Low in High School — ინგლისელი ალტერნატიული როკ-მომღერალ და მუსიკოს მორისის მეთერთმეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2017 წლის 17 ნოემბერს BMG-ზე.[2] მისი პროდიუსერია ჯო ჩიკარელი. მასალა ჩაიწერა საფრანგეთში, La Fabrique Studios და იტალიაში, ენიო მორიკონეს Forum Studios-ში.[3]
ალბომის პირველი სინგლი, „Spent the Day in Bed“, გამოვიდა 2017 წლის 19 სექტემბერს.[4] აგრეთვე ცნობილი გახდა მომავალი საკონცერტო ტურნეს შესახებ.[5] 2017 წლის 24 ოქტომბერს გამოვიდა კიდევ ერთი სიმღერა, „I Wish You Lonely“.[6]