იკარუს-55 — უნგრული საერთოშორისო ავტობუსი, რომელიც გამოდიოდა 1953 წლიდან 1972 წლამდე. 1962 წლიდან 1972 წლამდე გამოდიოდა მოდიფიკაცია ლიუკსი, რომელიც ძირითადად საბჭოთა კავშირის მიეწოდებოდა. 1980 წლამდე გამოდიოდა საერთოშორისო ხაზებზე და ასევე გამოდიოდა სამოქალაქო ვარიანტები იკარუს-66, რომელიც უფრო ადრე გამოვიდა ვიდრე იკარუს-55, მაგრამ ის საბჭოთა კავშირს არ მიეწოდებოდა.
როგორც ყველა ძველ ავტობუსს, მისი ძრავა უკანა ნაწილში იყო, მგზავრებისთვის კი იყო 32 + 1 სავარძელი კონდუქტორისთვის და კიდევ ერთიც მძღოლისთვის.
ლაზ-697 და იკარუსის ტევადობა ერთნაირი იყო, თუმცა იკარუსი ჯობდა მას კომფორტულობით. უპირატესობას ისიც აძლევდა, რომ მას ძრავა ჰქონდა უკან, რაც ამცირებდა გაზისაგან მოწამვლას. ეს ავტობუსი იყო ძალიან გამძლე მანქანა. მას შეეძლო დიდი მანძილის გავლა ისე, რომ არ შეეკეთებინათ.