ჰელიოფიზიკა (ჰელიო... და ფიზიკა) — ასტრონომიის დარგი, რომელიც შეისწავლის მზის ფიზიკურ თვისებებს; მზის ფიზიკურ პარამეტრებს (ტემპერატურა, სიმკვრივე, ელექტრო და მაგნიტური ველების დაძაბულობა და სხვ.) აგენენ დაკვირვების სპექტროსკოპული, სპექტრომეტრული, ფოტოგრაფიული, რადიოასტრონომიული, და სხვა მეთოდებით, მზის ფიზიკურ მოდელს კი აგებენ თეორიული ფიზიკის მეთოდების მოშველიებით.