კაროლ ესტრეიხერი | |
---|---|
პოლ. Karol Józef Teofil Estreicher | |
დაბ. თარიღი | 22 ნოემბერი, 1827[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბ. ადგილი | კრაკოვი[1] [9] [10] [11] [4] [12] [13] [14] [15] [8] |
გარდ. თარიღი | 30 სექტემბერი, 1908[1] [2] [3] [4] [16] [5] [6] [7] [8] (80 წლის) |
გარდ. ადგილი | კრაკოვი[1] [9] [8] |
დასაფლავებულია | რაკოვიცკის სასაფლაო |
მოქალაქეობა |
პოლონეთი თავისუფალი ქალაქი კრაკოვი რუსეთის იმპერია ცისლეიტანია |
საქმიანობა | ბიბლიოთეკარი, მთარგმნელი, ლიტერატურის ისტორიკოსი[14] [10] და ლიტერატურული კრიტიკოსი |
მუშაობის ადგილი | იაგელონის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | იაგელონის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი |
მამა | Alojzy Rafał Estreicher[13] |
შვილ(ებ)ი | Stanisław Estreicher[13] და Tadeusz Estreicher[13] |
ჯილდოები | რკინის გვირგვინის ორდენი და რკინის გვირგვინის ორდენი |
კაროლ ესტრეიხერი (პოლ. Karol Estreicher; დ. 22 ნოემბერი, 1827, კრაკოვი — გ. 30 სექტემბერი, 1908, კრაკოვი) — პოლონური ლიტერატურისა და თეატრის ისტორიკოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ბიბლიოგრაფი, იაგელონსკის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ფილოსოფიის დოქტორი, ავსტრიის იმპერიის რაინდი, რუსეთის იმპერიის სამეფო კარის მრჩეველი.
დაიბადა ალოიზი რაფაელ ესტრეიხერის ოჯახში, იგი ცნობილი იყო პოლონურ სამეცნიერო და კულტურულ წრეებში. მისი პაპა ავსტრიიდან იყო გადმოსული კრაკოვში, რომელიც შემდგომ იაგელონსკის უნივერსიტეტში ასწავლიდა. 1843-1845 წლებში კაროლი ფილოლოგიას სწავლობდა იაგელონსკის უნივერსიტეტში. 1845-1848 წლებში კი ამავე უნივერსიტეტში იურიდიული მეცნიერები შეისწავლა. 1861 წლიდან კრაკოვის სამეცნიერო საზოგადოების დამსახურებული წევრი იყო.