იურგენ მეიერ-ჰერმანი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 30 ოქტომბერი, 1965[1] [2] (59 წლის) |
დაბ. ადგილი | შტუტგარტი, ბადენ-ვიურტემბერგი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა[1] ან შტუტგარტი[3] [4] |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი[1] [5] [6] , დიზაინერი[5] და ვიზუალური არტისტი[5] |
მოქალაქეობა | გერმანია[7] |
ალმა-მატერი | კუპერ იუნიონი და პრინსტონის უნივერსიტეტის არქიტექტურის სკოლა |
მნიშვნელოვანი პროექტები | მეტროპოლ პარასოლი, მესტიის აეროპორტი და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა |
საიტი | jmayerh.de |
იურგენ მეიერ-ჰერმანი (გერმ. Jürgen Mayer-Hermann; ასევე ცნობილია როგორც იურგენ მეიერი; დ. 30 ოქტომბერი 1965, შტუტგარტი) — გერმანელი არქიტექტორი და მხატვარი. ბერლინში არქიტექტურული ფირმა „J. MAYER H.“-ის ხელმძღვანელი[8].
იგი სწავლობდა შტუტგარტის უნივერსიტეტში, კუპერ იუნიონში“ და პრინსტონის უნივერსიტეტში[9].
მისი ნამუშევრები გამოქვეყნებულ და გამოფენილ იქნა მსოფლიოს მასშტაბით და ნიუ–იორკისა და სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საერთაშორისო კოლექციის ნაწილია.[10]
იურგენ მეიერს 2003 წელს მიღებული აქვს მის–ვან–დერ–როი–ს ჯილდო დამწყები არქიტექტორებისთვის, პროექტ „Stadthaus Ostfildern“-ისთვის გერმანიაში და 2005 წელს მოიგო ჰოლსიმის ჯილდო „Metropol Parasol“-ისთვის სევილიაში, ესპანეთში[11]. 2011 წელს ის იყო ჰოლსიმის ჯილდოს რეგიონალური ჟიური[12].
იურგენ მეიერის შემოქმედებას ეკუთვნის საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე არსებული სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დიზაინი (2011), ასევე მესტიის პოლიციის შენობის და იუსტიციის სახლის (2012), მესტიის აეროპორტის (2010), ავტომაგისტრალ ს1-ზე არსებული 2011-2012 წლებში დასრულებული მოსასვნებელი კომპლექსები და ამჟამად მშენებარე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის[13] და ახალქალაქის რკინიგზის სადგურის დიზაინები[14].