BRICS-ის XII სამიტი COVID-19-ის პანდემიის გამო რუსეთის რესპუბლიკის დედაქალაქ მოსკოვში შეხვედრის მაგივრად ვიდეოკონფერენციის სახით შედგა 2020 წლის 21 — 23 ივლისს[1].
BRICS-ის 2020 წლის შემადგენლობა:
სამიტის თემა: „BRICS პარტნიორობა გლობალური სტაბილურობის, საერთო უსაფრთხოებისა და ინოვაციური ზრდისთვის“.
BRICS-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა გაცვალეს მოსაზრებები ხუთმხრივი თანამშრომლობის მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ, შეაჯამეს რუსეთის BRICS-ის თავმჯდომარეობის შედეგები მიმდინარე წელს. ლიდერებმა მიმოიხილეს საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე გადაამოწმეს პოზიციები G20-ის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით 21-22 ნოემბერს.
სამიტის შედეგად მიღებულ იქნა მოსკოვის დეკლარაცია, რომელიც ასახავს ხუთი სახელმწიფოს კონსოლიდირებულ მიდგომებს ასოციაციის შემდგომი განვითარების მიმართ, ასევე BRICS ეკონომიკური პარტნიორობის სტრატეგიას 2025 წლამდე პერიოდისთვის და BRICS ანტიტერორისტული სტრატეგია.
|