ნიკ კანერ-მედლი | |
---|---|
| |
№ 22 – იბარაკი რობოტსი | |
ფორვარდი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
20 ოქტომბერი, 1983 ბევერლი, მასაჩუსეტსი |
ეროვნება | აზერბაიჯანელი/ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა | Deering (პორტლენდი, მეინი) |
სიმაღლე | 203 სმ |
წონა | 104 კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | Maryland (2002–2006) |
პროფესიონალური კარიერა | 2006–დღემდე |
ლიგა | B ლიგა |
კარიერის ისტორია | |
2007 | არტლანდ დრაგონსი |
2007 | სიოქს ფელს სკაიფორსი |
2007-2008 | გრან კანარია |
2008-2009 | კაიასოლ სევილია |
2009-2011 | ესტუდიანტესი |
2011-2012 | ვალენსია |
2012-2013 | მაკაბი თელ ავივი |
2013-2014 | უნიკახა მალაგა |
2014-2016 | ასტანა |
2016-2017 | AS მონაკო |
2017-2019 | CB ესტუდიანტესი |
2019- | იბარაკი რობოტსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
|
ნიკ კანერ-მედლი (ინგლ. Nik Caner-Medley; დ. 20 ოქტომბერი, 1983, ბევერლი, მასაჩუსეტსი) — აზერბაიჯანელი-ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელი რომელიც ირიცხება B ლიგის გუნდ „იბარაკი რობოტსში“. კანერ-მედლი კოლეჯის კალათბურთს, ოთხი სეზონის განმავლობაში, მერილენდის უნივერსიტეტში თამაშობდა.
ნიკმა 2002 წელს „Deering“-ის საშუალო სკოლა (მეინი, პორტლენდი) დაამთავრა. მან საშუალო სკლაში შემდეგი ჯილდოები მიიღო: NHSCA-ის ბიჭთა კალათბურთის წლის ათლეტი, მეინის მრ. კალათბურთი და მეინის წლის „Gatorade“ მოთამაშე. როგორც შესანიშნავ ბომბარდირს, კანერ-მედლის დაფიქსირებული აქვს სკოლის რეკორდი 51 ქულა, რომელიც „სამხრეთ პორტლენდის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოიპოვა.
საშუალო სკოლის მესამე წელს კანერ-მედლი საშუალოდ სეზონში 26.8 ქულას აგროვებდა, ხოლო მეოთხე წელს - 35.6 ქულას.
2006 წლის NBA-ის დრაფ-კლასის შემდეგ კანერ მედლი თავისუფალი აგენტის სტატუსით დეტროიტ პისტონსს შეუერთდა. იგი გუნდთან 2006 წლის ლას-ვეგასის ზაფხულის ლიგაზე თამაშობდა იქამდე, ვიდრე ტრავმას მიიღებდა. ტრავმის მოშუშების პერიოდი 5 თვე გაგრძელდა. ფართო რეაბილიტაციის შემდეგ ნიკი სრულიად გამოჯანმრთელდა და 2007 წლის თებერვალში კონტრაქტი გემანიის BBL1 ლიგის გუნთან, „არტლანდ დრაგონსთან“ გააფორმა. მისი გუნდში ყოფნის პერიოდში „არტლანდ დრაგონასმა“ კლუბის ისტორიაში პირველი ჩემპიონობა მოიპოვა. შემდეგ კანერ-მედლი ამერიკაში დაბრუნდა და საკრამენტო კინგსის სახელით 2007 წლის ლას-ვეგასის ზაფხულის ლიგაში მიიღო მონაწილეობა.
2008 წელს, კანერ-მედლიმ კვლავ სცადა NBA-ში თამაში და ახლა უკვე ლოს-ანჯელეს ლეიკერსის სახელით ითამაშა ზაფხულის ლიგაზე. იგი გუნდის შემადგენლობაში კვლავ ვერ მოხვდა, ამიტომ 2008-2009 წლის სეზონი მან ACB-ის გუნდ „კაიასოლ სევილიაში“ ჩაატარა. სეზონის ბოლოს, იგი მთელს ლიგაში მესამე ადგილზე იყო მოხსნების რაოდენობით.
2009 წლის ლას-ვეგასის ზაფხულის ლიგაზე მან ლოს-ანჯელეს კლიპერსის გუნდში ითამაშა. ხუდითან ორ თამაშში ნიკს ორი ორმაგი-დუბლი ჰქონა.[1] ლიგის შემდეგ მან კონტრაქტი „ესტუდიანტეს მადრიდთან“ გააფორმა.[2]
2010-11 წლების სეზონში, მადრიდში ყოფნის მეორე წელს, კანერ-მედლი ლიგაში საშუალოდ 14.4 ქულასა და 7.8 მოხსნას აგროვებდა. ეს სტატისტიკა მას ლიგაში პირველ ადგილზე აყენებდა. მადრიდში ყოფნის პერიოდში ოთხჯერ დასახელდა ACB ლიგის თვის MVP-იდ (აღსანიშნავია, რომ 4-დან სამი MVP ზედიზედ მოიპოვა).
2011 წლის ივლისში კანერ-მედლიმ კონტრაქტი ვალენსიის კალათბურთის კლუბთან გააფორმა (კონტრაქტის თანახმად იგი გუნდში ერთი წლით რჩებოდა, ხოლო მეორე წელს საკუთარი გადასაწყვეტი იყო დარჩენა-წასვლის საკითხი). ACB ლიგაში საშუალოდ 13.2 ქულისა და 6.8 მოხსნის, ხოლო ევროთასზე 13.5 ქულისა და 6.4 მოხსნის დაგროვების შემდეგ მან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა.
2012 წლის ივლისში მან ორ-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ისრაელის სუპერ ლიგის გუნდ „მაკაბი თელ ავივისთან“.[3]
2013 წლის 22 აგვისტოს კანერ-მედლიმ კონტრაქტი „უნიკახა მალაგასთან“ გააფორმა.[4][5]
2014 წლის 26 ივნისს შეუერთდა ყაზახეთის გუნდ „BC ასტანას“.[6]
2016 წლის 25 ივლისს შეუერთდა გუნდ „AS მონაკოს“.[7]
2017 წლის 8 ივნისს კანერ-მედლის ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა „CB ესტუდიანტესთან“.[8]
2019 წლის 26 ივნისს მან ორწლიანი კონტრაქტი B ლიგის გუნდ „იბარაკი როტოსთან“ გააფორმა.[9]