უორენ სპექტორი | |
---|---|
უორენ სპექტორი 2023 წლის | |
დაბადების სახელი | უორენ ევან სპექტორი |
დაბადების თარიღი |
2 ოქტომბერი, 1955 ნიუ-იორკი, აშშ |
რეზიდენცია | ტეხასი, ოსტინი |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | ვიდეო თამაშების დიზაინერი |
მეუღლე(ები) | კეროლინ სპექტორი (1987-დან დღემდე) |
უორენ სპექტორი (ინგლ. Warren Evan Spector; დ. 2 ოქტომბერი 1955[1], ნიუ-იორკი) — ამერიკელი ვიდეო თამაშების დიზაინერი. ცნობილი არის როლური თამაშის, პირველი პირის მსროლელისა და სათავგადასავლო ჟანრის თამაშების შექმნით[2], მათ შორის ისეთი განთქმული თამაშის, როგორიც არის „Deus Ex“[3]
სპექტორი გაიზარდა მანჰეტენში. 13 წლის ასაკში გადაწყვიტა გამხდარიყო ფილმების კრიტიკოსი. საშუალო სკოლაში სწავლისას მის ინტერესთა სფეროს შეემატა ავტომობილები და კალათბურთი[1]. აგრეთვე, კოლეჯში სწავლის პერიოდში სპექტორი გატაცებული იყო სხვადასხვა სამაგიდო თამაშებით.
სანამ უორენი დაკავდებოდა ვიდეო თამაშების შექმნით, მუშაობდა სამაგიდო როლური თამაშების შემქმნელად Steve Jackson Games-სა და TSR Inc-ში. მოგვიანებით მან დაიწყო თამაშების შექმნა Origin Systems-ისა და Looking Glass Studios-სთვის. ამ კომპანიებში მუშაობის პერიოდში შექმნა შემდეგი თამაშები: „System Shock“, „Ultima Underworld I“, „II“ და „Thief: The dark Project“.
1997 წელს იგი სათავეში ჩაუდგა Ion Strom-ს, სადაც შეიმუშავა: „Deus Ex“, '„'Deus Ex: Invisible War“, და „Thief: Deadly Shadows“. 2004 წელს სპექტორმა დატოვა Ion Storm.
2005 წელს უორენმა დააარსა ახალი სტუდია Junction Point Studios, რომელიც 2007 წელს შეძენილი იქნა Disney Interactive მიერ. სტუდიამ გამოუშვა თამაში სახელწოდებით „Epic Mickey“ (2010 წელს გამოუშვეს Wii-სთვის). 2013 წელს ცნობილი გახდა, რომ Disney Interactive-მა დახურა სტუდია და უორენ სპექტრომა, რომელიც ასევე იყო Disney Interactive-ის ვიცე-პრეზიდენტი, დატოვა კომპანია. [4]
1984 წელს უორენი ოსტინში, ტეხასის შტატში, წიგნების მაღაზიაში შეხვდა მომავალ მეუღლეს, კეროლინს. 1987 წლის 11 აპრილს ისინი დაქორწინდნენ.
წყვილი ცხოვრობს ოსტინში. კეროლინი არის მწერალი.
), OtherSide Entertainment
), OtherSide Entertainment|coauthors=
(დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=
-ში (დახმარება)
|
|