Marbles | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი |
27 აპრილი 2004 (წინასწარ შეკვეთილი) 3 მაისი 2004 | |||
ჩაიწერა | The Racket Club, ეილსბერი, 2002 - 2003 წლები, 2004 წლის დასაწყისი | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, ნეო-პროგრესული როკი, პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა |
1:38:48 (2 დისკიანი ვერსია) 1:08:11 (1 დისკიანი ვერსია) | |||
ლეიბლი | Racket Records | |||
პროდიუსერი | დეივ მიგენი | |||
Marillion — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Marbles | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
The Guardian | [2] |
Record Collector | [3] |
Classic Rock | [4] |
Guitarist | [5] |
Marbles — ბრიტანული ნეო-პროგრესული როკ-ჯგუფ Marillion-ის მეცამეტე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა ბრიტანეთში 2004 წლის 27 აპრილს.
წინა ალბომებისგან განსხვავებით, შეიქმნა მისი ორი ვარიანტი. ჯგუფის მოყვარულებმა, რომლებმაც წინასწარ შეუკვეთეს ეს ალბომი, მიიღეს მისი სპეციალური, 2 დისკიანი გამოცემა. ერთდისკიანი გამოცემა გამოვიდა 2004 წლის 3 მაისს. ორდისკიანი ვერსიის შეძენა შესაძლებელია ჯგუფის ოფიციალური საიტის მეშვეობით.
„Neverland“ გამორჩეულია მდიდარი არანჟირებით და ხანგრძლივობით, რომლის ნახევარი უკავია სოლოს გიტარაზე. სიმღერის ტექსტი ტრიალებს ცნობილი მწერლის, ჯეიმზ მეთიუ ბარის პიტერ პენის ირგვლივ. აქ ნახსენებია კაპიტანი კაუჭა და ტიკ-ტოკი (მინიშნება ნიანგზე, რომელმაც საათი გადაყლაპა) სიმღერაში ასევე საუბარია სხვა ადამიანთან ურთიერთობის სურვილზე.[6]
ყველა სიმღერის ავტორები არიან: სტივ ჰოგართი, სტივ როზერი, მარკ კელი, პიტ ტრევავასი, იენ მოსლი.