ჰერინგის სხეულები ან ნეიროსეკრეტორული სხეულები — სტრუქტურები, რომლებიც გვხვდება ჰიპოფიზის უკანა წილში. ისინი წარმოდგენილნი არიან ჰიპოთალამური აქსონების ტერმინალებში, სადაც დროებით ინახება ჰორმონები. ისინი ნეიროსეკრეტორული ტერმინალებია.[1]
ანტიდიურეზული ჰორმონი (ADH) და ოქსიტოცინი, ორივე მათგანი ინახება ჰერინგის სხეულებში, თუმცა არა ერთდროულად, ცალკეულ ჰერინგის სხეულში.[2]
გარდა ამისა, ჰერინგის თითოეული სხეული შეიცავს ATP და ნეიროფიზინს. ნეიროფიზინები შემაკავშირებელ ცილებს წარმოადგენენ, რომელთაგან ორი ტიპი არსებობს: ნეიროფიზინი I და ნეიროფიზინი II, რომლებიც უკავშირდებიან შესაბამისად ოქსიტოცინს და ADH-ს. ნეიროფიზინი და ჰორმონი ქმნის კომპლექსს, რომელიც ითვლება ერთ ცილად და ინახება ნეიროჰიპოფიზში. ჰიპოთალამუსის მიერ სტიმულირებისას, სეკრეტორული გრანულები ათავისუფლებენ ჰორმონებს სისხლში. სუპრაოპტიკური ბირთვების ბოჭკოები მონაწილეობენ ADH-ის სეკრეციაში; პარავენტრიკულური ბირთვები კი ოქსიტოცინის.[3]
აღნიშნული ანატომიური სტრუქტურა პირველად აღწერა პერს თეოდორ ჰერინგმა 1908 წელს.[3]