ჰუნგ-ჰომი, ყოფილი კოულუნი — სადგური ჰონგ-კონგში, ისტ-რეილისა და უესტ-რეილის ხაზებზე. მდებარეობს კოულუნში, იაუ-ციმ-მონგის რაიონში, კროს-ჰარბორის გვირაბის გვერდით.
მიუხედავად იმისა, რომ სადგურს ჰუნგ-ჰომი ჰქვია ის საკმაოდ შორს არის ჰუნგ-ჰომის ტერიტორიის ცენტრისაგან, რომელიც ფეხით 15 წუთის სავალზე მდებარეობს.
აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მისი ტარიფები მკვეთრად განსხვავდება მეზობელი სადგურებისაგან. კუნძულ ჰონგ-კონგიდან მომავალი მგზავრები 1 დოლარით უფრო მეტს იხდიან, ხოლო ტუნგ-ჩუნგიდან და დისნეილენდიდან მომავალი მგზავრები კი დაახლოებით 3 დოლარს.
|