Amanita jacksonii | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Amanita jacksonii Pomerl. 1984 | |||||||||||||
|
Amanita jacksonii — სოკოს სახეობა ამანიტასებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას.
საჭმელი სოკოა. იხმარება ახალი. იზრდება შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას წარმოქმნის ფიჭვთან და მუხასთან. ჰგავს მისივე გვარის სახეობას, ნიყვს.
სოკო პირველად აღწერა კანადელმა მიკოლოგმა რენე პომერლომ 1984 წელს როგორც Amanita jacksonii.[1]
ქუდის დიამეტრი — 5—15 სმ, ნორჩობაში კვერცხისებრია, შემდეგ ამოზნექილი ან თითქმის ბრტყელი. როგორც წესი ბორცვაკით ცენტრში. ხასხასა წითელი ან წითელ-ნარინჯისფერი, შემდეგ მოყვითალო კიდეებით, გლუვი, იშვიათად ზედაპირზე მცირე რაოდენობით ახასიათებს საერთო საბურველის თეთრი ფერის ფიფქისმაგვარი ნარჩენები.
რბილობი — თეთრი ფერის, ზოგჯერ მოყვითალო ელფერით, გაჭრისას ფერს არ იცვლის. განსაკუთრებული სუნისა და გემოს გარეშე.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი ან სუსტად შეზრდილი ფეხთან, ღია-ყვითელი ან ღია-ნარინჯისფერი.
ფეხის სიგრძე — 7,5-15 სმ, სისქე — 0,9-1,6, თხელი, მთლიანი ან ზევითკენ შევიწროებული, კრემისფერი ან მოყვითალო, დაფარულია მოყვითალო-ნარინჯისფერი ძარღვებით. ახასიათებს 4-7 სმ სიგრძის და 4 მმ სისქის ტომრისებრი, თეთრი ფერის ვოლვა, რომლის უმეტესი ნაწილი მიწაშია ჩაფლული.
სპორების ფხვნილი — თეთრი.[2] სპორები — 7-12,1×5,2—8,7 მკმ, ამილოიდური, ელიფსისებრი ან ფართო ელიფსისებრი, იშვიათად სფეროსებრი ან წაგრძელებული.
გავრცელების არეალი მოიცავს ჩრდილოეთ ამერიკას — აშშ, კანადა და მექსიკა
იზრდება შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას წარმოქმნის ფიჭვთან და მუხასთან. ზოგჯერ ქმნის „ქაჯის წრეს“.
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.