ჯო ჰორზი | |
---|---|
ინგლ. Joe Gores | |
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1931[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | როჩესტერი, მინესოტა[6] |
გარდაცვალების თარიღი | 10 იანვარი, 2011[7] [1] [2] [3] [4] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | მარინის ოლქი |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი, სცენარისტი, private investigator[6] და ნოველისტი[6] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | სტენფორდის უნივერსიტეტი და ნოტრ-დამის უნივერსიტეტი[6] |
ჟანრი | დეტექტივი |
ჯილდოები | ედგარის პრემია და Shamus Award |
ჯო ჰორზი (დ. 25 დეკემბერი, 1931, როჩესტერი, მინესოტის შტატი — გ. 10 იანვარი, 2011) — ამერიკელი, რომლის სრული სახელი და გვარია ჯოზეფ ნიკოლას ჰორზი, 1931 წელს დაიბადა როჩესტერში, მინესოტის შტატი. სკოლაში კარგად სწავლობდა, მერე კი უმაღლესი განათლება ნოტრ-დამის უნივერსიტეტსა და სტენფორდში მიიღო.
ჩვენი დროის მწერლებს შორის ერთ-ერთი გამოჩენილი დეტექტივია. იგი, რასაც წერს, არ არის მისი ფანტაზიის ნაყოფი, მან თვითონ გადაიტანა ყველაფერი, თავისი გმირების როლშიც ყოფილა რეალურ ცხოვრებაში და ამიტომაც აქვს მის ნაწარმოებებს რეალობის მეტი ელფერი.
ჰორზის მომავალი სამწერლო მოღვაწეობისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მის პრაქტიკულ დედექტიურ მოღვაწეობას. ჰორზი თორმეტი წელი მუშაობდა კერძო დეტექტივად ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ სააგენტოში. მოგვიანებით სწორედ ეს პრაქტიკა გამოიყენა. თავდაპირველად საკუთარი სიამოვნებისთვის წერდა და თავისი მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილება ფურცელზე გადაჰქონდა.
1969 წელს გამოაქვეყნა პირველი დეტექტიური რომანი და იმავე წელს მიიღო ედგარ ალან პოს სახელობის ჯილდო. მას შემდეგ წერა აღარ შეუჩერებია. თავშესაქცევმა და მძაფრსიუჟეტიანმა დეტექტივებმა დიდი პოპულარობა მოუტანა და არა მარტო კრიტიკოსების, არამედ ჩვეულებრივი მკითხველის დიდი სიყვარული დაიმსახურა.