„ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები“ | |
---|---|
რეჟისორი | ტეილორ სვიფტი |
როლებში |
ტეილორ სვიფტი ჯეკ ანტონოფი აარონ დესნერი ჯასტინ ვერნონი |
დისტრიბუტორი |
Taylor Swift Productions Disney + |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
საიტი | https://disneyplusoriginals.disney.com/movie/folklore-the-long-pond-studio-sessions |
ფოლკლორი: გრძელი ტბის სტუდიის სესიები (ინგლ. Folklore: The Long Pond Studio Sessions) — 2020 წლის ამერიკული დოკუმენტური მუსიკალური ფილმი, რომლის რეჟისორი და პროდიუსერია ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი ტეილორ სვიფტი , გამოვიდა 2020 წლის 25 ნოემბერს, Disney + ზე. ფილმში სვიფტი ასრულებს სიმღერებს თავისი მერვე სტუდიური ალბომ Folklore-იდან (2020) და ასევე გვიყვება თითოეული სიმღერის ისტორიას პროდიუსერებთან, ჯეკ ანტონოფთან და აარონ დესნერთან ერთად.
ეს სვიფტის მეოთხე ფილმია The 1989 World Tour Live-ის, Taylor Swift: Reputation Stadium Tour-ის (2018) და მის ამერიკელის (2020) შემდეგ. ფილმმა ფართო მოწონება დაიმსახურა. ფილმის გამოსვლასთან ერთად გამოვიდა Folklore'-ის ახალი ვერსია, რომელშიც შეტანილი იყო ფილმში გაჟღერებული საკონცერტო ჩანაწერები.
ფილმი ჰიბრიდია დოკუმენტურ ფილმსა და საკონცერტო ფილმს შორის. ფილმში ასევე აღინიშნა რომ სვიფტი, დესნერი და ანტონოფი პირველად შეიკრიბნენ ერთად COVID-19 -ის გამო. მათ დისტანციურად ჩაწერეს ალბომი. ფილმში აგრეთვე შეტანილია „Exile“, ჩაწერილი დისტანციურად ჯასტინ ვერნონის და ტეილორ სვიფტის შესრულებით.
ფილმმა მიიღო საყოველთაო აღიარება კინოსა და მუსიკის კრიტიკოსებისგან . Rotten Tomatoes-ზე[1] ფილმს აქვს მოწონების მაჩვენებელი 100% 11 მიმოხილვის საფუძველზე, საშუალო რეიტინგი 7.30 / 10. Metacritic-ზე[2] მას აქვს 76 /100 -დან 7 მიმოხილვის საფუძველზე. ენდრიუ ბარკერიმ Variety-ში შეაქო ულამაზესი გარემო, პეიზაჟები, შესრულება და მუსიკა. IMDb-ზე[3] ფილმს აქვს 8.5 / 10-დან.
ფილმმა მიიღო ასევე კარგი შეფასებები:NME- ს მწერალ უილ რიჩარდსგან, The New York Times-სგან , Jon Pareles -სგან, Sydney Urbánek-სგან , Rolling Stone-სგან და IndieWire–სგან.
გრემის მფლობელი ალბომი 2020 წლის 24 ივლისს გამოვიდა და პირველივე კვირას 800 000 ასლზე მეტი გაყიდვით პირველი ადგილი დაიკავადა ბილბორდ 200-ში. სულ ალბომმა პირველ ადგილზე სხვა ალბომებთან შედარებით ყველაზე მეტი, 8 კვირა გაატარა.
ალბომს გამოსვლისთანავე დადებითი შეფასებები მოჰყვა და მაღალი ქულები დაიმსახურა სხვადასხვა საიტზე (მაგ. Metacritic-88, AnyDecentMusic 8.5)
ალბომმა წლის ალბომის ჯილდო მიიღო გრემის 2021 წლის დაჯილდოებაზე. ის ნომინირებული იყო შემდეგ კატეგორიებში: წლის ალბომი და წლის პოპ ვოკალური ალბომი. ამ მოგებით ის პირველი ქალი არტისტი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო 3-ჯერ აქვს მოგებული. ის 2016 წელს გახდა პირველი ქალი ვისაც ორჯერ ჰქონდა მოგებული წლის ალბომი (ალბომებისსთვის 1989 და fearless). მან პირველად ეს ჯილდო 2010 წელს მოიგო. 2017-ში ადელმა აიღო წლის ალბომის პრიზი რითაც ის მეორე ქალი არტისტი გახდა, რომელსაც ერთზე მეტი წლის ალბომის ტიტული ჰქონდა. სულ 6 მომღერალია მათ შორის კი მხოლოდ ორია ქალი - ტეილორ სვიფტი და ადელი.
ნომერი | სიმღერის სახელი | ავტორი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | "The 1" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:39 |
2. | "Cardigan" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:50 |
3. | "The Last Great American Dynasty" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:52 |
4. | "Exile" (featuring Bon Iver, The Long Pond Studio Sessions) |
|
4:39 |
5. | "My Tears Ricochet" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:55 |
6. | "Mirrorball" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:57 |
7. | "Seven" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:28 |
8. | "August" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:20 |
9. | "This Is Me Trying" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:29 |
10. | "Illicit Affairs" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:03 |
11. | "Invisible String" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:17 |
12. | "Mad Woman" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:58 |
13. | "Epiphany" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:34 |
14. | "Betty" (The Long Pond Studio Sessions) |
|
4:50 |
15. | "Peace" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:34 |
16. | "Hoax" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:41 |
17. | "The Lakes" (The Long Pond Studio Sessions) |
|
3:19 |
მთლიანი ხანგრძლივობა | 67:00 |