ტიპი | შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | ვიდეო თამაშების ინდუსტრია, ვებ სერიების დისტრიბუცია |
დაფუძნდა | ივლისი, 2009 , ლიუბლიანა, სლოვენია |
დამაარსებელი |
სამო ლოგინი, იზა ლოგინი |
სათავო ოფისი | პისური, კვიპროსი |
პროდუქცია | მობილურის თამაშები |
შემოსავალი | 130 მილიონი $[1] |
მფლობელი | Zhejiang Jinke Entertainment Culture (2017-დღემდე) |
თანამშრომელი | 350[2][3] (2020) |
საიტი | https://outfit7.com/ |
Outfit7 (აუტფიტ7) — სლოვენიური ვიდეო თამაშების დეველოპერი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია როგორც „Talking Tom and Friends“-ის (მოლაპარაკე ტომი და მეგობრები) აპისა და მედია ფრენჩაიზის შემქმნელი კომპანია. კომპანია დააფუძნეს იზა და სამო ლოგინებმა. მსოფლიოს გარშემო კომპანიას 7 სტუდია აქვს და ძირითადად ისნი ფოკუსირებულნი არიან მოლაპარაკე ტომისა და მეგობრების ფრანჩაიზთან დაკავშირებული მობილური თამაშების შექმნით. 2017 წლის იანვარში კომპანია შეიძინა United Luck Consortium-მა, რომელიც მოგვიანებით Zhejiang Jinke-ს გადასცეს 1 მილიარდ აშშ დოლარად.
Outfit7 დააარსეს სამო და იზა ლოგინებმა 2009 წლის ივლისში, მაშინ როდესაც კოლეჯში სწავლობდნენ კომპიუტერულ მეცნიერებებს და სურდათ მობილური აპლიკაციების ბიზნესში მოხვედრა და Apple App Store-ში დებიუტი. 2009 წელს მათ ექვს მეგობართან ერთად 250 000 აშშ დოლარის ინვესტიცია (180 000 ევრო) ჩადეს და სათაო ოფისი სლოვენიის ქალაქ ლიუბლიანაში მოაწყვეს. სწორედ აქ შეიმუშავეს რამდენიმე პროგრამა. მოსაუბრე ტომისა და მეგობრების იდეამდე ისინი მუშაობდნენ ფეხბურთის აპლიკაციაზე, ისლანდიის სამოგზაურო სახელმძღვანელოსა და „სიმდიდრის დამადასტურებელ აპლიკაციაზე“, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. ექვსი თვის მცდელობის შემდეგ, მათ შექმნეს საბავშვო აპლიკაცია, სახელწოდებით Talking Tom Cat (მოლაპარაკე კატა ტომი), რომელშიც ანიმაციური კატა სახელად ტომი იმეორებდა ტელეფონის მიკროფონში ნათქვამ სიტყვებს „ჰელიუმით შეცვლილი ხმის“ ეფექტით. მას ასევე ჰქონდა ცხოველისთვის დამახასიათებელი თვისებები, სჭირდებოდა ჭამა და მოვლა.[4]
მოლაპარაკე ტომისა და მეგობრების ფრენჩაიზი შეიქმნა მოლაპარაკე ტომის აპლიკაციის ამოქმედებით. ფრენჩაიზი ფოკუსირებული იყო ანთროპომორფულ კატებსა და ძაღლებზე, რომლებიც იმს სიტყვებს იმეორებდნენ, რასაც მომხმარებელი იტყოდა. მოგვიანებით კომპანიამ აქცენტი სხვა პროგრამებზეც გადაიტანა, როგორიცაა: სირბილის თამაშები, ვირტუალური შინაური ცხოველების თამაშები და სხვა.
ფრენჩაიზმა 300 მილიონ ჩამოტვირთვას მიაღწია მისი გაშვებიდან 19 თვის შემდეგ. 2013 წლის ივნისში ფრენჩაიზის ჩამოტვირთვებმა ერთ მილიარდს გადააჭარბა.[5] 2020 წლის აპრილისთვის მოლაპარაკე ტომისა და მეგობრების ფრენჩაიზის აპლიკაციები საერთო ჯამში 12 მილიარდჯერაა ჩამოტვირთული.[6][7]
Outfit7-ის ოფისები განლაგებულია აზიისა და ევროპის შვიდ ქალაქში. კომპანიას ამჟამად სტუდიები აქვს ლონდონში (დიდი ბრიტანეთი), ლიუბლიანაში (სლოვენია), ბარსელონაში (ესპანეთი), მუმბაიში (ინდოეთი), პისურში (კვიპროსი), ჰონგ-კონგსა და ბეიჯინგში (ჩინეთი).[8]
2016 წელს სამო და იზა ლოგინებმა დაიქირავეს ამერიკული კომპანია Goldman Sachs, Outfit7-ის გაყიდვებისა გარიგებების შეთანხმებისთვის.[4] 2017 წლის 20 იანვარს პრესრელიზში გამოცხადდა, რომ Outfit7 გაიყიდა და ის United Luck Holdings Consortium-მა შეიძნა 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის თანხის სანაცვლოდ.[9] ამასთან, ოთხი დღის შემდეგ, სხვა პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ United Luck Holdings-მა სლოვენიური კომპანია მიჰყიდა ჩინურ ქიმიურ კომპანიას, Zhejiang Jinke Peroxide-ს, რომელსაც ვიდეო თამაშების დეველოპერის შესყიდვის შემდეგ Zhejiang Jinke Entertainment Culture Co. Ltd ეწოდა.[4][10] საზოგადოებაში დაბნეულობა შეიქმნა იმის თაობაზე, თუ ვინ ფლობდა Outfit7-ს. ეს მეტად გაამწვავა იმან, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც Zhejiang Jinke სლოვენიური კომპანიის მხოლოდ 10%-ის წილსი შესყიდვას აპირებდა United Luck-ისგან. 2017 წლის მარტში ხელშეკრულება საბოლოოდ შედგა და Outfit7 კომპანია Zhejiang Jinke-ს ოფიციალურად გადაეცა.[11][12] სამო ლოგინი კვლავ დარჩა კომპანიის დირექტორად, ხოლო იზა ლოგინი ახლაც მრჩეველის პოზიციას იკავებდა.[13][9][14] 2018 წლის ივლისში ვიდეო თამაშების დეველოპერის აღმსრულებელი დირექტორი შინიუ ციანი გახდა, ხოლო მრჩევლის პოზიცია პრეკმა დაიკავა.[15]