„ჰელესა“ | |
---|---|
ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა... | |
![]() „ჰელესა“, ყდა, 2012 | |
ავტორი | მიხო მოსულიშვილი |
რედაქტორი | თამარ გელოვანი |
გარეკანის მხატვარი | ნიკო ფიროსმანი |
ქვეყანა | საქართველო |
ენა | ქართული |
თემა | ლაზების ცხოვრება |
ჟანრი | რომანი |
გამომცემელი | „უსტარი“ |
გამოცემის თარიღი | 2012 |
ქართულად გამოიცა | 2012, 21 მაისი |
გვერდი | 296 |
წინამორბედი | ვაჟა-ფშაველა, 2011 |
მომდევნო | დიდი ძუ დათვი, 2013 |
ISBN | 978-9941-9261-1-2 |
ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა... (ლაზური საზღვაო კინორომანი, წარმოდგენილი ფელუკა „კირბიშის“ ბოლო მოგზაურობის ქრონიკებად, ანდა, თუ გნებავთ, ლაზი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშის გაცოცხლებულ ნახატებად) — ქართველი მწერლის, მიხო მოსულიშვილის კინორომანი ლაზების ცხოვრებაზე.
საქართველოში სამკურნალო მცენარეებისა და მათი გამოყენების შესახებ, ანტიკური ხანის სხვა ავტორებთან ერთად, აპოლონიოს როდოსელიც წერდა თავის „არგონავტიკაში“. ისიც ცნობილია, რომ კოლხეთის დაბლობზე გაშენებული ყოფილა „ჰეკატეს ბაღი“ (ძვ.წ. 650 წ.), რომელშიც ორმოცზე მეტი სამკურნალო მცენარე მოჰყავდათ. თავად სიტყვა „მედიცინა“ მომდინარეობს მეფე აიეტის ქალიშვილის, მკურნალი მედეას სახელიდან...
უძველესი ქართული ხალხური მედიცინის წიაღში მკურნალთა არაერთი საგვარეულო შტო იშვა, რომლებაც შექმნეს თავიანთი წამლები. ამის მაგალითია: „თურმანიძის მალამო“; ასკურავების მოტეხილობის მკურნალობა უთაბაშიროდ, მსუბუქი გადახვევითა და მალამოთი; ბერულავების მოტეხილობის საგვარეულო მალამო; ნაჭყებიების წამალი...
მეი კირბიშის სიყვარულის გამოყენებით იაშარ ბადიში ცდილობს გაიგოს კირბიშების გვარის საიდუმლო წამლის დამზადების წესი, რომ ეს რეცეპტი მდიდარ უცხოელებს, ჰელენ მეიერს და ალფრედ ანთოპულოსს მიჰყიდოს.
„ჰელესას“ თანამედროვე ამბის მითოლოგიურ არქეტიპს წარმოადგენს ოქროს საწმისის ლეგენდა და მკითხველი იოლად ახდენს რომანის პერსონაჟების იდენტიფიცირებას: მედეა - მეი, აიეტი - ფოკა კირბიში, აფსირტე - უჩა, იასონი - იაშარ ბადიში.
|