Radio K.A.O.S. (ტურნე)

Radio K.A.O.S.
ტურნე, გამართული როჯერ უოტერსის მიერ
დაწყების თარიღი 14 აგვისტო 1987
დასრულების თარიღი 22 ნოემბერი 1987
კონცერტების რაოდენობა 37
როჯერ უოტერსის კონცერტების ქრონოლოგია
The Pros and Cons of Hitch Hiking
(1984–1985)
Radio K.A.O.S.
(1987)
In the Flesh
(1999–2002)

Radio K.A.O.S.ბრიტანელი როკ-მუსიკოს როჯერ უოტერსის 1987 წლის საკონცერტო ტურნე, რიგით მეორე სოლო ტურნე მუსიკოსის კარიერაში. იგი ჩატარდა ალბომის Radio K.A.O.S. მხარდასაჭერად. ტურნეს მსვლელობისას სრულდებოდა როგორც სიმღერები ალბომიდან, ასევე ამავე პერიოდში ჩაწერილი კომპოზიციები და სიმღერები პინკ ფლოიდის ალბომებიდან. ტურნე დაიწყო ჩრდილოეთ ამერიკაში, 1987 წლის 14 აგვისტოს და დასრულდა იმავე წლის 22 ნოემბერს, ლონდონში.

შოუს დიზაინების ავტორი იყო მარკ ფიშერი. გამოიყენებოდა კვადრო-ჟღერადობა, პროექციები და რადიოწამყვან ჯიმ ლედის ანოტაციები. დარბაზში იდგა სატელეფონო ჯიხური, საიდანაც უოტერსს მაყურებლები უკავშირდებოდნენ.

შოუს სიუჟეტი მიჰყვებოდა ალბომის სიუჟეტს, რომელშიც ბილი, მიჯაჭვული სავარძელზე, საკუთარ თავში ავითარებს დიდ მანძილზე ელექტრონული საგნების მართვის თვისებებს.

პირველი განყოფილება
  1. ჯიმ ლედის წარდგენა
  2. მსმენელების ზარები
  3. "Club Nowhere" (რეკლამის პაროდია)
  4. Audience Calls
  5. "Tempted" (პოლ კერაკის სოლო შესრულება)
  6. "Radio Waves"
  7. "Welcome to the Machine"
  8. "Who Needs Information"
  9. "Money"
  10. "The Professional Bimbo School" (რეკლამის პაროდია)
  11. "In the Flesh"
  12. "Have a Cigar"
  13. "Pigs (Three Different Ones)"
  14. "Wish You Were Here"
  15. "Mother"
  16. "Molly's Song"
  17. "Me or Him"
  18. "The Powers That Be"
მეორე განყოფილება
  1. მსმენელების ზარები
  2. "Shredding Alternative" (რეკლამის პაროდია)
  3. "Going to Live in L.A."
  4. "Sunset Strip"
  5. "5:01AM (The Pros and Cons of Hitch Hiking)" (ერთი თვის შემდეგ მას ჩაენაცვლა "Get Your Filthy Hands Off My Desert" და "Southampton Dock")
  6. "Arnold Layne" (ვიდეო, რომელსაც ბილი „რთავდა“ მსმენელთათვის)
  7. "If"
  8. "5:06AM (Every Strangers Eyes)"
  9. "Not Now John"
  10. "Another Brick in the Wall"
  11. "The Happiest Days of Our Lives"
  12. "Another Brick in the Wall, Part II"
  13. "Nobody Home"
  14. "Home"
  15. "Four Minutes"
  16. "The Tide Is Turning"
ბისზე
  1. "Breathe"
  2. "The Great Gig in the Sky" (შესრულდა უემბლიზე და მედისონ-სკვერ-გარდენის კონცერტებზე, ნიუ-იორკი).
  3. "Brain Damage"
  4. "Eclipse"
  5. "Outside the Wall" (შესრულდა The Forum-ში, ინგლვუდი, კალიფორნია).

შენიშვნა - "In the Flesh", "Have a Cigar", "Pigs" და "Wish You Were Here" სრულდებოდა შერეული სახით.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]