რუსლან ხაიროვი

რუსლან ხაიროვი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1976(1976-01-07) (48 წლის)
სიმაღლე 175
ქვეყანა აზერბაიჯანი და რუსეთი

რუსლან საბირის ძე ხაიროვი (დ. 7 იანვარი, 1976) — წარმოშობით ლეზგი აზერბაიჯანელი მოყვარული მოკრივე. მსოფლიო ჩემპიონატის (2003) და ევროპის (2004) ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი, აზერბაიჯანის ოლიმპიური ნაკრების წევრი 2000 და 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი.

რუსლან ხაიროვი დაიბადა 1976 წლის 7 იანვარს, დაღესტნის ასსრ-ის ქალაქ კასპიისკში, სსრკ-ში.

1993 წელს კასპიისკის მე-3 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ რუსლან ხაიროვი ჩაირიცხა დაღესტნის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში რომელიც დაამთავრა 2000 წელს.

კრივში ასპარეზობა დაიწყო 1986 წლიდან. მისი პირველი მწვრთნელი იყო ა. მ. კაშკუროვი. 1997 წლიდან ვარჯიშობდა ნურიფაშა ტალიბოვთან. რუსეთის ჩემპიონი (1996). რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი - 1999 წ.[1] მსოფლიო საპოლიციო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი (1999).

კარიერა აზერბაიჯანში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლიდან მან აზერბაიჯანის ნაკრების რიგებში გამოსვლა გადაწყვიტა. ხაიროვი ამის შემდეგ გახდა აზერბაიჯანის მრავალგზის ჩემპიონი. 2000 წელს მონაწილეობა მიიღო სიდნეიში გამართულ ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 4 წლის შემდეგ იასპარეზა ათენში გამართულ 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე.

2002 წლის ევროპის ჩემპიონატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წლის ევროპის ჩემპიონატზე პერმში, პირველივე ბრძოლაში რუსლან ხაიროვი დამარცხდა ბულგარელ სპორტსმენ სტას განევთან, ანგარიშით 9:14[2].

2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან 4 ბრძოლა ჩაატარა. 1/16 ფინალში დაამარცხა ოსური წარმოშობის ქართველი მოკრივე რობერტ პლიევი ტექნიკური გამარჯვებით. მერვედფინალში დაამარცხა ახალზელანდიელი კახუკურ ბენზონი, ანგარიშით 22:6. 1/4 ფინალში დაამარცხა რუსი ანდრეი მიშინი, ანგარიშით 18:11. ნახევარფინალში ანგარიშით 6:29 დამარცხდა უზბეკ შერზოდ ხუსანოვთან და მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.[3].

2004 წლის ევროპის ჩემპიონატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მან ასევე ოთხი ბრძოლა გამართა. 1/16 ფინალში დაამარცხა პოლონელი მოკრივე მიროსლავ ნოვოსადასი, ანგარიშით 21:12. მერვედფინალში დაამარცხა ებრაელი ტაჰა საბია, ანგარიშით 5:0. მეოთხედფინალში დამაჯერებლად დაამარცხა იტალიელი ფილიპ ლოგრეკო. 1/2 ფინალში დამარცხდა რუს მოკრივე ოლეგ საიტოვთან, ანგარიშით 16:20.[4].

ხაიროვის რეიტინიგი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის 12 აპრილს რუსლან ხაიროვი იყო მე-11 სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო რეიტინგში და პირველი სამოყვარულო კრივის ასოციაციის რეიტინგში 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში. რუსლან ხაიროვი ამჟამად ცხოვრობს რუსეთის ქალაქ კასპიისკში.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]