დოი-ინტანონის ეროვნული პარკი
อุทยานแห่งชาติดอยอินทนนท์ | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
ვაჩირათანის ჩანჩქერი,
| |
მდებარეობა | ჩომ თონგის რაიონი, ჩიანგმაის პროვინცია, ტაილანდი |
კოორდინატები | 18°35′32″ ჩ. გ. 98°29′12″ ა. გ. / 18.59222° ჩ. გ. 98.48667° ა. გ. |
ფართობი | 483 კმ² |
დაარსდა | 1972 |
მმართველი ორგანო | ეროვნული პარკების დეპარტამენტი |
ოფიციალური საიტი | Doi Inthanon NP |
დოი-ინტანონის ეროვნული პარკი (ტაი. อุทยานแห่งชาติดอยอินทนนท์[1], ასევე ცნობილი როგორც „ტაილანდის სახურავი“) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ტაილანდში. მოიცავს ტანენ-ტაუნჯის ქედს, ჩომ თონგის რაიონსა და ჩიანგმაის პროვინციას.[2] პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს დოი ინტანონი, ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი. 483 კმ² ფართობის პარკი 1972 წელს დაარსდა.[3]
ეროვნული პარკი ჩიანგმაიდან დაახლოებით 60 კმ-თაა დაშორებული. მის ტერიტორიაზე მდებარეობს სოფლები: კარენი და მეო ჰმნოგი, რომელთა მოსახლეობაც 4500 ადამიანს ითვლის.[4] პარკი ზღვის დონიდან 800 - 2 565 მეტრის სიმაღლეებს მოიცავს და მის საზღვრებში რამდენიმე ჩანჩქერია მოქცეული, მათ შორის: მაე კლანგის, ვაჩირატანის, სირიფუმისა და მაე იას ჩანჩქერები.[2] პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე კლიმატური და ეკოლოგიური განყოფილებაა.
დოი-ინტანონის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მარადმწვანე ნისლიანი ტყეები, ტორფის ხავსებისა და ფოთლოვანი ტყეებია.[3] ხარობს რამდენიმე რელიქტური ფიჭვი.[2] ტაილანდის ეროვნულ პარკებს შორის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით მეორეა.[5]