მედლები | ||
---|---|---|
ძიუდო | ||
ოლიმპიური თამაშები | ||
ბრინჯაო | სეული 1988 | -60 კგ. |
მსოფლიო ჩემპიონატი | ||
ოქრო | ბელგრადი 1989 | -60 კგ. |
ევროპის ჩემპიონატი | ||
ოქრო | პამპლონა 1988 | -60 კგ. |
ოქრო | ჰელსინკი 1989 | -60 კგ. |
ბრინჯაო | ფრანკფურტი 1990 | -60 კგ. |
ამირან მიხეილის ძე ტოტიკაშვილი (დ. 21 ივლისი, 1969, მარტყოფი, გარდაბნის რაიონი) — ქართველი და საბჭოთა ძიუდოისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1990).[1]
1988 წლის სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი 60 კგ. წონით კატეგორიაში. მსოფლიოს ჩემპიონი (1989), ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1988, 1989) და მესამე პრიზიორი (1990). საბჭოთა კავშირის 2-გზის ჩემპიონი (1988, 1989). მსოფლიოს ჩემპიონი სტუდენტთა შორის (1988). „კეთილი ნების თამაშების“ ჩემპიონი (1990). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1991 (მინსკი; 60კგ),საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი: პოტსდამი (1989; 65კგ), პარიზი (1990; 65კგ), თბილისი (1990; 60კგ), ვარშავა (1992; 65კგ); საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი: ბუდაპეშტი (1996; 65კგ), ვარშავა (1996; 65კგ).
დისციპლინა | ადგილმდებარეობა | ტურნირი | წონითი კატეგორია | ადგილი |
---|---|---|---|---|
ძიუდო | მაინის ფრანკფურტი, გფრ | ევროპის ჩემპიონატი 1990 | -60 კგ | |
ძიუდო | ჰელსინკი, ფინეთი | ევროპის ჩემპიონატი 1989 | -60 კგ | |
ძიუდო | პამპლონა, ესპანეთი | ევროპის ჩემპიონატი 1988 | -60 კგ | |
ძიუდო | ბელგრადი იუგოსლავია | მსოფლიო ჩემპიონატი 1989 | -60 კგ | |
ძიუდო | სეული, კორეა | ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988 | -60 კგ |
1990 წლის დეკემბერში სპორტულმა ჟურნალისტებმა ამირან ტოტიკაშვილი საქართველოს მეექვსე საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.[2]