ბაკუ (იაპონ. 獏 ან 貘?) — იაპონურ მითოლოგიურ პანთეონში ბინადარი ზებუნებრივი არსება სიზმრებისა და კოშმარების მხვრელი. ბაკუს დიდი ისტორია გააჩნია იაპონურ ხელოვნებასა და ფოლკლორში, ცოტა ხნის წინ კი აქტიურად გამოჩნდა ანიმეებსა და მანგებში. დღეისათვის, იაპონურ სიტყვა ბაკუს ორი მნიშვნელობა გააჩნია. ერთი მნიშვნელობის ქვეშ იგულისხმება სიზმრებისა და კოშმარების მხვრელი მითოლოგიური არსება, ხოლო მეორე მნიშვნელობის ქვეშ - ტაპირი (მაგალითად, მალაიზიური ტაპირი).[1] ბოლო დროის განმავლობაში, მხატვრების მიერ, ბაკუს გამოსახვის სტილმა ძლიერ იცვალა სახე. ხალხური ჩვეულების თანახმად, იაპონიაში მიაჩნდათ, რომ კოშმარების შემდეგ გაღვიძებისას, სამჯერ უნდა წარმოეთქვათ „ბაკუ კურაე!“ – „ბაკუ შეჭამე!“.
იაპონური, ტრადიციული, კოშმარების მხვრელი, ბაკუ, ჩინური ფოლკლორიდან და კორეული, მითოლოგიური, პულგასარიდან მომდინარეოს. იაპონელებისთვის, მის შესახებ მურომატის ეპოქიდანაა ცნობილი (XIV—XV სს.). XVII საუკუნის იაპონურ ხელნაწერში, სანკაი იბუცუ (山海異物), ბაკუ აღწერილია, როგორც ჩინური მითოლოგიური ქიმერა სპილოს ხორთუმით, მარტორქის თვალებით, ხარის კუდითა და ვეფხვის თათებით. იგი ადამიანებს ბოროტებისა და ეპიდემიებისგან იცავდა (კოშმარებისგან დაცვა, კი მის შესაძლებლობებში არ შედიოდა).[1][2] 1791 წლით დათარიღებულ ხის მუსიკალურ ინსტრუმენტზე (Woodblock) ბაკუ-სიზმრების მხვრელი გამოსახულია: სპილოს თავით, ხორთუმითა და ეშვებით, რქებითა და ვეფხვის ბრჭყალებით. ბაკუ სპილოს თავით, ეშვებითა და ხორთუმით კლასიკურ ერაში ხასიათდებოდა (მეიძის ერამდე), ასე გამოისახებოდა სალოცავებსა და ტაძრებში.[3][4][5] ლაფკადიო ჰერნი, მეიძის ერაში (1902), ბაკუს ზემოთ აღწერილი გარეგნობით ახასიათებდა და ამავდროულად მის შესაძლებლობებს კოშმარებისგან დაცვასაც მიაწერდა.[6] ლეგენდების თანახმად, ბაკუ, კეთილი არსებაა, რომელიც არა მხოლოდ კოშმარებთან გამკლავებაში ეხმარება ადამიანებს, არამედ მისი მასპინძლისთვის იღბალი მოაქვს და წინასწარმეტყველება შეუძლია. მაგრამ, თუ ბაკუ შეთავაზებული სიზმრით ვერ დაკმაყოფილდა იგი კარგ სიზმრებთან ერთად, სამუდამოდ წაიღებს ყველანაირ იმედსა და მშვიდ ძილს. საბედნიეროდ ასეთი შემთხვევები ძალიან ცოტა ყოფილა, ვინაიდან ბაკუ კეთილი, ბავშვების მოსიყვარულე არსებაა და ყოველთვის მზადაა მათ დასახმარებლად და კოშმარებისგან გასათავისუფლებლად. იაპონური ფოლკლორის თანახმად, დიდი ხნის წინათ ბაკუს ტყავი სასურველ ნადავლს წარმოადგენდა. ის, ვინც ქიმერას მოკვლას და მისი ტყავისგან მოსასხამის შეკერვას შეძლებდა სამუდამოდ განთავისუფლდებოდა კოშმარებისგან და ბოროტი სულების ზემოქმედებისგან დაცული იქნებოდა. დროთა განმავლობაში, ბაკუზე ნადირობამ აზრი დაკარგა ვინაიდან, საკმარისია ბაკუ საძინებელში გამოსახო და ოჯახის ყველა წევრი დაცული იქნება კოშმარებისგან.
1980-იანი წლებიდან მანგასა და ანიმეში წარმოგვიდგება არა როგორც ვეფხვისა და სპილოს ქიმერა, არამედ როგორც ზოოლოგიური ტაპირი. მაგალითად შესაძლებელია მოყვანილ იქნეს რუმიკო ტაკაჰასის მანგა, Urusei Yatsura (1995)[7] და ჰარუჰიკო მიკიმოტოს Marionette Generation. ასევე მამორუ ოსიის ანიმე Beautiful Dreamer[8]. ბაკუ ტაპირის იერითაა წარმოდგენილი მულტსერიალ პოკემონებშიც. რაც შეეხება მასასი კისიმოტოს მანგას, ნარუტო, ბაკუ თავისი მითოლოგიური იერითაა წარმოდგენილი. მაგრამ ყველა თანამედროვე ბაკუ/იუმეკუი ტაპირის სახით არ არის ნაჩვენები. სატოსი კონას ანიმაციურ ფილმში, „პაპრიკა“, ქალღმერთი გოგონა Dreamtime-დან - ბაკუ-იუმეკუია.[9] ჰაკასე მიძუკის მანგაში Ba_ku (2007) და სინა მასიბის Nightmare Inspector: Yumekui Kenbun (2008), ბაკუ საერთოდ არ წააგავს ტაპირს.[10][11] კოშმარების მხვრელი, ტაპირის მსგავსი, ბაკუ პოულარობით სარგებლობს არაიაპონურ კულტურაშიც. ქრისტიან ჰარისონის წიგნში „The Dream Eater” მოთხრობილი ბიჭზე, იუკიოზე, რომელიც შემთხვევით გადააწყდა ბაკუს და თავისთან, სოფელში წაიყვანა. იგი წარმოდგენილია ნილ გეიმანის იაპონურ მითოლოგიაზე დაფუძნებულ ნოველაშიც, „The Dream Hunters”. ბაკუ ასევე ნახსენებია ტელესერიალ „ზებუნებრივის მე-11 სეზონის მე-16 სერიაში.
http://darkbook.ru/baku-pozhiratel-snov-v-yaponskoy-mifologii