Looking Glass Studios

Looking Glass Studios
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 1990[1]
დაიხურა 24 მაისი, 2000
სათავო ოფისი კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ
მმართველი
პროდუქცია
საიტი www.lglass.com (დაარქივებული 2000-06-20)

Looking Glass Studios — ყოფილი ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაარსდა 1990 წელს. კომპანიის შექმნილი თამაშები გამოირჩეოდა ფიზიკის სიმულაციით და დახვეწილი სიუჟეტით. მისი ყველაზე განთქმული ფრენჩაიზებია: „Ultima Underworld“, „System Shock“, „Thief 1 და 2“.

კომპანია დაარსდა 1990 წელს Looking Glass Technology-ის სახელით, მას შემდეგ, რაც ორი კომპანია, Blue Sky Productions და Lerner Research გაერთიანდა.[2] თავდაპირველად მდებარეობდა ლექსინგტონში (მასაჩუსეტსი), ხოლო 1994 წელს გადავიდა კემბრიჯში, (მასაჩუსეტსი). მისი პერსონალის უმეტესი ნაწილი შედგებოდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულებისგან. Looking Glass, ასევე ფლობდა სატელიტურ ოფისებს რედმონდში (ვაშინგტონის შტატი), [3] ოსტინსა (ტეხასი) და ჰანტინგტონ ბიჩში (კალიფორნია). მან საყოველთაო აღიარება მოიპოვა 3D ვიდეო თამაშის ძრავის შექმნით, რომელიც პირველად გამოიყენეს თამაშებში: „Ultima Underworld: The Stygian Abyss“ და „System Shock“.[2]. 1997 წელს კომპანიას დაერქვა Looking Glass Studios.

1997 წელს შეერწყა Intermetrics-ს და იქცა Intermetrics Entertainment Software-ად.[4] 1998 წელს Intermetrics შეიძინა Pacer Infotech და დაერქვა AverStar. 1999 წელს Looking Glass Studios გამოეყო Intermetrics-ს.[5]

2000 წლის 24 მაისს ფინანსური კრიზისის გამო კომპანია დაიხურა. დახურვის შედეგად Looking Glass-ის თანამშრომლები გადავიდნენ სხვადასხვა კომპანიებში, მათ შორის: Ion Storm, Irrational Games, Harmonix, Mad Doc Software, Arkane Studios, Westwood Studios, Valve Corporation, Floodgate Entertainment, Digital Eel და სხვა.

როგორც Lerner Research

როგორც Blue Sky Productions

როგორც Looking Glass Technologies

როგორც Looking Glass Studios

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. #12 Looking Glass Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-30. ციტირების თარიღი: 11 დეკემბერი, 2016.
  2. 2.0 2.1 „Looking Glass“. Next Generation. Imagine Media (4): 60–64. აპრილი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Company Fact Sheet. Looking Glass Studios, Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2000-03-08. ციტირების თარიღი: 2008-09-25.
  4. Nicholas Valtz. Intermetrics and Looking Glass Studios Merge Computer Game Operations to Form Multimedia Powerhouse. Intermetrics, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1999-11-03. ციტირების თარიღი: 2008-09-25.
  5. Averstar Inc · S-1/A. U.S. Securities and Exchange Commission (1999-07-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-27. ციტირების თარიღი: 2008-09-25.