პირადი ინფორმაცია | |
---|---|
დაბ. თარიღი | 24 თებერვალი, 1997[1] (27 წლის) |
დაბ. ადგილი | ნიკშიჩი |
სიმაღლე | 185 სმ |
წონა | 85 კგ |
ქვეყანა | მონტენეგრო |
კლუბი | ŽRK Danilovgrad, ŽRK Budućnost და Brest Bretagne Handball |
ჯურჯინა იაუკოვიჩი (დ. 24 თებერვალი, 1997, ნიკშიჩი, სერბეთი და ჩერნოგორია) — მონტენეგროელი ხელბურთელი. თამაშობს ფრანგულ კლუბ „ბრესტ ბრეტანიეში“. „ბრესტ ბრენიეში“ გადასვლამდე სხვადასხვა დროს თამაშობდა „დანილოვგრადსა“ და „ბუდუჩნოსტში“. 2014 წლიდან არის მონტენეგროს ნაკრების წევრი. ნაკრების მაისურით ჩატარებულ 74 შეხვედრაში 250 გოლი გაიტანა.[2][3] იაუკოვიჩი იყო მონტენეგროს ქალთა ნაკრების წევრი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. 2018 წლის ხმელთაშუა ზღვის თამაშებზე მონტენეგროს ნაკრებთან ერთად მოიპოვა ვერცხლის მედალი. ნაკრები ფინალში მასპინძელ ესპანეთთან 23-27 დამარცხდა. იაუკოვიჩმა ფინალში 9 გოლი გაიტანა. პირველი დიდი ტურნირი რომელზეც მან მონტენეგროს ნაკრების რიგებში ითამაშა, იყო 2014 წლის ევროპის ქალთა ხელბურთის ჩემპიონატი. ტურნირზე ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ მან ევროპის ჩემპიონატზე კიდევ სამჯერ ითამაშა, 2016, 2018 და 2020 წლებში. იაუკოვიჩი აგრეთვე იყო მონტენეგროს ნაკრების წევრი 2015 და 2019 წლების ქალთა ხელბურთის მსოფლიო ჩემპიონატებზე. 2015 წელს იაუკოვიჩი გახდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბომბარდირი. ის დასახელდა ამავე ტურნირის MVP-დ. 2015–16 წლების სეზონში Handball-Planet.com-მა დაასახელა მსოფლიოს ახალგაზრდა ქალ ხელბურთელთა საუკეთესო გუნდის წევრად. [4] იაუკოვიჩი მარცხენა ფლანგზე თამაშობს. 2020/21 წლების სეზონში საკლუბო დონეზე გაიტანა 55 გოლი. თამაშობს 23 ნომრიანი მაისურით. 2013-2015 წლებში იაუკოვიჩმა „დანილოვგრადის“ მაისურით ევროტურნირებზე 23 გოლი გაიტანა. 2015-2020 წლებში „ბუდუჩნოსტის“ რიგებში გაიტანა 238 გოლი. 2020 წლიდან ფრანგული „ბრესტ ბრეტანიეს“ მოთამაშეა და გუნდის მაისურით ევროტურნირებზე 55 გოლი გაიტანა, 2020-21 წლების სეზონში ტურნირის ბომბრადირთა დავაში 29-ე ადგილი დაიკავა. [5]. ჯამში იაუკოვიჩმა ევროტურნირებზე 316 გოლი გაიტანა.