არქიტექტორ ვიქტორ ორტას ქალაქური სახლები* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ბელგია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i, ii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | ევროპა |
კოორდინატები | 50°49′34″ ჩ. გ. 4°21′55″ ა. გ. / 50.82611° ჩ. გ. 4.36528° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
ნომერი | 1005 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1005 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჰოტელ-სოლვაი — ბელგიელი არქიტექტორის, ვიქტორ ორტას მიერ დაპროექტებული ქალაქური სახლი ბრიუსელში, ლუისის გამზირზე. სახლის დამკვეთი იყო არმანდ სოლვაი — მდიდარი ბელგიელი ქიმიკოსისა და მეწარმის, ერნესტ სოლვაის ვაჟი. პატრონის სიმდიდრიდან გამომდინარე, ორტამ მშენებლობაში ძვირფასი მასალები და დეტალები გამოიყენა. მანვე დაგეგმა სახლის თითოეული დეტალი: ავეჯი, ხალიჩები, განათების აპარატურა, მაგიდები და კარის ზანზალაკებიც კი. ოსტატი იყენებდა ძვირფას მარმარილოს, ბრინჯაოს, ტროპიკული ხეების მასალას და ა.შ. კიბეების დეკორირების საქმეში, მან შემოიამხანაგა პუანტილისტი მხატვარი ტეო ვან რეისენბერგე.
ჰოტელ-სოლვაის დიდებული სახლის შენარჩუნება-შენახვა ვიტამერების ოჯახის დამსახურებაა, რომლებმაც ის 1950-იან წლებში მიიღეს. მათ საცხოვრებლის დაცვისთვის ძალ-ღონე არ დაუშურებიათ. სახლი დღემდე კერძო მფლობელობაში რჩება და მისი მონხაულება მხოლოდ პირადი შეთანხმებისა და მკაცრი პირობების დაცვის შემდეგაა შესაძლებელი. 2000 წელს, იუნესკომ ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
|