Last Day of June | |
---|---|
დეველოპერ(ებ)ი | Ovosonico |
გამომცემელი | 505 Games |
პლატფორმ(ებ)ი | PlayStation 4, Windows |
გამოსვლის თარიღი | 31 აგვისტო, 2017 |
ჟანრ(ებ)ი | სათავგადასავლო, თავსატეხი |
რეჟიმ(ებ)ი | ერთმოთამაშიანი |
რეჟისორ(ებ)ი | მასიმო გუარინი |
კომპოზიტორი | სტივენ უილსონი |
შეფასება | |
---|---|
საერთო შეფასება | |
აგრეგატორი | შეფასება |
Metacritic | 78/100 (PC)[1] 74/100 (PS4)[2] |
ქულები | |
წყარო | რეიტინგი |
Eurogamer | რეკომენდებულია[3] |
Polygon | 8.5/10[4] |
Last Day of June — სათავგადასავლო ვიდეო თამაში, შექმნილი Ovosonico-ს და გამოცემული 505 Games-ის მიერ. იგი გამოვიდა PlayStation 4-ისთვის და Windows-ისთვის 2017 წლის აგვისტოში.
კრიტიკოსებმა Last Day of June კეთილგანწყობით შეაფასეს.[1][2][3][4]
Last Day of June არის სათავგადასავლო თავსატეხი, რომლის მთავარი პერსონაჟები არიან კარლი და ჯუნი. მას შემდეგ, რაც ავტოავარიაში ჯუნი იღუპება, კარლი გადარჩება, მაგრამ ინვალიდის ეტლით მოძრაობს.[3][5] მოთამაშე მართავს კარლს, რომელიც იხსენებს ჯუნთან გატარებულ დღეებს და ცდილობს ამოხსნას თავსატეხები და შეცვალოს მოვლენები ისე, რომ ტრაგედია თავიდან აიცილოს.[3]
Last Day of June შემუშავდა Ovosonico-ს და გამოიცა 505 Games-ის მიერ.[4] თამაშის რეჟისორია მასიმო გუარინი.[5] ამბავი ეფუძნება მუსიკოს სტივენ უილსონის სიმღერის „Drive Home“ სიუჟეტს.[5] თამაშისთვის მუსიკის შექმნაში მონაწილეობა უილსონმაც მიიღო.[5]
თამაშის გამოსვლის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის მაისში.[6] იგი PlayStation 4-ისთვის და Windows-ისთვის 31 აგვისტოს გამოიცა.[4]
Last Day of June | |
---|---|
კინომუსიკა — | |
გამოცემის თარიღი | 1 დეკემბერი, 2017 |
ხანგრძლივობა | 39:48 |
თამაშის სრული საუნდტრეკი გამოვიდა 2017 წლის 1 დეკემბერს, ციფრულ ფორმატში. რამდენიმე ინსტრუმენტული მოკლე კომპოზიცია, შეტანილი მასში, ორიგინალურია. მასალის ძირითადი ნაწილი ეფუძნება სტივენ უილსონის არსებულ სიმღერებს და გამოცემაში მათი ინსტრუმენტული ვერსიების სახით არის შეტანილი.
|