიკის სამხედრო ინტერვენციას სუდანში დარფურის გენოციდის დასრულების მიზნით. ის წინააღმდეგი იყო კონგრესის აქტის, სახელად ბავშვის გარეშე დარჩენილ აქტის (No Child left behind the Act), თუმცა მისთვის ხმა მიცემული ჰქონდა 2002 წელს. ბაიდენი ეწინააღმდეგებოდა სიკვდილით დასჯას და საფუძვლიანად მიაჩნდა ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა. 2007 წელს მან ხმა მიანიჭა საემიგრაციო რეფორმის ყოვლისმომცველ კანონპროექტს და მხარი დაუჭირა უკანონო ემიგრანტების მოქალაქეობისკენ მიმავალ გზას. ბაიდენი წინააღმდეგი იყო ნავთობის საბურღის არქტიკის ეროვნული ბუნების თავშესაფარში ყოფნის და განაცხადა, რომ მთავრობამ უნდა იმოქმედოს გლობალური დათბობის წინააღმდეგ . [60]

თარგი:Infobox U.S. federal election campaign

ბაიდენის პირველი გამოსვლა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურის გამოცხადების შემდეგ
ობამა და ბაიდენი პირველად გამოჩნდნენ ერთად, როდესაც მიიღეს პარტიის ნომინაციები 2008 წლის დემოკრატიული ეროვნული კონგრესის მესამე ღამეს კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში .

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიამ პარტიის კონფერენციებს ვერ გასტანა, მან დებატების დროს დატოვა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება და გაზარდა საკუთარი ავტორიტეტი ვაშინგტონის პოლიტიკოსებში. [17] კერძოდ, ბარაკ ობამამ შეიცვალა აზრი ბაიდენის შესახებ, დააფასა ის, როგორც დაიჭირა თავი საარჩევნო კამპანიის პაუზების დროს და ასევე დააფასა მისი დამოკიდებულება მშრომელთა კლასის ამომრჩევლების მიმართ.

2008 წლის 30 მაისს, ვაშინგტონ თაიმსის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დემოკრატობის კანდიდატმა ობამამ სთხოვა ბაიდენს, რომ "უფრო გამორჩეული" და "ღრმად ჩართული" როლი ეთამაშა მის კამპანიაში, ზოგი ფიქრობდა, რომ ბაიდენი შეიძლებოდა ყოფილიყო ობამას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა სიაში. . და მართლაც, 2008 წლის 23 აგვისტოს ობამას კამპანიამ განაცხადა, რომ ბაიდენი გახდება ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი [61] [62]

ობამა – ბაიდენის კამპანია 2008 წელი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშშ – ს დემოკრატიული პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატის, ბარაკ ობამას მიერ ბაიდენის არჩევის შემდეგ, სენატორის ვიცე – პრეზიდენტის გენერალური საარჩევნო კამპანია დაიწყო. კამპანიის დროს ბაიდენმა გამოიყენა თავისი პოლიტიკური გამოცდილება ობამას შესაბამისად და აზრი გამოთქვა რესპუბლიკური ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატის, სარა პეილინის შესახებ. ბაიდენი არჩეულ იქნა ვიცე-პრეზიდენტად 2008 წლის 4 ნოემბერს, ხოლო ფიცი დაიდო 2009 წლის 20 იანვარს.

2010 წლის 16 ივლისს ფედერალურმა საარჩევნო კომისიამ ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანია დააჯარიმა 219 000 აშშ დოლარით საარჩევნო კამპანიის მიერ ფინანსური დარღვევებისთვის. კომისიის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ კამპანიამ მიიღო იურიდიულ ზღვარზე მაღლა არსებული კონტრიბუციები, ვერ შეძლო საკმარისად დაეფინანსებინა 2007 წლის რეაქტიული თვითმფრინავის წარმართვა და გასცა ისეთი ჩეკები, რომლებიც არ განაღდებულა. ბაიდენის კამპანიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ გარკვეული ფულადი ანაზღაურება ჩვეულებრივი მოვლენაა საპრეზიდენტო კამპანიის აუდიტის შემდეგ და აღნიშნული დაფარვა შედარებით მცირე იყო. გადახდა ხაზინას ეკისრება FEC–ის მიერ ოფიციალური გადაწყვეტილების გამოტანიდან 30 დღის შემდეგ და "ბაიდენი პრეზიდენტად " შეასრულებს ამას."

