ჰემატოგენი (ლათ. Haematogenum; ბერძ. αἷμα — „სისხლი“; ბერძ. γενος — „წარმოშობა“) — პროფილაქტიკური პრეპარატი, რომელიც რკინას შეიცავს და სისხლში წითელი უჯრედების - ერითროციტების წარმოქმნას უწყობს ხელს. რკინა ერითროციტების შემადგენლობაში შედის რკინის შემცველი ცილის სახით, რომელსაც ჰემოგლობინი ეწოდება. რამდენადაც ჰემატოგენი მსხვილფეხა საქონლის მშრალი დეფიბრინირებული სისხლისაგან მზადდება (სისხლი გადის დამუშავებას ინფექციის გამორიცხვის მიზნით), მას უმატებენ შედედებულ რძეს, თაფლს და სხვა ნივთიერებებს, რათა გაუმჯობესდეს მისი გემო. გარეგნულად ჰემატოგენის ფირფიტები მცირე ზომის შოკოლადს წააგავს. გემო თავისებური, მაგრამ სასიამოვნო აქვს. ჰემატოგენი ფართოდ გამოიყენებოდა დიდი სამამულო ომის პერიოდში, როდესაც მის საფუძველზე დაჭრილებს სხვადასხვა კერძებს უმზადებდნენ.
XIX საუკუნის ბოლოს უკვე დადგენილი იყო, რომ რკინა სისხლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. ევროპის აფთიაქებში იყიდებოდა რკინისა და სისხლის მრავალგვარი პრეპარატები.
პირველი პრეპარატი,რომელიც ჰემატოგენის სახელით გამოვიდა იყო "ჰომელის ჰემატოგენი" (Hämatogen des Dr. Hommel), გამოშვებული შვეიცარიაში 1890 წელს. ეს უკანასკნელი ხარის სისხლის საფუძველზე დამზადებულ მიქსტურას წარმოადგენდა. ეს პრეპარატი XX საუკუნის დასაწყისში ფართოდ გავრცელ და რუსეთის ტერითორიაზეც.
ჰემატოგენი მეტაბოლური პრეცესების კორექციის საშუალებაა. არის წყარო სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალების, რომლებიც ადამიანის სისხლის პროპორციებს უახლოვდება. ბიოლოგიურად სრულფასოვანი ცილა შეიცავს ყველა ამინომჟავას სხეულისათვის ოპტიმალურ პროპორციებში. ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას, რკინის გაწოვას ნაწლავებში, სისხლში ჰემოგლობინის მომატებას, პლაზმაში ფერიტინის შემცველობის ზრდას.
არასრულფასოვანი კვება, რკინის დეფიციტური ანემია, რეკონვალესცენცია (ინფექციური დაავადებების დროს). ქრონიკული დაავადებები, განსაკუთრებით, მუცლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.
ჰიპერმგრძნობელობა, ანემია, ნახშირწყლების ცვლის დარღვევა. დაუშვებელია ჰემატოგენის მიღება დიაბეტისა და ზედმეტი წონის დროს, რამდენადაც ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს შეიცავს
ბავშვებს 4-დან 6 წლამდე - 30 გრ. დღეში, 7 წლიდან - 40 გრ, დღეში, დიდებს - 50 გრ. დღეში