ჰაპლოჯგუფი J2 (M172) — ადამიანის Y-ქრომოსომის ჰაპლოჯგუფი. მისი ასაკი დაახლოებით 19 000-დან 24 000 წლამდე შეადგენს. [1] არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება წარმოშობილიყო მესოპოტამიის, ლევანტის ან ირანის მახლობლად.[2] J2-ის ერთ-ერთი უძველესი ნიმუში დასავლეთ საქართველოში, კოტიას კლდის გამოქვაბულში, 9 500 წლის წინ მცხოვრები კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის კბილში აღმოაჩინეს.[3][4] ჰაპლოჯგუფი J2 ქართველების დაახლოებით 31%-ს აქვს.[5] ის ასევე გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და ბალკანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მრავალ ერში.[6]
↑↑ Battaglia V, Fornarino S, Al-Zahery N, et al. (June 2009). "Y-chromosomal evidence of the cultural diffusion of agriculture in southeast Europe". European Journal of Human Genetics. 17 (6): 820–30.