ჯონ ლენონის პარკი (ესპ. Parque John Lennon) — საზოგადოებრივი პარკი კუბაში, ქვეყნის დედაქალაქ ჰავანის რაიონ ვედადოში. პარკის ერთ-ერთ სკამზე არის The Beatles-ის ყოფილი წევრის ჯონ ლენონის ქანდაკება, რომელიც სკამის მარჯვენა მხარეზე ზის. მოქანდაკეა კუბელი ხელოვანი ხოსე ვილია სობერონი. მარმარილოს ფილაზე სკამის საფუძველთან არსებობს წარწერა: „Dirás que soy un soñador pero no soy el único“, რომელიც ჯონ ლენონის სიმღერის Imagine-ის გარკვეული ფრაზების ესპანური თარგმანია. დღეისათვის ჯონ ლენონის ქანდაკება მოკლებულია მომრგვალო სათვალეებს, რომელიც რამდენიმეჯერ იყო მოპარული ან მომტვრეული. მოხუცი დაცვის წევრების ხილვა სკამზე ხშირად არის შესაძლებელი, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ქანდაკებას უმაგრებენ სათვალეებს.
ჯონ ლენონის ქანდაკება გაიხსნა 2000 წლის 8 დეკემბერს.[1] გახსნის ცერემონიას დაესწრო კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო.