ჯოანა მერი ბოისი

ჯოანა მერი ბოისი

ჰ. ტ. უელსის შესრულებული ტილოს ფოტოგრაფიული რეპროდუქცია, გამოსახულნი არიან: ჯონ პრაის ბოისი, ჯონ კლეიტონი, ჯოანა მერი ბოისი და ჰ. ტ. უელსი.
დაიბადა 7 დეკემბერი, 1831
დაბადების ადგილი Maida Vale
გარდაიცვალა 15 ივლისი, 1861 (29 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი[1]
ეროვნება ინგლისელი
მიმდინარეობა პრერაფაელიტები
ჟანრი საჟანრო ფერწერა

ჯოანა მერი ბოისი (დ. 7 დეკემბერი, 1831 — გ. 15 ივლისი, 1861) — ბრიტანელი მხატვარი, რომელიც პრერაფაელიტურ საძმოსთან იყო ასოცირებული. ის ასევე ცნობილია ქორწინების სახელით - ქალბატონ ჰ. ტ. უელსად,[2] ან ჯოანა მერი უელსად.[3] უმეტესად ისტორიულ თემებზე მუშაობდა, ასევე ხატავდა პორტრეტებს, ასრულებდა ესკიზებს, და წერდა ხელოვნების კრიტიკულ წერილებს, რითაც საკუთარ თანამედროვეებს ეპასუხებოდა. ის მნიშვნელოვანი პრერაფაელიტი აკვარელისტი, ჯორჯ პრაის ბოისის და გახლდათ.[4]

ბავშვობა და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოანა მერი ბოისი, მაიდა ჰილში, ლონდონში[5] დაიბადა. იყო ჯორჯ ბოისის, ყოფილი ღვინით მევაჭრის, ახლა კი ლომბარდისა და მისი მეუღლის, ანას ქალიშვილი.[6]

მამისა და უფროსი ძმის, ჯორჯ პრაის ბოისის მხარდაჭერა ჯოანას ვიზუალურ ხელოვნებაში ადრეული და მკაცრი განათლების მიღებაში დაეხმარა. მან თერთმეტი წლის ასაკში ნახატის ფორმალური შესწავლა ჩარლზ ჯონ მაილე რომელისელოსთან ერთად დაიწყო, და მოზარდობისას მრავალი სახატავი რვეული გაავსო.[7] თვრამეტი წლის ასაკში ჩაირიცხა კერის სამხატვრო აკადემიაში, შემდეგ კი ჯეიმს მეთიუს ლის ხელმძღვანელობის ქვეშ, ამ უკანასკნელის სკოლაში, ნიუმენ სტრიტზე, ლონდონში მუშაობდა. 1855 წელს გაემგზავრა პარიზში, სადაც თომას კუტურის ატელიეში სწავლობდა.[8]

„ელგივა“ (1855), ზეთის საღებავი ტილოზე, პირადი კოლექცია.

ბოისმა პირველად თავისი ნამუშევრები 24 წლის ასაკში, 1855 წელს, სამეფო აკადემიაში გამოფინა. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ გამოფენაზე მხოლოდ ორი ტილო ჰქონდა გატანილი,[9] მისმა „ელგივამ“ მრავალი დაფასებული კრიტიკოსი, მათ შორის ჯონ რესკინი და ფორდ მადოქს ბრაუნიც აღაფრთოვანა. გამოფენის შემდეგ რესკინმა ბოისის ნახატი შემდეგი სიტყვებით შეაქო:

„ყველა მოპყრობის ღირსება - სუსტი, მაგრამ სუფთა ფერთა მშვენიერი ფანტაზია, ამ სურათს, ჩემი აზრით, ყველაზე მაღალი ძალისა და დაპირებების მქონე სურათებს შორის ათავსებს. მასში სრული პროფესიონალიზმი ჯერ მიღწეული არ არის... მაგრამ თუ ეს მხატვარი, რომელიც მუდამ ნატურას ეძებს, შემდეგ კი ამ ნატურის ირგვლივ საკუთარ აზრებს აყალიბებს, შეეცდება ისინი დიდი ვენეციელების ხსოვნით გამოხატოს თითოეულ ფუნჯის მონასმში, მგონია, რომ მას შეუძლია მხატვრების უპირველეს რიგში გამოჩენის იმედიც დაისახოს.“[10]

მისი პირველი გამოფენის შემდეგ, ბოისმა მხატვრული განვითარება ინტენსიური მუშაობისა და ხელოვნების საერთაშორისო ექსპედიციების მეშვეობით განაგრძო.[11] მან 1857 წელი იტალიაში გაატარა, და იმავე წლის დეკემბერში, რომში, ცოლად გაჰყვა მინიატურისტ ჰენრი ტანვორტ უელსს (რომელიც მოგვიანებით სამეფო აკადემიკოსი გახდა).[4] ბოისმა იტალიაში გატარებული დრო ნახატებზე სამუშაოდ გამოიყენა, და შეასრულა „ბიჭების ჯვაროსნული ლაშქრობა“[12] და „ლა ვენეზიანა“[13] - ვენეციელი ქალბატონის პორტრეტი. საკუთარი მხატვრული პრაქტიკის გარდა, ბოისს აგრეთვე არ შეუწყვეტია თავისი თანამედროვეების ნამუშევრების ძიება, მათი ანალიზი და მათგან სწავლა. ქალმა საკუთარი ანალიზების ნაწილი ჟურნალ „შაბათის მიმოხილვაში“, ხელოვნების კრიტიკის სახით გამოაქვეყნა, სადაც ის პრერაფაელიტური ხელოვნების მოძრაობის „გულწრფელობას“ აქებდა და ჯონ რასკინის ინგლისურ ხელოვნების სამყაროზე დადებით გავლენას აღნიშნავდა.[14]

