1981 წელს რკინის კაცი გამოჩნდა სერიალში ადამიანი-ობობა და მისი წარმოუდგენელი მეგობრები[3], უილიამ მარშალის გახმოვანებით. აქ ტონი სტარკის პერსონაჟი მთავარი იყო.[2]ხოჭომ, სიუჟეტის მიხედვით, მოიპარა დანაშაულებების აღმომჩენი კომპიუტერი და რკინის კაცის ენერგორეაქტორი. ეს იყო პირველი პერსონაჟი, რომელსაც ადამიანი-ობობა და მისი მეგობრები პირველ ეპიზოდში შეხვდნენ. მას შემდეგ, რაც ობობა და მეგობრები დაეხმარნენ, სტარკმა ისინი აღჭურვა ახალი ტექნოლოგიით, რომელიც ეხმარებოდა დამნაშავეთა პოვნისას.
რამდენიმე დამატებითი გამოჩენა რკინის კაცს ჰქონდა შურისმაძიებლებთან ერთად, 1981 წლის ადამიან ობობაში, ანიმაციურ ეპიზოდში Arsenic and Aunt May და კოსტიუმის სახით, კოსტიუმების მაღაზიაში, ეპიზოდში The Capture of Captain America[2]
სერიალი რკინის კაცი 1980-იანებში მზადდებოდა და საპილოტო ეპიზოდი 1980 წელს შეიქმნა[4]
1994 წელს რკინის კაცი გამოჩნდა ამავე სახელწოდების ანიმაციურ სერიალში (ახმოვანებდა რობერტ ჰეიზი). იგი შედიოდა გუნდში, რომელშიც აგრეთვე იყვნენ საუკუნი (კომიქსი), საომარი მანქანა, ალისფერი ალქაჯი, ქორისთვალა და ქალი ობობა.[2] ეს სერიალი შედიოდა The Marvel Action Hour-ში, რომელშიც მარველის სერიალების რამდენიმე ანიმაციური ეპიზოდი შედიოდა, მათ შორის — ფანტასტიკური ოთხეული, თითოეული სერიალის ორი ნახერვასაათიანი ეპიზოდებით. რკინის კაცის წარმოშობის ისტორია ამ შემთხვევაში შეცვლილი იყო - სანაცვლოდ შრაპნელისა, რომელიც მის გულთან იყო, შერჭობილი ჰქონდა მრავალი ხიჭვი, რომელიც პარალიზებით იყო საშიში. სტარკი და ჰო იინსენი ვონ ჩუს კი არ ჰყავდა დატყვევებული, არამედ მანდარინს, რომელსაც შეემატა სუპერძალები. მანდარინი იყო ბოროტმოქმედდა გუნდის მეთაური.
2010-იანებიდან რკინის კაცი გამოჩნდა სერიალში შურისმაძიებლები: დედამიწის უძლიერესი გმირები, ერიკ ლუმისის და კეიჯი ფუჯივარას გახმოვანებით (იაპონურენოვან ვერსიაში).[7] ისევე, როგორც კომიქსებში, იგი გუნდის ერთ-ერთი დამაარსებელია და უზრუნველყოფს მისი სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლით აღჭურვას (სპეციალური საიდენტიფიკაციო ბარათების და ტრანსპორტის ჩათვლით). აქ შეიმჩნევა ელემენტები რკინის კაცთან დაკავშირებული სხვა კანონიკური კომიქსებიდან და შემდგომში გადაღებული ფილმების სერიიდან, როგორიც არის გულ-მკერდში ჩამონტაჟებული რეაქტორი და ჯავშანი, რომელსაც მართავს ხელოვნური ინტელექტი „ჯარვისი“ (კომიქსებში მისი ანალოგია „ჰომერი“. რკინის კაცი გუნდის ლიდერია, რასაც ხაზს უსვამს ყოველი ეპიზოდის შესავალი.
მარველის ანიმეს, იაპონურ Madhouse-ს და მარველს შორის ოთხისერიანი თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნა 12 ეპიზოდიანი სერია, რომელშიც რკინის კაციც ჩნდება. ეს სერია იაპონიაში Animax-ზე, 2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა და აშშ-ში G4-ზე გავიდა.[8] იაპონიაში იგი დასრულდა 2010 წლის 17 დეკემბერს, ათი სრული ეპიზოდის ჩვენების შემდეგ. რკინის კაცი აგრეთვე გამოჩნდა სერიალის მარველის ანიმე: იქს-ადამიანები უკანასკნელ ეპიზოდში.
პერსონაჟი ჩნდება ერთ-ერთ ანიმაციურ სერიალში ადამიანი ობობის შესახებ, სრულყოფილი ადამიანი ობობა, პასდარის გახმოვანებით. ეპიზოდში Great Power ნაჩვენებია, თუ როგორ ცდილობს ტონი, აკონტროლოს თავისი ჯავშანი. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ეპიზოდში Flight of the Iron Spider, რომელშიც გუნდთან ერთად ებრვის ცოცხალ ლაზერს. ამ ეპიზოდში აგრეთვე მინიშნებებია მისი, როგორც პლეიბოის, მხარეზე. მისი წარმოშობა კანონიკურ ვერსიას ეხმაურება - პირველ ჯავშანს ქმნის, რათა მძევლობიდან თავი დაიხსნას. ალტერნატიული ვერსია დასასრულს ნაწილობრივ არის ნაჩვენები, როდესაც ცოცხალი ლაზერის თავს ამოჰყოფს სუპერგმირების რაზმის რეალობაში.
რკინის კაცი აგრეთვე ჩნდება სერიალში შურისმაძიებლების შეკრება (პასდარის გახმოვანებით). მესამე სეზონში პასდარს უნდა ჩანაცვლოდა მიკ უინგერტი, მაგრამ საბოლოოდ როლი კვლავ პასდარს დაუტოვეს.[12][13]
↑Arrant, Chris. (March 6, 2013) Uncovering Marvel’s lost ’80s cartoon pitches. Comic Book Resources. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 22, 2015. ციტატა: „There are some stalwarts there, including a swank Iron Man, a Six Million Dollar Man-esque Ant-Man, and a Daredevil show that pairs the blind attorney with a dog named Lightning.“