ჰაურაკი — ყურე ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში. ფართობი 4000 კმ²-ს შეადგენს[1] და შეჭრილია ოკლენდის რეგიონს, ჰაურაკის ვაკეებს, კორომანდელის ნახევარკუნძულსა და გრეიტ-ბარიერის კუნძულს შორის. ყურის უდიდეს ნაწილზე შექმნილია ჰაურაკის ყურის ზღვის პარკი.
მაორის ენაზე ჰაურაკი ჩრდილოეთის ქარს ნიშნავს.[2]
ყურე წყნარ ოკეანეს მიეკუთვნება, რომელშიც ის ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან იხსნება. ოკეანისგან კარგადაა დაცული ჩრდილოეთით მდებარე გრეიტ-ბარიერისა და ლიტლ-ბარიერის კუნძულებით და აღმოსავლეთით მდებარე 80 კმ სიგრძის კორომანდელის ნახევრაკუნძულით. შესაბამისად, ყურე დაცულია ჩრდილოეთის ქარებისგან.
წყნარ ოკეანესთან ყურეს სამი არხი აერთებს: კოლვილი, კრედოკი და ჯელიკო.
ბოლო გამყინვარების პერიოდში, ყურის ტერიტორია მშრალმიწიანი ხმელეთი იყო, ზღვის დონე ამჟამინდელზე დაახლოებით 100–110 მ დაბალი იყო.[2] წყალმა ტერიტორია დაახლოებით 7200 წლის წინ დაფარა, როდესაც წყლის დონემ ამჟამინდელ მაჩვენებელს მიაღწია.[3]