„მულატი ქალის თავი“(1861). ფანი იტონის პორტრეტი

ბოისის შემდგომ ნამუშევრებში შედის ფანი იტონის პორტრეტი (ადრე ცნობილი როგორც „მულატი ქალის თავი“), იამაიკელი ემიგრანტი და პოპულარული მხატვრების მოდელი. ნამუშევარი ამჟამად იელის ბრიტანული ხელოვნების ცენტრის კოლექციაშია.[15]

ბოისი 1861 წლის 15 ივლისს, მესამე შვილის გაჩენის შემდეგ გარდაიცვალა.[16] მისი ბოლო დასრულებული ნახატი, „ღმერთის ჩიტი“, მის მოლბერტზე დადებული დარჩა.[17]

მისი გარდაცვალების დროს, მისმა თანამედროვეებმა ბოისის მეტად ნიჭიერი მხატვარი უწოდეს: დანტე გაბრიელ როსეტიმ ის მოიხსენია, როგორც „საოცრად ნიჭიერი ქალი“,[18] და სხვა ნეკროლოგებიდან ერთ-ერთში ის გენიოსადაც კი შერაცხეს.

მოგვიანებით კრიტიკოსებმა შენიშნეს, რომ ბოისის ცნობადობის გავრცელებას მისმა ადრეულმა დაღუპვამ შეუშალა ხელი,[15][19] მაგრამ მისი ნამუშევრები დღემდე ხშირად გადის გამოფენებზე. ერთი გამოფენა ტეიტის მუზეუმში, 1935 წელსაც გაიმართა.[20] ბოისის გამორჩეული ტილოები, პრერაფაელიტური მოძრაობისათვის მნიშვნელოვან ქალების პორტრეტებთან ერთად, ლონდონის პორტრეტების ეროვნულ გალერეაში, 2019 წელს გამოიფინა, და გამოფენას სახელად „პრერაფაელიტი დები“ ეწოდა.[15] სამწუხაროდ, დღესდღეობით ბოისის ნამუშევრების დიდი ნაწილი არ შემოგვრჩა, რადგან ზოგიერთი მათგანი მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვებს შეეწირა.[15]

  • Bradbury, Sue. Joanna, George and Henry: A Pre-Raphaelite Tale of Art, Love and Friendship. London: The Boydell Press, 2012.
  • Cherry, Deborah. Painting Women: Victorian Women Artists. Routledge, 1993.
  • Marsh, Jan and Nunn, Pamela G. Pre-Raphaelite Women Artists. Manchester Art Gallery, 1998.
  • Nunn, Pamela G."Making a Centre on the Margins" in Re-Framing the Pre-Raphaelites, Ellen Harding ed., Scolar Press, 1996: 43-60.
  • Nunn, Pamela G. "Artist and Model: JMB's Mulatto," Journal of Pre-Raphaelite Studies 2.2 (Fall 1993): 12-15.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. RKDartists
  2. Paintings by Joanna Mary Boyce
  3. Biographical details. British Museum. ციტირების თარიღი: 25 October 2012
  4. 4.0 4.1 Wells [née Boyce, Joanna Mary] en (2003). ციტირების თარიღი: 2020-04-14
  5. Bryan 1889, p. 704.
  6. (1987) George Price Boyce. London: The Tate Gallery, გვ. 16. ISBN 9780946590773. 
  7. Nunn, Pamela Gerrish. (1987). Victorian women artists. London: Women's Press, გვ. 152. ISBN 0-7043-5015-7. OCLC 19325981. 
  8. (1997) The Dictionary of Portrait Painters in Britain up to 1920. Antique Collectors' Club. ISBN 1-85149-173-2. 
  9. Bradbury, Sue. (2012). Joanna, George, and Henry : a Pre-Raphaelite tale of art, love and friendship. Woodbridge: Boydell, გვ. 80. ISBN 978-1-84383-617-9. OCLC 772973093. 
  10. Ruskin, John (1904). The Complete Works of John Ruskin. London: George Allen, გვ. 30–31. 
  11. Nunn, Pamela Gerrish. (1987). Victorian women artists. London: Women's Press, გვ. 148–155. ISBN 0-7043-5015-7. OCLC 19325981. 
  12. Tate. Paintings by Joanna Mary Boyce – Exhibition at Tate Britain en-GB. ციტირების თარიღი: 2020-04-22
  13. Nunn, Pamela Gerrish. (1987). Victorian women artists. London: Women's Press, გვ. 156. ISBN 0-7043-5015-7. OCLC 19325981. 
  14. Nunn, Pamela Gerrish. (1987). Victorian women artists. London: Women's Press, გვ. 153. ISBN 0-7043-5015-7. OCLC 19325981. 
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 Durrant, Nancy. „Pre-Raphaelite Sisters exhibition: the women come into the picture at last“. The Times (ინგლისური). ISSN 0140-0460. ციტირების თარიღი: 2020-05-06.
  16. (1997) Dictionary of Women Artists. Fitzroy Dearborn Publishers, გვ. 304. 
  17. Bryan, Michael (1889). Bryan's Dictionary of Painters and Engravers (L-Z). London: George Bell & Sons, გვ. 704. 
  18. Pre-Raphaelite Sisters at the National Portrait Gallery review - The TLS en-GB. ციტირების თარიღი: 2020-05-05
  19. Nunn, Pamela Gerrish. (1987). Victorian women artists. London: Women's Press, გვ. 146. ISBN 0-7043-5015-7. OCLC 19325981. 
  20. Biographical Details - Joanna Mary Boyce en-GB. ციტირების თარიღი: 2020-05-05