A Scarcity of Miracles | |
---|---|
სტუდიური ალბომი — | |
გამოცემის თარიღი | 30 მაისი, 2011 |
ჟანრი | |
ხანგრძლივობა | 42:22 |
ლეიბლი | Discipline Global Mobile |
პროდიუსერი | რობერტ ფრიპი, ჯაკო ჯეკზიკი |
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
All About Jazz | დადებითი[1] |
PopMatters | დადებითი[2] |
A Scarcity of Miracles — Jakszyk, Fripp and Collins-ის ალბომი. პროექტში მონაწილეობენ King Crimson-ის წევრები, რობერტ ფრიპი, მელ კოლინზი და სიმღერების ავტორი-გიტარისტი ჯაკო ჯეკზიკი (რომელიც მანამდე უკრავდა პროექტ 21st Century Schizoid Band-ში).
ალბომი შეიქმნა გიტარის იმ იმპროვიზაციების საფუძველზე, რომლებიც ჯაკზეკის და ფრიპის მიერ იწერებოდა უილტშირში (ინგლისი). ალბომის ჩაწერა თავდაპირველად არ იგეგმებოდა [3]. ფრიპის თანხმობით ჯაკზეკმა თავად აიღო მასალა და გადაამუშავა ვოკალების დამატებით. კოლინზი ასევე შეუერთდა ამ სესიებს.[3]. ალბომი იძენდა საკუთარ სახეს და დროდადრო სიმღერების ჩაწერაში აგრეთვე მონაწილეობდნენ King Crimson-ის სხვა წევრები - ტონი ლევინი (ჩეპმენ-სტიკი, ბასი) და გევინ ჰარისონი (დასარტყმელი საკრავები).[4]
A Scarcity of Miracles გამოვიდა ქვესათაურით „A King Crimson ProjeKct“. შედეგად, ბევრმა გამოხატა ვარაუდი, რომ ეს, შესაძლოა, ყოფილიყო თავად King Crimson-ის შემდეგი შემადგენლობა. ფრიპმა იგი უარყო და დაამატა, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი საყვარელი ალბომი იყო. „Crimson-ის გენი აქვს, მაგრამ KC არ არის“[4].
კომპოზიციები „A Scarcity of Miracles“ და „The Light of Day“ სრულდებოდა King Crimson-ის კონცერტებზე.
ალბომის გარეკანის ავტორია პიჯეი კრუკი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „A Scarcity of Miracles“ | 7:27 |
2. | „The Price We Pay“ | 4:49 |
3. | „Secrets“ | 7:48 |
4. | „This House“ | 8:37 |
5. | „The Other Man“ | 5:59 |
6. | „The Light of Day“ | 9:02 |
საერთო ხანგრძლივობა: | 43:40 |