Carnival Sensation — Fantasy class-ის საკრუიზო გემი, რომელიც 1993 წლიდან კომპანია Carnival Cruise Lines-ისთვის ოპერირებს. გემი აქტიურ საკრუიზო სერვისს 2009 წლის 12 თებერვლიდან დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც მშრალ დოკზე (გემების სარემონტო ადგილი ხმელეთზე) მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. რემონტის დროს, ოკეანის ხედიან ოთახებს 98 საკუთარი აივანი დაემატა. სასეირნო გემბანს დაემატა სრულწლოვანთათვის განკუთვნილი მზიანი არეალი სახელად Serenity (სიმშვიდე), ბავშვებისთვის განკუთვნილი წყლის პარკი კი ვერანდაზე განთავსდა. გემის შუა ნაწილში განახლდა ღია საცურაო აუზი, გაუქმდა სასრიალო. განახლებისას ასევე გამოიცვალა საფარდაგე ქსოვილები მასიური თავშეყრის ადგილებსა და მთავარ სასადილოში. ასევე, კიჩოზე დაემატა ოთხსართულიანი წყალსადენის სადგურის ნაგებობა. დღესიათვის, Carnival Sensation-ი ასრულებს სამ და ოთხღამიან კრუიზებს ფლორიდის ნავსადგურ პორტ-კანავერალიდან ბაჰამის კუნძულების მიმართულებით. ამავე მარშრუტით დადის მისი დობილი გემი Carnival Ecstasy.
Carnival Sensation 1993 წელს, ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აიგო.
Carnival Sensation იმ რამდენიმე საკრუიზო გემს შორის იყო, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ ქარიშხალ კატრინას დროს დაზარალებულთა და მუშათა საცხოვრებლით უზურნველყოფა დაავალა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის საგანგებო სიტუაციების ფედერალურმა სააგენტომ გემი ამ მოვალეობისგან გაათავისუფლა, ის კვლავ კრუიზებს დაუბრუნდა.