ჰალაი ან იალი (თურქ. Halay; აზერ. Yalli; არამ. ܚܓܐ [ხიგა]; ბერძ. Χαλάϊ; ქურთ. Gowend ან Dîlan) — პოპულარული ცეკვა ახლო აღმოსავლეთში. ჰალაი არის ქოჩარის ნაირსახეობა.
ჰალაის ტრადიციულად ზურნისა და დოლის მელოდიურ ჰანგებზე ცეკვავენ, მაგრამ დროთა განმავლობაში დოლი და ზურნა შეიცვალა ელექტრონული ინსტრუმენტებითაც. ჰალაი შედგება რამდენიმე ადამიანისაგან, რომლებიც ნეკათითებით არიან შეერთებულნი (ზოგან ხელის მტევნით). ცეკვის წამყვანს ხშირად მანდილი ან ჭრელი ცხვირსახოცი უჭირავს.
ჰალაი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ეროვნული ცეკვაა.
ერთი წყაროს მიხედვით,[1] დასახელება შეიძლება დაკავშირებული იყოს თურქულ სიტყვასთან alay, რაც ხალხმრავლობას აღნიშნავს. ამ სიტყვას თავის მხრივ აქვს ბერძნულ/ლათინური წარსული ala–სთან, რომელიც ცხენოსანი ჯარის გარვეულ საბრძოლო წყობას წარმოადგენდა.