ჰანა სტოკინგი | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი |
4 თებერვალი, 1992 ლოს-ანჯელესი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ეთნიკურად | ბერძენი, სომეხი, უნგრელი, უკრაინელი |
საქმიანობა | ბლოგერი, მოდელი |
აქტიური | 2013-დღემდე |
სიმაღლე | 1.77 მ. |
ჰანა სტოკინგ-სიაგკირსი[1] (ინგლ. Hannah Stocking; დ. 4 თებერვალი, 1992, ლოს-ანჯელესი, აშშ[2]) — ამერიკელი ინტერნეტ-ვარსკვლავი და მოდელი. მას YouTube-ზე 6.8, ხოლო Instagram-ზე 17.6 მილიონი გამომწერი ჰყავს. თავის პარტნიორებთან ერთად იგი არის Shots Studios-ის მფლობელი.
ჰანა სტოკინგი დაიბადა 1992 წლის 4 თებერვალს ლოს-ანჯელესში. იგი არის ჰოლი და ჯონ სტოკინგების შვილი[3]. მას მხოლოდ ერთი უფროსი და ჰყავს, სახელად რუბი[3]. წარმოშობით იგი არის ბერძენი, სომეხი, უკრაინელი და უნგრელი[4]. ჰანამ აშლანდის სკოლა დაამთავრა, ორეგონის შტატში[3]. ამის შემდეგ მან კალიფორნიაში, დომინიკელთა უნივერსიტეტში განაგრძო განათლების მიღება, სადაც იგი სწავლობდა ქიმიას, ბიოლოგიას და თამაშობდა ფრენბურთის გუნდში[3].
2013 წლის 1 აგვისტოდან მან ვიდეო-ბლოგერობა დაიწყო, რა დროსაც YouTube-ზე ატვირთა თავისი პირველი ვიდეო, სახელად „როგორ აფასებენ გოგონები ბიჭებს VS როგორი დამოკიდებულება აქვთ მამაკაცებს გოგონებისადმი.“
მოგვიანებით მან გაიცნო თავისი კოლეგა, ლილი პონსი, რომელთან ერთადაც დაიწყო საერთო, იუმორისტული ვიდეოების ჩაწერა და გამოქვეყნება[5]. ამავე წელს მან ტაილერ პერის საშინელებათა ფილმში „ბუ 2! ჰელოუინი მზადაა“ შეასრულა ანას როლი.
2017 წელს ჰანა სტოკინგმა გააშუქა გრემის რიგით 59-ე დაჯილდოვების ცერემონია, რა დროსაც წითელ ხალიჩაზე არაერთი გამოჩენილი ადამიანისაგან აიღო ინტერვიუ[6]. ამავე წლის დეკემბერში ლილი პონსთან ერთად იგი დუბაიში იმყოფებოდა Vidxb-ს კონვენციის სტუმარი ვარსკვლავის სტატუსით. ამ შეხვედრაზე მთელი მსოფლიოს ბლოგერებმა გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია.
2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ სტოკინგი პარტნიორობდა კომპანია ATTN-თან, რომელთა დაკვეთითაც იღებდა მეცნიერებაზე დაფუძნებულ ვიდეოებს. მოგვიანებით ჰანას სპონსორები გახდნენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: Google და Fifa.[7]
2018 წლის აპრილში ჰანა სტოკინგმა შექმნა ოფიციალური ვიდეო პუ ბერის, ჯასტინ ბიბერისა და ჯეი ელექტრონიკასათვის, სადაც მასთან ერთად მონაწილეობდა ლილი პონსიც[8].
ამავე წელს იგი გახდა კომპანია Shots Studios თანამფლობელი. მასთან ერთად ამ კომპანიის მფლობელები არიან: ლილი პონსი, ხუანპა სურიტა, ანვარ ჯიბავი და როდოლფო მანკუზო. აქ ისინი ერთობლივად ქმნიან სხვადასხვა სახის კომედიურ ვიდეოებსა და სერიებს.
2018 წლის ივნისში სტოკინგმა Instagram-ზე ახალი, სამეცნიერო არხი გააკეთა, სადაც მეცნიერებაზე დაფუძნებულ ვიდეოებს დებს. მისი ყველაზე ცნობილი ვიდეოა „სილამაზის მეცნიერება“[9].
2019 წელს სტოკინგი პირველი ბლოგერი გახდა, რომელმაც ქალ მეწარმეთა დღის პიონერის ჯილდო გაეროსაგან, საერთაშორისო და გლობალურ დონეზე, გასართობ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის[10]. მისი ჯილდოს გადაცემის ვიდეო ჩაწერილია და ინახება კონგრესის არქივში.
2019 წლის დეკემბერში ჰანამ YouTube-სგან მიიღო ყველაზე წარმატებული თანამშრომლის ჯილდო[11].