Living in the Past

Living in the Past
კომპილაციური ალბომი
გამოცემის თარიღი 23 ივნისი, 1972
ჩაიწერა 1968 - 1971
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 87:28
ლეიბლი Chrysalis
პროდიუსერი იენ ანდერსონი, ტერი ელისი, ჯეთრო ტალი
ჯეთრო ტალი — ქრონოლოგია
Thick as a Brick
(1972)
Living in the Past
(1972)
A Passion Play
(1973)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
AllMusic4.5/5 stars [1]
The Rolling Stone Record Guide5/5 stars [2]
Rolling Stone (1973)(კეთილგანწყობილი) [3]
Sounds(კეთილგანწყობილი) [4]

Living in the Pastბრიტანული პროგრესული როკ-ჯგუფ ჯეთრო ტალის ორმაგი ალბომი, რომელიც არის მისი საუკეთესო სიმღერების კომპილაცია. იგი 1972 წელს გამოვიდა. გარდა ცნობილი სიმღერებისა, ალბომში თავმოყრილია ჯგუფის იშვიათი სიმღერები, სინგლები და მათი B-მხარეებიც. ორი მათგანი, By Kind Permission Of და Dharma for One, ჩაწერილია კარნეგი-ჰოლში გამართულ კონცერტზე.

ალბომის სახელწოდება მომდინარეობს ამავე სახელწოდების სიმღერიდან, რომელიც ბრიტანეთში სინგლის სახით გამოიცა 1969 წლის მაისში. აღსანიშნავია გამოცემის ბუკლეტი, რომელსაც თან ახლდა 50-მდე ფოტოსურათი.

აშშ-ში ალბომი მოხვდა ჩარტის #3 ადგილზე და მოიპოვა ოქროს სტატუსი. სასათაურო კომპოზიცია იქცა ჯეთრო ტალის პირველ ჰიტად შტატებში, რომელიც მოხვდა 40 საუკეთესო სინგლის სიაში.

ორიგინალური გრამფირფიტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანული გრამფირფიტა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — იენ ანდერსონი გარდა მითითებულისა.

მხარე 1
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„A Song for Jeffrey“ (ალბომიდან This Was)3:18
2.„Love Story“ (1968 წლის ბრიტანული სინგლი)3:00
3.„Christmas Song“ (1968 წლის ბრიტანული სინგლი)2:56
4.„Living in the Past“ (1969 წლის ბრიტანული სინგლი)3:18
5.„Driving Song“ (1969 წლის ბრიტანული სინგლი)2:37
6.„Bourée“ (Bourrée in E minor, იოჰან სებასტიან ბახი, არანჟირება - ჯეთრო ტალი) (ალბომიდან Stand Up)3:40
მხარე 2
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Sweet Dream“ (1969 წლის ბრიტანული სინგლი)4:00
2.„Singing All Day“ (მანამდე გამოუცემელი, ჩაწერილია 1969 წელს)3:03
3.„Witch's Promise“ (1970 წლის ბრიტანული სინგლი)3:48
4.„Teacher“ (ალბომის Benefit აშშ გამოცემიდან)4:06
5.„Inside“ (ალბომიდან Benefit)3:42
6.„Just Trying to Be“ (მანამდე გამოუცემელი, ჩაწერილია 1970 წელს)1:34
მხარე 3 – ჩაწერილია კარნეგი-ჰოლში, ნიუ-იორკი; Phoenix House-ის საქველმოქმედო კონცერტზე; 4 ნოემბერი, 1970
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„By Kind Permission Of“ (ინსტრუმენტული – ჯონ ევანი, მანამდე გამოუცემელი)10:07
2.„Dharma for One“ (ანდერსონი/კლაივ ბანკერი, მანამდე გამოუცემელი)9:55
მხარე 4
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Wond'ring Again“ (მანამდე გამოუცემელი, ჩაწერილია 1970 წელს, Wond'ring Aloud-ის ადრეული ვერსია)4:11
2.„Locomotive Breath“ (ალბომიდან Aqualung)4:24
3.„Life Is a Long Song“ (1971 წლის ბრიტანული EP-დან)3:17
4.„Up the 'Pool“ (1971 წლის ბრიტანული EP-დან)3:09
5.„Dr. Bogenbroom“ (1971 წლის ბრიტანული EP-დან)2:58
6.„For Later“ (ინსტრუმენტული, 1971 წლის ბრიტანული EP-დან)2:06
7.„Nursie“ (1971 წლის ბრიტანული EP-დან)1:35

აშშ და ბრიტანული გამოცემების სიმღერების სიებში არსებული განსხვავების გამო, CD-გამოცემებშიც მნიშვნელოვანი განსხვავებები იყო. ვინაიდან Benefit-ის ორიგინალურ ამერიკულ CD-ზე არ იყო შეტანილი „Alive and Well and Living In“[5], Living in the Past-ის ზოგიერთ აშშ CD ვერსიაში იგი დამატებულია.[6] ყველა ერთდისკიანი გამოცემიდან ამოღებულია „Bourée“ და „Teacher“ - ალბომის ერთ დისკზე ჩასატევად, თუმცა ორივე ქვეყნის გამოცემაში არის „Inside“ - მანამდე გამოსული მხოლოდ ბრიტანულ გრამფირფიტაზე. 1997 წელს Mobile Fidelity Sound Lab-მა კომპილაცია ორმაგ CD-ზე გამოუშვა. მასში შევიდა როგორც ბრიტანულ, ასევე ამერიკულ ვერსიებში შესული ყველა სიმღერა.[7][8][9]

ბრიტანული ერთდისკიანი გამოცემა (Chrysalis UK 1990, CDP 32 1575 2)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • არ არის შეტანილი „Bourée“ და „Teacher“.[10]

ამერიკული ერთდისკიანი გამოცემა (Chrysalis US 1992, 0946 3 21035 2 9/F2-21035)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • სიმღერების იგივე სია, რაც ერთდისკიან ბრიტანულ გამოცემაში. დამატებულია „Alive and Well and Living In“, ხოლო „Locomotive Breath“-ს ენაცვლება „Hymn 43“.[6]

Mobile Fidelity Sound Lab-ის ვერსია (UDCD 2-708, 1997 წლის გამოცემა)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ამ ვერსიაში შეტანილია ყველა სიმღერა როგორც ბრიტანული, ასევე ამერიკული ორიგინალური სიმღერების სიიდან.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]