გამოყენებული ლიტერატურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Navarro Named Biden's Campaign Manager“. The Hotline. January 10, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 26, 2008. ციტირების თარიღი: ნოემბერი 16, 2020.
  2. 2.0 2.1 Key People-Sen. Joe Biden (D-DE). Democracy in Action (April 9, 2008).
  3. Murray, Shailagh (November 25, 2008). „Former Aide to Take Biden's Senate Seat“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 2008-11-25.
  4. Cooper, Michael (January 4, 2008). „Iowa Results Lead Dodd and Biden to Quit Race“. The New York Times (ინგლისური).
  5. „Biden defeats Trump for White House, says 'time to heal'. AP. 7 November 2020. ციტირების თარიღი: 10 November 2020.
  6. E. J. Dionne (June 10, 1987). „Biden Joins Campaign for the Presidency“.
  7. E. J. Dionne (September 24, 1987). „BIDEN WITHDRAWS BID FOR PRESIDENT IN WAKE OF FUROR“.
  8. „Candidate: Joe Biden (D)“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-29. ციტირების თარიღი: 2020-11-16.
  9. Themal, Harry F. (January 23, 2006). „Biden says he's on track for 2008 run“. The News Journal.
  10. Balz, Dan (January 31, 2007). „Biden Stumbles at the Starting Gate“. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  11. Kornacki, Steve (June 12, 2007). „A Candidate for Secretary of State“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  12. Elliot, Phillip (November 29, 2007). „Biden Won't Serve As Secretary of State“. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  13. „Joe is Right“. November 16, 2007. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  14. „Joe Biden: Hillary Clinton's Plan for Iraq a 'Disaster'. January 31, 2007.
  15. 15.0 15.1 „Biden's description of Obama draws scrutiny“. February 9, 2007.
  16. 16.0 16.1 „Bidens Launch Pad Disaster“. January 31, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 8, 2007. ციტირების თარიღი: ნოემბერი 16, 2020. შეცდომა ციტირებაში Invalid <ref> tag; name "Bidens Launch Pad Disaster" defined multiple times with different content; $2
  17. 17.0 17.1 17.2 Heilemann (2010). Game Change: Obama and the Clintons, McCain and Palin, and the Race of a Lifetime. 
  18. „Biden: We'll Change 2002 War Authorization“. CBS News. February 18, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-14. ციტირების თარიღი: 2008-01-05.
  19. „Biden on the trail in SC“. March 5, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-05. |first=-ს აკლია |last= (დახმარება)
  20. „South Carolina Democratic debate transcript“. April 26, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-05.
  21. „Also on the Political Radar“. CNN. May 2, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-05.
  22. „Joe Biden: Senator Joe Biden Issues Statement on President's Announcement of New Sanctions for Sudan“. All American Patriots. May 29, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-07.
  23. „Democratic Debate Transcript, New Hampshire“. June 3, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-07.
  24. „Democratic Debate Transcript, Washington, D.C.“. Council on Foreign Relations. June 28, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-07.
  25. „Democratic Debate Transcript, CNN/YouTube“. Council on Foreign Relations. July 23, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-01. ციტირების თარიღი: 2008-01-07.
  26. Glover, Mike (September 3, 2007). „Biden Bets on Iowa to Boost Candidacy“. ციტირების თარიღი: 2008-01-05.
  27. „Biden: Petraeus is Dead Wrong on Iraq“. Fox News. September 9, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-07.
  28. „Crocker: Withdrawal Plan Could Spark Iraqi 'Street Fight'. Fox News. September 11, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-07.
  29. „Democratic Debate Transcript, New Hampshire“. Council on Foreign Relations. September 26, 2007. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-06. ციტირების თარიღი: 2008-01-10.
  30. Lorentzen (October 23, 2007). „Biden Unveils Health Care Plan“. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2007. ციტირების თარიღი: ნოემბერი 16, 2020.
  31. Farrell (November 1, 2007). „A noun, a verb and 9/11“. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 28, 2008. ციტირების თარიღი: თებერვალი 23, 2021.
  32. „The Democratic Debate“. November 15, 2007.
  33. Healy, Patrick (December 14, 2007). „Democrats Soften Tone for Final Debate in Iowa“. New York Times.
  34. „Crisis Overseas Is Sudden Test for Candidates“. December 29, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-31.
  35. Gaudiano, Nicole (January 4, 2008). „Biden ends his long-shot run“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-01-08. ციტირების თარიღი: 2008-01-31.
  36. „Joe Biden First Quarter“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-01. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  37. Joe Biden Second Quarter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-25. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  38. „Biden Fifth Presidential Candidate Declared Eligible for Primary Matching Funds in 2008 Race“. FEC. December 4, 2007. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  39. Biden puts in 2 million of his own money into race დაარქივებული 2008-04-28 საიტზე Wayback Machine. Opensecrets.org
  40. Mitt Romney Presidential Finance Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-28. ციტირების თარიღი: 2006-10-23.
  41. „Government and politics“. gallup.com. June 4, 2007. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  42. „Clemson University Palmetto Poll“. Clemson University. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  43. „Poll: Many Americans Don't Know Biden“. CBS News. September 18, 2007. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  44. „Daily Presidential Tracking Poll“. Rasmussenreports.com. September 24, 2007. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  45. „American Research Group“. American Research Group, Inc. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  46. „Biden Trails McCain and Giuliani by Double Digits“. Rasmussen Reports. January 10, 2007. ციტირების თარიღი: 2008-01-31.
  47. „Election 2008: Biden Trails Giuliani by Nine, Thompson by Two“. Rasmussen Reports. July 17, 2007. ციტირების თარიღი: 2008-02-17.
  48. „Meet Joe Biden“.
  49. „Biden: Who among us knows what they're doing?“. November 15, 2007.
  50. „Joe Biden“.
  51. „Iraq, A Way Forward“. PlanForIraq.com. ციტირების თარიღი: 2008-02-01.
  52. „Biden explains Indian-American remarks“. July 7, 2006.
  53. „Indian-American activist defends Sen. Biden“. July 10, 2006.
  54. „Biden's Obama Flap Overshadows Campaign Start“. January 31, 2007.
  55. Horowitz, Jason (February 4, 2007). „Biden Unbound: Lays Into Clinton, Obama, Edwards“. The New York Observer.
  56. Kiel, Paul (January 31, 2007). „Talking Points Memo“.
  57. Darman, Jonathan. „Newsweek“.
  58. „Obama-Biden rapport transcends the office: This relationship is personal“. January 13, 2016.
  59. Cillizza (March 1, 2007). „Mirror, Mirror on the Wall – Who's the Most Liberal of Them All?“.
  60. „Joe Biden on the Issues“.
  61. Joe Biden!. BarackObama.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-08-27. ციტატა: „"Barack has chosen Joe Biden. ... Breaking news: the text message is out and it's official ... Barack Obama has selected Joe Biden to be his running mate!"“ ციტირების თარიღი: 2008-08-23.
  62. Nagourney, Adam (2008-08-23). „Obama Chooses Biden as Running Mate (Published 2008)“. The New York Times (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2020-11-01.