Die Alive (სიმღერა)

„Die Alive“

სინგლის ყდა
სინგლიტარია ტურუნენი
ალბომიდან My Winter Storm
გამოსვლის თარიღი 7 მარტი, 2008
ჟანრი სიმფონიური მეტალი,
სიმფონიური როკი
ხანგრძლივობა 14:27
ხმისჩამწერი ლეიბლი Universal Music
ავტორ(ებ)ი ანდერს ვოლბეკი
მათიას ლინდბლომი
ტარია ტურუნენი
ტარია ტურუნენი — სინგლების ქრონოლოგია
„I Walk Alone“
(2007)
Die Alive
(2008)
„Enough“
(2008)

Die Alive“ — ტარია ტურუნენის ალბომის My Winter Storm მეორე სინგლი. სინგლი 2008 წლის 7 მარტს Universal Music-ს პატრონაჟით გამოვიდა. ოფიციალური ვიდეო გადაიღეს დეკემბერში, ხოლო პრემიერა იანვარში გაიმართა.

სიმღერა დაიწერა შვედი კომპოზიტორების, ანდერს ვოლბეკის, მათიას ლინდბლომისა და თვით ტარია ტურუნენის მიერ.2008 წლის 16 იანვარს ტარიამ თავის ბლოგზე ალბომის „My Winter Storm“ ყველა სიმღერის განმარტება გამოაქვეყნა, მათ შორისაა „Die Alive“:

ვიკიციტატა
„ეს სიმღერა ადამიანის ცხოვრების ყოველი მომენტის შესახებაა. ესაა ომი სისხლის არც ერთი წვეთის გარეშე. ომი იმაზე, თუ რა უნდა აკეთოს ადამიანმა ცხოვრებაში, და თუ ხვალ კვდება, მოკვდება, მაგრამ ისევ იცოცხლებს. ცოტაა ისეთი ადამიანები, რომლებიც უკვე გარდაიცვალნენ, მაგრამ ისევ ცოცხლობენ. ჯიმ დულიმ სიმღერის შუა ნაწილზე ფილმის ტრეილერის ეფექტი დაადო.“

ეს ვიდეო შესამჩნევად ბნელია ტარიას ნებისმიერ სხვა ვიდეოებთან შედარებით, რაც გამოწვეულია სიმღერის ტექსტისა და თემატიკის გამო.

  1. Die Alive (Album Version)
  2. Die Alive (Alternative Version)
  3. Lost Northern Star (Ambience Sublow Mix)
  4. Calling Grace (Full Version)
  5. Die Alive (Video)