ჯუხტაკვანქი Ջուխտակ վանք | |
წმინდა გრიგორის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°45′00″ ჩ. გ. 44°48′00″ ა. გ. / 40.75000° ჩ. გ. 44.80000° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | სომხური სამოციქულო ეკლესია |
ქვეყანა | სომხეთი |
ადგილმდებარეობა | დილიჯანის მახლობლად, ტავუშის პროვინცია, სომხეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული ტიპი | მცირე ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი |
თარიღდება | წმინდა გრიგორის ეკლესია – XI ან XII საუკუნე ასტვაწაწინის ეკლესია – 1201 წ. (დანგრეულია) |
ჯუხტაკვანქი (სომხ. Ջուխտակ վանք) — XI ან XII საუკუნის მონასტერი სომხეთში. მდებარეობს ტავუშის პროვინციაში, დილიჯანის ეროვნული პარკის განაკაფში, 3,2 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით ქალაქ დილიჯანიდან, მატოსავანქის ეკლესიის მახლობლად.
დიდი, წმინდა გრიგორის ეკლესია ცენტრალურგუმბათოვანი ნაგებობაა. აქვს ერთი პორტალი და დიდი ხნის წინ ჩამოქცეული გუმბათი. ტაძრის კედლები უცვლელად დგანან, თუმცა, ამჟამად, მეტალის კონსტრუქციებითაა შეკრული მათი დანგრევის თავიდან ასაცილებლად (კონსტრუქციები, სავარაუდოდ, 1973-1977 წლებში დაამონტაჟეს, როდესაც სარეკონსტრუქციო სამუშაოს ჩატარების რამდენიმე მცდელობა იყო). წმინდა გრიგორის ეკლესია, სავარაუდოდ, XI ან XII საუკუნეშია აგებული.
მცირე, სურფ ასტვაწაწინის ეკლესია წმინდა გრიგორის ეკლესიის მახლობლად დგას და წარწერის მიხედვით, 1201 წელსაა აგებული.