Honey Don't — კარლ პერკინსის მიერ დაწერილი სიმღერა. იგი სინგლზე Blue Suede Shoes[1] 1956 წელს გამოვიდა.
„Honey Don't“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Beatles for Sale | ||||
გამოსვლის თარიღი | 4 დეკემბერი 1964 (მონო და სტერეო) | |||
ჩაიწერა |
18 ოქტომბერი 1964, EMI-ს სტუდიები, ლონდონი | |||
ჟანრი | როკაბილი | |||
ხანგრძლივობა | 2:55 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | კარლ პერკინსი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Beatles for Sale – სიმღერები | ||||
|
ჯგუფ The Beatles-ის მიერ ჩაწერილი იქნა სიმღერის საკუთარი ვერსია, რომელიც ალბომში Beatles for Sale და 1994 წელს საარქივო ჩანაწერების ალბომზე Live at the BBC გამოიცა. სიმღერაში წამყვან ვოკალს რინგო სტარი ასრულებს.
ეს ვერსია ჩაწერილია 1964 წლის 26 ოქტომბერს [2] და იყო უკანასკნელი სიმღერა, ჩაწერილი Beatles for Sale-ში შესატანად.[3] ჩრდილოეთ ამერიკაში იგი გამოვიდა ალბომზე Beatles '65, 15 დეკემბერს.[4]
მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა მანამდე ცოცხლად სრულდებოდა ჯონ ლენონის მიერ, ალბომისთვის ვოკალი ჩაიწერა რინგო სტარის მიერ, რაც მიჰყვებოდა მის მიერ თითო ალბომში თითო სიმღერაში წამყვანი ვოკალის ტრადიციას. სიმღერის შესრულებისას იგი კომენტარებს აკეთებს ჯორჯ ჰარისონის გიტარის დაკვრაზე, ფრაზებით "Rock on George, one time for me!" და "Rock on, George, for Ringo one time!"
The Beatles-ის მიერ სიმღერა BBC-სთვის ორჯერ შესრულდა, გადაცემებში From Us To You და Top Gear.[5] ლენონის მიერ შესრულებული ვერსია შეტანილია კრებულში Live at the BBC[6], ხოლო რინგოს ვერსია - On Air – Live at the BBC Volume 2-ში.
|