Everybody's Trying to Be My Baby — კარლ პერკინსის სიმღერა. იგი გამოვიდა ალბომზე Dance Album of ... Carl Perkins. სიმღერა შთაგონებულია ამავე სახელწოდების ჩანაწერით, რომელიც 1930-იან წლებში რექს გრიფინის მიერ მომზადდა. გრიფინმა 1936 წელს იგი Decca Records-ისთვის, სათაურით "Everybody's Tryin' To Be My Baby" ჩაწერა. Roy Newman and His Boys-ის მიერ სიმღერის ვერსია 1938 წელს იქნა მომზადებული. პერკინსმა იგი 1956 წელს განსხვავებული არანჟირებით ჩაწერა.
1964 წლის შემდეგ ყველაზე ცნობილი ვერსია ჩაიწერა ჯგუფ The Beatles-ის მიერ, 1965 წლის 18 ოქტომბერს, EMI-ს სტუდიებში, ჯორჯ ჰარისონის წამყვანი ვოკალით. ვოკალს ექოს ეფექტზე მანიპულირება ახლავს.[1] 1965 წელს იგი გამოვიდა ჯგუფის ამერიკულ ალბომზე Beatles '65. ბრიტანულ Beatles for Sale-ში იგი უკანასკნელი სიმღერაა. BBC-სთვის მომზადებული ვერსია შეტანილია ალბომში Live at the BBC.
|
---|
| | | ისტორია | |
---|
| კონცერტები | |
---|
| დაკავშირებული ადგილები | |
---|
| კომპანიები | |
---|
| შთაგონება | |
---|
| სიები | |
---|
| სხვა მედიაში | |
---|
| სხვა თემები | |
---|
| |
|