ტიპი | ლუდსახარში |
---|---|
დარგი | ლუდი |
დაფუძნდა | 1744 წელს |
სათავო ოფისი | დომელენი, ნიდერლანდები |
საიტი | ოფიციალური საიტი |
დომელშის ლუდსახარში (Dommelsche Bierbrouwerij), მდებარეობს ნიდერლანდების პროვინცია ჩრდ. ბრაბანტის საეკლესიო სოფელ დომელენში[1], სადაც 1744 წლიდან იწყება ლუდის წარმოება.
„დომელშის ლუდსახარშის“ ისტორია აითვლება 1702 წლიდან, როცა ვინმე იან ფან დეივენტერმა ლუდის წარმოებას მოკიდა ხელი. მის შემდეგ ლუდის საწარმომ რამდენიმე მესაკუთრე გამოიცვალა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ახალგაზრდა მეპატრონის ვილჰელმუს სნიდერის (Wilhelmus Cornelis Snieders) ხელში წარმოების მოცულობა მკვეთრად გაიზარდა. დომელენში გამოხდილმა ლუდმა მთელ რეგიონში გაითქვა სახელი. იმ დროს ლუდის ტრანსპორტირება ხდებოდა გრუნტის გზებზე უზარმაზარი კასრებით. 1930 წლიდან საწარმო ატარებს ახალ სახელს: „სააქციო საზოგადოება დომელშის ლუდსახარში“ (N.V. Dommelsche Bierbrouwerij v/h W.C. Snieders), რომელიც ეკუთვნოდა სნიდერების ოჯახს. დიდი ხნის განმავლობაში ლუდსახარში იყო ნიდერლანდებში უძველესი საოჯახო ბიზნესი. 1968 წელს კომპანია შეისყიდა ბელგიურმა ლუდის კონცერნმა Brouwerij Artois-მა (შემდგომში - Interbrew). რასაც მოყვა ტრადიციული ძველი საფირმა მარკის „დომელშ“-ის შეცვლა „დომელს“-ით. ლუდმა ვერ გაუძლო ბაზრის კონკურენციას და ფაქტობრივად ნელ-ნელა გაქრა დახლებიდან. 1983 წლიდან წამოწყებულ იქნა ახალი სარეკლამო კომპანია, რათა ქვეყანაში კვლავ გაეხსენებინათ მივიწყებული ტრადიციული ლუდი.
„დომელშის“ გარდა სოფელ დომელში აწარმოებენ ნიდერლანდურ ლუდს „Hertog Jan“ და ბელგიურ „Jupiler“, „Brahma“ და „Leffe“-ს.